სხვას ვერაფერს დაარქმევ, როცა ბუნდესლიგას დაარსების დღიდან უცვლელი ბინადარი დაემშვიდობება. ბუნდესლიგა კი, აგერ უკვე 55 წელია არსებობს, თუმცა მხოლოდ ბუნდესლიგა რატომ? 1919 წელს სამი ჰაბურგული გუნდის გაერთიანებით შექმნილი კლუბი მას შემდეგ სულ უმაღლესი ლიგის ბინადარი იყო. არადა, “ჰამბურგმა” გუშინ “გლადბახი” 2:1 დაამარცხა, ბოლო 6 ტურში მეოთხედ იმარჯვა და ეს ყველაფერი ამაოდ. მატჩის მსვლელობისას ტრიბუნაზე დამონტაჟებული...
კატეგორია: დავთარი
დინამომ საბურთალო გაუშვა, ლოკომოტივმა – აიშვა
„დინამოს“ თანაქალაქელებთან უჭირს. კახა კაჭარავას შეგირდებმა წლეულს სამი თამაში წააგეს და აქედან ორი დედაქალაქურ გუნდებთან. პირველად ლიდერ „საბურთალოსთან“ დამარცხდნენ ერთი თვის წინათ (0:1), ახლა კი ამავე ანგარიშით მებოლოვე „ლოკომოტივთან“ დაეცნენ, თანაც როგორ დღეს, თასების თასის მოგების 37-ე წლისთავზე. სათქმელია ისიც, რომ ამ საიბილეო დღეს დისკვალიფიკაციის გამო დინამომ უმაყურებლოდ ითამაშა. „ტორპედომ“ თუ ითხოვა, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს...
შენი ფეხბურთით გაზაფხულზე
ის ოთხშაბათი კი იყო მაგარი ოთხშაბათი და მას მოდევნებული მთელი კვირაც. ამინდებიც კარგი დაემთხვა. უკვე შუა მაისი იყო, ყვაოდა რაღაცეები, რაც მაშინდელ ქალაქში, მითუმეტეს პატარა ქუჩებზე, შეიმჩენოდა. ამიტომ, იდექი ქუჩაში, კარგ ამინდში და თუნდაც ფეხბურთზე და დინამოზე არ გელაპარაკა, მაინც ის იგულისხმებოდა, რომ კარგად და ხალისიანად დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვების და თასის გამო ხარ. იმ ფინალის...
ჩემი ცამეტმაისობა
აბა, რა ვთქვა და რა გავიხსენო 13 მაისზე ისეთი, ჩემზე უკეთ და ვარაყიანად სხვებს რომ ვერ უთქვამთ?! ათიოდე წლის ბიჭს „დინამოს“ ქომაგობის მესამე წელი თუ დამეთვლებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენები ყველაზე მაგრები არიან. რომ მოვიგეთ? მამა სამსახურში მორიგე იყო, დას ეძინა და „დინამოს“ მე და დედა ვქომაგობდით. ხომ მოვიგეთ?! პირველი ემოცია ხომ ამოვიღრიალეთ და ვინ...
მოლოდინი
ისედაც მაკარონს ვგავარ და ლურჯი ბუტილკა შარვალი, ალბათ, საერთოდ ვერმიშელს მამსგავსებს. ეს სკოლის ფორმაა, ოღონდ საბჭოთა წესებს ბოლომდე არ ვეჩაგვრინები და ფორმას, შარვალსა და პიჯაკს კი არ ვყიდულობ, ატელიეში ვაკერინებ. მოკლედ, როცა „რკინის ღობის“ გადაღმა „შლაქსებია“ მოდაში, ჩემი სკოლის ფორმაც „შლაქსია“, ხოლო, როცა იქ შარვლები ბუტილკდება, აქ ჩემსასაც იგივე მოსდის. ჩემი საყვარელი ატელიე სანაპიროზეა, ქორწინების...
ადგილი სულისთვის
ამ ორიოდ კვირის წინ ლონდონში, ერთ პატარა სტადიონზე თამაში იყო. შაბათ-კვირა თამაშების დღეებია ინგლისში და, ერთი რომ, უქმეებს დანატრული ხალხი დილიდანვე უბერავს საუბნო მინდვრებზე და მეორეც, მთელი ინგლისის ოთხივე პროფესიული ლიგა და უთვალავი სამოყვარულოც სწორედ უქმეებზე თამაშობენ – შაბათ დილიდან რომ გახურდება, კვირა საღამოს გათავდება. თუ გინდა, რომ ფეხბურთით იცოცხლო, სწორედაც რომ გამოწერილი დრო და...
საშინელი დროის საყვარელი ადგილი
ის დრო, როცა თბილისის „დინამო“ და საერთოდ ფეხბურთი სახალხო სიყვარულად უნდა გადაქცეულიყო, საშინელი დრო იყო. ეს იყო ყველაზე ცუდი დრო საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის უფროსად იყო ლავრენტი პავლოვიჩ ბერია, ხოლო თბილისის „დინამო“ უწყებრივად მიეკუთვნებოდა ლავრენტის საყვარელ უწყებას, შინსახკომს, ანუ „დინამო“ ჩეკას გუნდი იყო. სტადიონი რომ ააშენეს, შემთხვევითი არ იყო. სტადიონი იჭედებოდა. ფეხბურთი მთავარი თვალსასეირო რამ იყო....
დინამო იყო…
დინამო რა იყო, იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ თუ რა დრო იყო. სადღაც, მესამე კლასში თმა ისე მოვიზარდე, რომ ყურებზე ოდნავ გადმოვაყოფინე ბოლოები. გადმოვაპარე. მასწავლებელმა კატეგორიულად გამომიცხადა, რომ უნდა შემეჭრა, თორემ საქმე სასწავლო ნაწილის გამგემდე მივიდოდა. იმ საღამოს, უკვე გაკრეჭილმა, ეს ამბავი დედაჩემის ამხანაგთან მოვყევი. გადარჩენილხარო, მითხრა დედის ამხანაგმა, რომელიც ერთ-ერთი ინსტიტუტის ლექტორი იყო. ჩემი ორი...
დინამო იყო…
ჩემი რვასართულიანი კორპუსის კუთხეში გასტრონომი იყო – ახლა აღარ არის. გასტრონომის მხარეს აივნები გადმოდიოდა – ახლაც გადმოდის. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეზოს მხარეზე არ ვყვები, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ კორპუსს აქეთა მხარესაც ჰქონდა ფართობი, სადაც ბავშვები ფეხბურთს ვთამაშობდით. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით, ჩვენი უბნის სმის მოყვარული ძიები კი გასტრონომის წინ ლუდით პახმელიაზე გამოდიოდნენ....
დინამო იყო…
ამბობენ, თბილისის „დინამო“ ხალხს იმიტომ უყვარდა, რომ საქართველოს ნაკრები იყოო. ალბათ მართალია. მაშინ ნაკრები, აბა, როგორ გვეყოლებოდა და „დინამოს“ თამაშები შინაარსით ძალიან ჰგავდა სანაკრებოს. ყოველ წელიწადს, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, მრავალი საქართველო-რუსეთის მოწმენი ვხდებოდით, უბრალოდ, რუსეთს ჰქონდა სხვადასხვა სახე. იყო დაახლოებით ათი (ხუთი შინ და ხუთიც სტუმრად) საქართველო-უკრაინა, იყო საქართველო-სომხეთი, საქართველო-აზერბაიჯანი, საქართველო-ყაზახეთი… ძალიან თავისებური და ჩამთრევი...









