დღეს პირზე ყველას მუჰამედ სალაჰი აწერია. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე აღიარებული ეგვიპტელი, ბუნებრივია, ოქროს ბურთზეც ოცნებობს, თუმცა საამისოდ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით უნდა იასპარეზოს. მესისგან განსხვავებით, მას ჩემპიონობას არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეჯგუფში… ჰოდა, ეგვიპტელთა მეტოქე რუსეთის ნაკრების ბანაკში პანიკაა. როგორ შეაჩერონ სალაჰი? ჟურნალისტებმა აზრი სსრკ-ის ორგზის საუკეთესო მეკარე ანზორ კავაზაშვილს სთხოვეს. მანაც ალალად უპასუხა: „ერთი ვარიანტია...
კატეგორია: დავთარი
დინამო საბურთალოს გვერდში ამოუდგა
თბილისის „დინამომ“ შინ ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და პირველად გალიდერდა ახალ სეზონში. მანამდე, ექვსი ტურის განმავლობაში, სატურნირო ცხრილს „საბურთალო“ ედგა სათავეში. თუმცა, უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ მერვე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა. „დინამოს“ და „საბურთალოს“ ყველა მონაცემი თანაბარი აქვთ, ეგ არის, დინამოელებს ჯამში ორი ბურთით მეტი გაუტანიათ. დინამოელთაგან დუბლით კაპიტანი კიტეიშვილი გამოირჩა....
საქართველოს შვიდი სირცხვილი
შვიდი იმიტომ, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა. ათი არა იმიტომ, რომ კატასტროფული შედეგი არამც და არამც არ არის პერსონალურად რომელიმე ძიუდოისტის ბრალი. არადა, თელ-ავივში საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა… არადა, ამ ტურნირისთვის მზადების საბაბით, ჩვენმა პირველმა ნომრებმა თბილისის გრან-პრი გამოტოვეს… არადა, ჩვენი გუნდის წევრების ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ოქროები მთელ კონტინენტს ეყოფოდა… რა...
ევროპის ნასუფრალი
არასოდეს მიყვარდა ევროპის ლიგის გათამაშება. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა უეფას თასის მიმართაც. ახლა არ მკითხოთ, „დინამომ“ რომ მოიგო, ის თასების მფლობელთა თასიო?! თასების თასზე თასის მომგებები მაინც თამაშობდნენ და უეფას თასზე? წარმატებულები, მაგრები, მაგრამ არა პირველები… როცა ეს სტრიქონები იწერება, პირველი ნახევარფინალები ევროპის ლიგაში ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მონაწილენი თავად აღიარებენ, რომ ამ ტურნირის მოგება პირველ...
ჰიტლერის ინსტინქტით
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურმა მატჩებმა ჩრდილში მოაქცია ევროპალიგის დღევანდელი დაპირისპირებები მაგრამ, რასაკვირველია, ინტერესი მაინც დიდია. ფინალამდე აქაც ერთი ნაბიჯი რჩებათ გუნდებს. გამორჩეული წყვილი კი ინგლისურ-ესპანურია. „არსენალი“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება „ატლეტიკოს“, რაკიღა, ლონდონელთათვის ფრიად ძვირფასი რამ დევს სასწორზე – ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელსაც ევროპალიგის გამარჯვებული დაიბევებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს გუნდები ევროსარბიელზე ერთმანეთს არასდროს გადაყრიან. მეთოფეები საკადრო...
რატომ ვერ ირეალა ბაიერნმა?
წუხელ, სეზონში პირველად, მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ “ალიანც არენაზე” დამარცხდა. ეს არ იყო ერთი კონკრეტული გუნდის მარცხი მეორე კონკრეტულ გუნდთან. ეს ხომ ორი საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება იყო. არადა, მესამე არ არსებობს. რაში მდგომარეობს “ბაიერნის” სიძლიერე? ტაქტიკურ განსწავლულობაში, მოედნის სივრცის იდეალურად ათვისებაში და მეტოქისთვის ბურთზე თავისუფალი კონტროლის შეზღუდვაში. ამ ფეხბურთს ფუნქციონალურად სულ სხვა შემსრულებლები სჭირდება, ორთაბრძოლებში უკან...
გოლთაცვენის მოლოდინი
დღეს დიდი მატჩია. მიუნხენის „ალიანც არენა“ ჩემპიონთა ლიგის „ბაიერნი“- „რეალის“ ნახევარფინალის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს. მიუნხენელთა დამრიგებელ იუპ ჰაინკესს ზუსტად 20 წლის წინ „რეალთან“ ერთად აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, თუმცა მაშინ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი არ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს. ჰაინკესმა ლიგა ხუთი წლის წინ „ბაიერნთან“ ერთადაც მოიგო და უარს არ იქნება, კარიერის მიწურულს მესამედაც აღმართოს „დიდყურა ვერცხლის...
პეპ გვარდიოლა: მხოლოდ ბრეშა და მხოლოდ უხელფასოდ
აპრილში პეპ გვარდიოლა შეიქნა პირველი ესპანელი, ვინც მწვრთნელის რანგში ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვა. მანამდე პეპს ესპანეთის და გერმანიის საფეხბურთო მწვერვალებიც ჰქონდა დაპყრობილი. ევროპის ტოპ-5 პირველობიდან მის კოლექციას იტალიური და ფრანგული ოქროები აკლია. ლოგიკურად, თუკი პეპი გარემოს შეცვლას გადაწყვეტს, შემდეგი გაჩერება იტალიური სერია A იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გვარდიოლამ მშვენივრად იცის, რომ იტალიაში აღმერთებენ. ფეხბურთელის...
მგლები ენფილდზე
დღეს ლივერპული-რომაა, ლივერპულის „ენფილდ როუდზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. არც ერთი ამ გუნდთაგანი მეოთხედფინალურ ეტაპზე ფავორიტად არ ითვლებოდა, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ „ლივერპულმა“ ან „რომამ“ ნახევარფინალი არ დაიმსახურეს. „სიტის“ და „ბარსელონას“ ბრმა გამართლების წყალობით ნამდვილად ვერ დაამარცხებ. დღევანდელმა მეტოქეებმა წინა ეტაპზე შედეგიანობით მოაჯადოვეს ქომაგები, მაგრამ დღეს თავქუდმოგლეჯილი შეტევების მოლოდინი არ უნდა...
მადლობა ნაპოლის, ფეხბურთი ცოცხალია!
არის მატჩები, რომელთა კომენტირება მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაა უპრიანი. ტურინის „ალიანც სტედიუმზე“ გუშინ ერთი ასეთ მატჩთაგანი შედგა. „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას შესაფერისი პრელუდიაც ჰქონდა. სტადიონისკენ მიმავალ „ნაპოლის“ ავტობუსს „იუვეს“ ფანები შემოეხვნენ და მიალანძღეს, პასუხად კი სტუმართა დამრიგებლის, მაურიციო სარის ზეაღმართული შუათითი მიიღეს. „ჩვენს ავტობუსს აფურთხებდნენ იმის გამო რომ ნეაპოლელები ვართ. ჩემი პასუხი მოხულიგნო ჯგუფს...









