მდაბიო რომ გააზნაურდება, ორიდან ერთ გზაზე ივლის: ან ხელახლა მდაბიოდქცევის შიში გაჰყვება და ჟამიდან ჟამზე რაღაცეებს იკადრებს, რომ სოციალურ კიბეზე არ ჩამოგორდეს (უმრავლესთ ეხებათ), ან მთელ თავის განვლილ ცხოვრებას დააფასებს: დედას, მამას, დედმამიშვილებს, ფაველათა უკანა ეზოებს, სადაც მეზობლის ბიჭებთან ბურთს აგორებდა და იტყვის: ჩემია ეს ყველაფერი, ელიტაში კი გავერიე, მაგრამ ცხოვრებაში საკუთარი თამაშის გაგრძელებას ვაპირებ...
კატეგორია: დავთარი
180 დღის შემდეგ
ტურის პირველ მატჩში ლიდერმა „საბურთალომ“ მწვრთნელშეცვლილი „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა და ვინაიდან „დინამომ“ „ტორპედოსთან“ ქულები დაკარგა, უშუალო კონკურენტს 4 ქულით გაუსწრო. „რუსთავი“ კი ზუსტად 180 დღიანი პაუზის შემდეგ მინდორზე ისევ ვარლამ კილასონიამ გაიყვანა. შეგახსენებთ, წინა ტურში, „ჩიხურასთან“ განადგურების შემდეგ „რუსთავის“ თავკაცებმა რუსი სპეციალისტი ვლადიმირ გაზაევი დაითხოვეს და ისევ ვარლამ კილასონია დააბრუნეს. ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ,...
ტორპედოს 16 გაელვება
გასულ უქმეებზე გამოვლინდნენ ჩემპიონები სლოვენიასა და უნგრეთში: „ოლიმპია“ და „ვიდეოტონი“. ამრიგად, გაირკვა ქუთაისის „ტორპედოს“ ყველა სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. როგორც იცით, „ტორპედო“ განუთესავია და მეტიც, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს გამოვლენილ ჩემპიონთა შორის. 19 ივნისს პირველი საკვალიფიკაციოს წილისყრა გაიმართება. პრემიალურში მხოლოდ ოთხი გუნდია და ორნი გადავლენ პირველ საკვალიფიკაციოზე. ბუნებრივია, ორივენი განუთესავნი იქნებიან. ჩვენთვის...
თავზარი! (ვიდეო)
„რეალი” რომ ძლიერია და ბოლო დღეების ტერმინს თუ ვიხმართ მონსტრია ამას დიდი ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მადრიდელთა გუშინდელ წარმატებაში თავისი წვლილი „ლივერპულის” 24 წლის გერმანელმა მეკარემ ლორის კარიუსმაც შეიტანა — მან ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რომელთაც ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის გოლები მოჰყვა. კარიუსი დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საბრალო ადამიანია მთელ დედამიწაზე....
დასაწყისში თამაში მხოლოდ იწყება!
დღეს, კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ევროპული… უფრო სწორად მსოფლიო საკლუბო სეზონის მთავარი მატჩი. „ლივერპული” „რეალს” ხვდება — გუნდს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ არის ფინალში და წინა სამ შემთხვევაში თასი აიღო. ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა:„ჩვენ კიევში დიდი საქმეებისთვის ჩამოვედით!” BBC წერს, რომ მერსისაიდელებს სისხლის ყივილი აქვთ, დნმ-ს ეყრდნობიან. თუ ისინი თასს მოიგებენ, ეს...
ნიჭი არის, ევროპა არის, დიდი ფეხბურთიც იქნება…
ვატო არველაძე პოლონურ „კორონაში“ გადავიდა. ტიტულებითა და ავტორიტეტით დიდი ვერაფერი გუნდია, თუმც 20 წლის ფეხბურთლისთვის, რომელსაც ფეხბურთის თამაშის ნიჭი გენებით მოსდგამს, პოლონეთის მერვეადგილოსან გუნდში წასვლა უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ. დანარჩენს უკვე, რა და როგორ იყო, როგორ დაშორდა ვატო არველაძე თბილისის „ლოკომოტივს“ თავად მისი საუბრიდან შეიტყობთ… – ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმც არაა გამორიცხული გარკვეული პერიოდი...
ლოკომოტივი ფავორიტებს დაერია…
XIII ტური უხვგოლიანი გამოდგა, ჯამში 15 გოლი გავიდა და მე-8 ტურის შედეგი გაიმეორა. რეკორდი კი ჯერჯერობით პირველ ტურს ეკუთვნის – 22 გოლი. ბევრი საინტერესო ამბავიც მოხდა. მაშ ასე: ისევ ვერ მოიგო „სამტრედიამ“. თუმცა მრისხანე მეტოქე კი ჰყავდა. „დინამომ“ წინა ტურში „ლოკომოტივთან“ წააგო, ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩა და ამჯერად ძნელი დასაჯერებელი იყო ქულები კიდევ დაეკარგა. „სამტრედიელთაგან“...
… როცა ერთი სკამიც საკმარისია
ძიუდოს ფედერაციაზე მინდოდა, დამეწერა. იმაზე, რაც ხდება და უფრო იმაზე, რაც არ ხდება. უკვე უსიამოვნოდ ნათქვამზეც და უსიამოვნოდ უთქმელზეც. სპორტის ამ სახეობაში ერთი უდიდესთაგანი რომაა ყველა მნიშვნელობით, ბოლომდე ვერაწონილი და ვერდაფასებული, იმ კაცს ინტერვიუზე შევუთანხმდი. მეპატიოს და თავად ვიუარე, რადგან რაზეც საუბარი იყო საჭირო, ძიუდოს ფარგლებს სცდება. ახლაც მხოლოდ გულს თუ მოვიფხანთ, თორემ, მეტი რაა?!...
ლამის ოცი წლის წინათ ოცი წლის წინანდელზე
მახსოვს, როგორ არა, დიდი ჯიუტი ძიაკაცი იყო. 1981 წლის 17 თუ 18 მაისი იდგა, მერვე კლასში ვიყავი და მეგონა, რომ თბილისის „დინამოს“ სამარადისოდ ეპყრა ადგილი ევროპულ ელიტაში. კიროვის პარკში შატალოზე ყოფნისას შევიარე და მერხზე ჩამომჯდარი ძიაკაცების გუნდის შორიახლოს გავჩერდი. იქ გვარიანი, ცეცხლოვანი კამათი მიმდინარეობდა: ერთნი აცხადებდნენ, „დინამო“ ევროპაში საუკეთესო გუნდია, ჩემპიონთა თასის ფინალში მყოფ „რეალსა“...
მკვლელები და რაკეტა
სულ ერთმანეთზე მცოდნე ხალხი იძახდა, კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტის“ და „ჰიუსტონის“ დაჯახება ამერიკული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე თვალსასეირო გამოდგებაო. ობიექტურად, „გოლდენ სტეიტი“ უფრო ძლიერია სტივ კარით, კევინ დურანტით და საერთოდ – მკვლელი ხუთეულით, რომელსაც ხანდახან უნდა მისცე ამოსუნთქვის საშუალება. მეორე მხარეს შეშლილი ჰარდენია, რომელიც 30 ქულას, ალბათ, გათოკილიც გადასცდება. ჰო, გვერდშიც ჯილა ბიჭები ჰყავს, მაგრამ მთავარი...









