კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
შამპანურივით ჰოკეი
ჩანაწერი

შამპანურივით ჰოკეი

ბოლოსწინა ტურში სამხრეთ აფრიკელთაგან განცდილი – რამდენადაც მოულოდნელი, იმდენადვე დასანანი – მარცხის შემდეგ მეორე დივიზიონში აღზევებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა კითხვას ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებელი პასუხები ტაივანთან გადამწყვეტი მატჩის პირველსავე მესამედში გასცეს, როცა მეტოქის ერთი შაიბის წილ ერთბაშად ხუთი გოლი გაიტანეს. ქართველთა მთავარმექულე ალექსანდრ ჟუჟუნაშვილმა, რომლის ანგარიშზეც ამ მატჩამდე 6 გოლი და 8 საგოლე პასი იყო, მეტოქის...

პრივატ-დოცენტი
ჩანაწერი

პრივატ-დოცენტი

ეს კაცი ჰგავს სორბონელ ფილოლოგიის პროფესორს, რომელსაც ცოლი გაექცა. ეს კაცი ჰგავს 60-იანი წლების ინტელექტუალს, ოდესღაც პარიზელ სტუდენტებს რომ უჭერდა მხარს. აბა, ეს კაცი მწვრთნელს ჰგავს? მწვრთნელს ჰგვანან: ტრაპატონი, კაპელო, იგლესიასი, პარეირა, ვენეიბლზი, რეჰაგელი და სხვები. ჰგვანან და არიან კიდეც. ნახეთ, რა ჯანიანი და ზორბა კაცები ჩამოთვალე? არსენ ვენგერი კი, ამათ კომპანიაში მართლა არ ჰგავს...

ამბავი მეთოფეთა გამარჯვებისა
ჩანაწერი

ამბავი მეთოფეთა გამარჯვებისა

ლონდონის „არსენალმა“ მეთერთმეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა და ახლოა იმასთან, რომ საქვეყნო დუბლიც გაახერხოს, რახან მომავალ შაბათს ასოციაციის თასის ფინალში თამაშიც უწევს. უკანასკნელად დუბლი „არსენალმა“ ოცდაშვიდი წლის წინათ მოიგო, ჩემპიონობა კი შვიდი წლის წინათ. ამ შვიდ წელიწადში ინგლისს სულ სამი ჩემპიონი ჰყავდა: „ლიდსი“, „ბლექბერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც წინ ფრანგი ერიკ კანტონა მიუძღვოდა. სწორედ კანტონა იყო...

მოხუცი
ჩანაწერი

მოხუცი

პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა – „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს. ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად, სამუშაოდ კიდევ წელიწადზე მეტი რჩებოდა. მით უმეტეს, უცნაურია ასეთი განცხადება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი ევროპალიგის...

როცა ჯიგარი ხარ!
ჩანაწერი

როცა ჯიგარი ხარ!

აუ, რა გამახსენდა. იქნება ასე, ათი-თორმეტი წლის წინანდელი ამბავი. საქართველოს თასის მერომელიღაცედფინალი იყო, ერთი გუნდი მეორეს ძალიან სჯობდა. გაუტანა ერთი, გაუტანა მეორე, გაუტანა მესამე… პირველ ტაიმში ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, გაუტანა მეოთხეც. დაუტყაპუნეს თანაგუნდელებმა გოლის ავტორს ბეჭებზე ხელი. გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და უცებ მესმის: — არა უშავს, ბიჭებო! არა უშავს! ე! მეხამუშა. კარგად დავაკვირდი. აშკარად...

თვითმკვლელი ტალანტი
ჩანაწერი

თვითმკვლელი ტალანტი

ნებით იყო თუ უნებლიედ, ამ პატარა წერილის წერისას ის ქართველი ბიჭები გამახსენდნენ, დროის და ვითარების, უხიაგი ხასიათის თუ ცუდი მრჩევლების გამო ვეებერთელა ტალანტი წლებს რომ გაატანეს. ყველას ჩვენი ვერშემდგარი გენიოსი გვტკივა და თურმე, ფრანგებსაც ჰყოლიათ. რაღა თურმე – 2004 წლის U17 ევროპის ჩემპიონატზე ხატემ ბენ არფამ მთელი მსოფლიოს გასაგონად დაიქუხა. ბენზემას, ნასრის და მენეზის თაობაში...

ქართული ფეხბურთის პამპერსი
ჩანაწერი

ქართული ფეხბურთის პამპერსი

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგი და დადებითი ემოციები გვაჩუქა. ამის მიუხედავად, ძალაში დარჩა რამდენიმე კითხვა, რაზეც პასუხმაც ხარისხობრივად სხვა დონეზე უნდა აიყვანოს ჩვენი ფეხბურთი. რამდენ ფეხბურთელს უხმო ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ჩემპიონატიდან? ერთს! ვაისი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენს საფეხბურთო სამზარეულოს და ეს საქართველოს პირველობისთვის გამოტანილ განაჩენს ჰგავს. მეორე მხრივ, ვერც ჩვენი კლუბების...

საქართველო აფრიკულ ყინულზე
ჩანაწერი

საქართველო აფრიკულ ყინულზე

ყინულის ჰოკეი, საზოგადოდ, დიდებული თამაშია, ხოლო ბოლო წლების მანძილზე, რაც რომ მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში ჩვენი ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ვადევნებ თვალ-ყურს – და, არ დაგიმალავთ, ყოველ მომდევნო ჯერზე სულ უფრო მოუთმენლად ველი ამ კვირეულის დადგომას – ნელ-ნელა იმის განცდა მეუფლება, რომ ჰოკეი ჩვენი თამაშიცაა, ან, თუ გნებავთ, ჰოკეიც ჩვენი თამაშია! საბედნიეროდ, საქართველოში არის ხალხი, ვინც...

ჯერ ბაიერნი, სიტი, პსჟ,…
ჩანაწერი

ჯერ ბაიერნი, სიტი, პსჟ,…

წინა უქმეებზე ბებერი კონტინენტის დიდ საფეხბურთო ქვეყნებში ჩემპიონები გამოვლინდნენ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან დასრულებამდე რამდენიმე ტურია დარჩენილი… მართალია იტალიასა და ესპანეთში ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ არც ის დღეა შორს, როცა ლიდერები მორიგ ტიტულს ამ ქვეყნებშიც იზეიმებენ. მაშ ასე: გერმანია – ბაიერნი მიუნხენის „ბაიერნის“ ბუნდესლიგაში პირველობა რამდენიმე ტურით ადრე კი არა,...

კვირა ბრწყინვალე, ტური – უარესი
ჩანაწერი

კვირა ბრწყინვალე, ტური – უარესი

აღდგომისშემდგომი ბრწყინვალე შვიდეულის კვირა ერთობ გოლმწირი აღმოჩნდა ეროვნულ ლიგაში. ხუთ მატჩში სულ 7 გოლი გავიდა, რაც უარესი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში. ამ მხრივ „ლიდერად“ ისევ პირველი ტური რჩება, როცა მეტოქეებმა ერთმანეთს 22-ჯერ გაუტანეს. მე-6 ტური პარასკევს დაიწყო და კვირას დამთავრდა. უპირატესობა სტუმრებისა იყო – მათ ხუთიდან 3 შეხვედრა მოიგეს და ერთი მატჩი ფრედ დაამთვრეს. მასპინძელთგან მხოლოდ...