კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
13.05.1981
ჩანაწერი

13.05.1981

13 მაისი ახლოვდება, ვისთვის თარსი რიცხვი და ქართველებისთვის კი ყველა ჭრილობის სალბუნი. 1981 წლის 13 მაისის გახსენება ბოლო ათწლეულების ომებით, ტერაქტებით, სეკვესტრებით, ბანკის ვალებით, სპორტული უიღბლობით და ათასი სხვა მიზეზით შეკრულ ქართველის შუბლზე ნაოჭებს ასწორებს. ათი წლის იყავი მაშინ, ოცის თუ ორმოცდაათის, თერთმეტსართულიანის ბოლო სართულზე უჭიჭინებდი ტელევიზორს, თუ ბაბუაშენის ნაშენებ ოდა-სახლში, გიყვარდა ფეხბურთი თუ ისე...

შავ-თეთრი ფულის ამბავი
ჩანაწერი

შავ-თეთრი ფულის ამბავი

წელს, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო, კერძოდ ბათუმი, საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. გრანდიოზული ტურნირი, რომელშიც 180-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში გაიმართება. ბუნებრივია, ამგვარი ღონისძიებები ქვეყნის ცნობადობასთან ერთად ტურისტული პოტეციალის რეკლამასაც წაადგება. მაგრამ… ეს „მაგრამ“ მაშინვე გაჩნდა, როგორც კი ოლიმპიადის ორგანიზების პირველი დეტალები გასაჯაროვდა. შეკითხვები, საკმაოდ კატეგორიული ტონით, პარლამენტის სპორტისა...

დუბლი, რევანში, ავტოგოლი… ყველაფერი თბილისში
ჩანაწერი

დუბლი, რევანში, ავტოგოლი… ყველაფერი თბილისში

მეორე წრის პირველი ტური მშვიდობიანი გამოდგა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც… ამჯერად მოგლეჯილი სკამები ერთმანეთისთვის აღარავის უსვრია, ხოლო ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დამთავრდა. მორიგი გამარჯვება მიითვალეს ლიდერებმა – „საბურთალომ“ და „დინამომ“. საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ „სიონთან“ დუბლი შეასრულა, თანაც ამისათვის სულ ექვწუთიანი მონაკვეთი დასჭირდა. ეს მეათე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი „რუსთავთან“ პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღო....

ბურთი, როგორც ღვთაება
ჩანაწერი

ბურთი, როგორც ღვთაება

სესარ მენოტის გამონათქვამები რომ ჩაათვალიეროთ, ნახავთ, რომ ყველაზე საინტერესონი დღევანდელ ფეხბურთს კიდეც ერგება და არც ერგება, მაგრამ მათში საინტერესო ნამდვილად ბევრია. ასეთია, მხცოვანი მწვრთენლის აზრი ხოსეპ გვარდიოლას შესახებაც: გვარდიოლა ფეხბურთის ნამდვილი რეოვლუციონერი და ჩე გევარააო. რევოლუციონერის წესი ასეა, რომ ის ან იგებს, ან აგებს და იღუპება, მაგრამ დიდი ცვლილების გზას კი არ გადავაო. მენოტის აზრით,...

ლივერპულის დისკვალიფიკაცია და პლატინის უსინდისო ზეიმი
ჩანაწერი

ლივერპულის დისკვალიფიკაცია და პლატინის უსინდისო ზეიმი

ყველაზე საშინელი საფეხბურთო ისტორია 1985 წლით თარიღდება. მაშინ „იუვენტუსმა” პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი და „ლივერპულს“ იგივეს მეხუთედ გაკეთება არ დაანება. ერთადერთი გოლი პენალტიდან მიშელ პლატინიმ გაიტანა. ბრიუსელის სტადიონ „ეიზელზე“ ტრაგედია უკვე ორი საათის მომხდარი იყო. პლატინი და მისი თანაგუნდელები იტალიაშიც კი კრიტიკით დაცხრილეს გამარჯვების მეტისმეტად ემოციურად აღნიშვნის გამო. „ჩვენ შური ვიძიეთ ჩვენი გარდაცვლილი ქომაგების გამო“...

აურზაური გორში, გვალვა ტურში
ჩანაწერი

აურზაური გორში, გვალვა ტურში

მე-9 ტურით ეროვნული ლიგის პირველი წრე დამთავრდა. გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა „სამტრედია“ გიორგი დიასამიძის გოლით დაამარცხეს და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნეს. დაკარგული ცოტა გადაჭარბებული სიტყვაა, საბურთალოელებს თანაქალქელ „დინამოსთან“ ერთად თანაბარი ქულები მოეგროვებინათ და მხოლოდ ნაკლები გატანილი ბურთების უარესი ბალანსის გამო ჩამორჩებოდნენ. პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატს მართლაც ღირსეული ლიდერი ჰყავს. ისინი ხომ ცხრიდან...

ვინ არის კონკია?
ჩანაწერი

ვინ არის კონკია?

– ბილ, ნახე, როგორ გვამკობენ? ევროელიტის კონკიაო. – მაგათთვის უარესი ბობ. მაგათ რა იციან ნამდვილი ფეხბურთის მუღამი. აი, ია იყო ბურთაობა, ჩვენ რომ გვიყვარდა… – მარტო მე და შენ რამდენჯერ გავაჩემპიონეთ „ლივერპული“? – თერთმეტჯერ და ჩვენს გარდა ხომ შვიდი სხვა საჩემპიონო ტიტულიც იყო. – ჩემპიონთა ლიგით გვაოცებენ. ეტყობა, საკლუბო მუზეუმში არ შეუვლიათ. 5 ჩემპიონთა თასი,...

ვის დარჩება კიევი?
ჩანაწერი

ვის დარჩება კიევი?

სეზონის მატჩი… ან ჩემპიონთა, ლიგის ნაადრევი ფინალი… არა, სჯობს მარტივად – დიდი მატჩი… დღეს, მადრიდის „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ ევროპის უდიდესი გუნდები კიევური ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. „რეალი“-„ბაიერნს“ მიიღებს და იმ უპერატესობის შენარჩუნებას ეცდება, რაც გუნდმა მიუნხენში მიიღო. გერმანიაში დაწინაურებულ მასპინძლებს ესპანელებმა მერე ორი გოლი გაუტანეს და იმარჯვეს კიდეც… გავიხსენოთ: შარშანდელ გაზაფხულზეც ასეთი ვითარება იყო, ოღონდ მეოთხედფინალი. რეალმა...

წაგების ხიბლი კარდიფის ნაბახუსევზე
ჩანაწერი

წაგების ხიბლი კარდიფის ნაბახუსევზე

ტურინში ჩასულს, ამინდიც ისეთივე არაპროგნოზირებადი და ცვალებადი დამხვდა, როგორიც თავად ,,ბებერი ქალბატონია“. წვიმა, მზე, წვიმა, მზე… ყვითელი ველოსიპედები. ისტორია, ინდუსტრია, კულტურა, არქიტექტურა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია. ყველაზე დიდი ღისრშესანიშნაობა და ტაძარი ჩემთვის „იუვენტუსის“ სტადიონია. ტრანსპორტზე უარს ვამბობ. სასტუმროდან საათის გზაა. სტადიონზე რამდენიმე საათით ადრე მივედი. მთელი დღე კარდიფის ფინალზე ვფიქრობ (რეალი-იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგის...

FINIESTA
ჩანაწერი

FINIESTA

ანდრეს ინიესტა კენტი კურცხალით დაემშვიდობა „ბარსას“. იმ ერთმა ცრემლმა ბიჭობა და კაცობა, მოგება და წაგება, ტიტულები, იმედგაცრუებები და ის ლეგენდა ბიჭებიც დაიტია, მასთან ერთად ჯერ კიდევ სარეკლამო ბიზნესზე სულარმიყიდული „ბარსელონას“ მაისურით რომ გადიოდნენ მოედანზე. ინიესტა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა, ასეთი თავმდაბალი რომ არ ყოფილიყოო… ასე გუნდური მოთამაშე რომ არ ყოფილიყოო… თანამედროვე ფეხბურთის უკანასკნელი ჯენტლმენი რომ...