„სიტი“ პრემიერლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გახდა ინგლისის ჩემპიონი. „ქალაქელთა“ მიღწევებს კიდევ მივუბრუნდებით, მანამ კი მათი დამრიგებლის შესახებ ვთქვათ. არიან ადამიანები, რომლებიც ბედისწერის, ნიჭის თუ შრომისმოყვარეობის (ან სამივე ერთად) ხარჯზე მუდმივად გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი. როგორც ჩანს, ხოსეპ გვარდიოლა ერთ-ერთი ამათგანია. ან სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო, როცა საფეხბურთო კარიერა ესპანეთის ჩემპიონობით და ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ოქროს...
კატეგორია: დავთარი
ა, ძმაო, კაცი!
ა, ძმაო, კაცი! “რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მყავს მხედველობაში. ისე, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი და ჩემს გუნდს 1:4 მარცხის შემდეგ “ბარსელონა” 3:0 დაემცირებინა, თავადაც ვერ მოვთოკავდი ემოციას. შეგახსენებთ: ფეერიული გამარჯვების შემდეგ სინიორ პალოტა ფანებს შეუერთდა პიაცა-დელ-პოპოლოზე (სახალხო მოედანი) და შადრევნის აუზში გადაეშვა. მეორე დღეს “რომას” პრეზიდენტი დედაქალაქის მერს – ვირჯინია რაჯის შეხვდა. ჯეიმსს საზოგადოებრივი წესრიგის...
გოლზე წვდომის განხორციელება გლობალური ფილოსოფიური ტიჯანიზმით
„თამაშის მოსაგებად უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოთ, ვიდრე გაუშვებთ – ვუთხარი ერთხელ ვენგერს – რადგან დაცვა არ გივარგათ, 1-2 გოლს ყოველთვის უშვებთ და ამ შემთხვევაში მოსაგებად ორი-სამის გატანა გჭირდებათ. რამდენ მატჩში გაიტანეთ ორი და მეტი გოლი სეზონის განმავლობაში? ვერ გაიტანეთ იმდენში, რაც საკმარისი იქნებოდა პრემიერლიგის მოსაგებად “ – ასე უპასუხა „კრედიტ სუის“-ის ფინანსური ჯგუფის აღმასრულებელმა...
რა შუაშია რუსეთი და რეალი – იუვენტუსი?
33 წლის მაიკლ ოლივერის სახელი წუხანდელი მადრიდული დავიდარაბის შემდეგ უკვე ფეხბურთის ყველა ქომაგმა იცის. ბრიტანელმა არბიტრმა „რეალი“ – „იუვენტუსის“ საპასუხო მეოთხედფინალის დამატებულ წუთებზე ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და ამით, მინიმუმ ნახევარი ევროპა გადაიკიდა. ერთი კვირის წინათ, პირველ რაუნდში საშინაო 0:3-ის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, სამბურთიანი დეფიციტი გაანულეს და ის იყო, დამატებითი დრო უნდა...
მადრიდს სასწაულის არ სჯერა… ალეგრის სჯერა
ნეიტრალური ქომაგი ყველაზე უფრო რეალი – იუვენტუსის წყვილისგან მოელოდა დაძაბულ ჭიდილს, მაგრამ რონალდუს დუბლმა და მარსელოს „დაშლა-არმოშლისამ” ინტრიგა ტურინშივე ჩაკლა. გუშინ კი გავხდით ერთი სასწაულის მომსწრე. ისიც იტალიელთა შესრულებით, ოღონდ „რომამ“ ეს საკუთარ „ოლიმპიკოზე“ მოახერხა. იგივეს გაკეთება სტუმრად – გადავსებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი სასწაულის ჩარჩოებსაც ცდება. „რეალს“ კაპიტანი სერხიო რამოსი არ ეყოლება და დაცვაში ალბათ...
გვარდიოლა: იდეალურად უნდა ვითამაშოთ!
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შემდეგ ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ „ლივერპულს“ შეეძლო სერიოზული თავსატეხის გაჩენა „სიტისთვის“, თუმცა ფავორიტად მაინც მანჩესტერელები მიიჩნეოდნენ. ბოლოს და ბოლოს, „სიტი“ ფაქტობრივად უკვე ინგლისის ჩემპიონია და რომ არა გასულ ტურში „მანჩესტერთან“ განიავებული ორბურთიანი ჰანდიკაპი, დღეს გაცილებით უკეთეს ხასიათზე იქნებოდა. დღევანდელი მატჩის წინ გვარდიოლამ დე ბრუინი დაასვენა და „მანჩესტერთან“ მატჩში მხოლოდ 72-ე...
ამ საღამოს ამბავი
იძახე და წერე შენ, ვადაგასული მაურინიოო, გააქანა და მიარტყა კბილებში. განა მარტო შენ, მოთავდა მაგისი დიდი საქმეებიო, გადაჭრელებულია ბოლო თვეებია გაზეთები. ეგებ მართლა მოთავდა, მაგრამ ესეც ხომ ცნობილია, მაურინიო ისე არ წაიქცევა, რაღაცეები ვერ ზიდოს. სხვა საკითხია, რომ, მისთვის რაღაცეების ზიდვა მნიშვნელოვანი არ არის და მხოლოდ განსაკუთრებულსა და დიად რამეებს ცნობს. და მაინც, რარიგ გაიხარა,...
გიჟების ბანდა
„ლივერპული“ – „სიტის“ სალიგო დაპირისპირებამ სრულად გაამართლა მოლოდინი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ლივერპულელები მიმდინარე სეზონში ისედაც ყველას აოცებდნენ „გიჟურად“ მონათლული ფეხბურთით. რაში მდგომარეობს იურგენ კლოპის წარმატების საიდუმლო? რაც უნდა გასაკვირი იყოს, გერმანელის ხელში გუნდის თამაში გაცილებით ლაღი და შემოქმედებითი გახდა. ეს სულაც არაა თავის ნებაზე მიშვებულ ინდივიდუალისტთა კრებული. კლოპმა ზედმიწევნით იცის ყველა შეგირდის შესაძლებლობები და თავისუფლებაც...
კვირაცხოვლობამდე
ეროვნული ლიგის მე-5 ტური უხვგოლიანი ვერ გამოდგა. ჯამში მეტოქეებმა ერთმანეთს 12 ბურთი გაუტანეს. ნაკლები მხოლოდ მე-3 ტურში გავიდა (11). „ლიდერად“ კი 22 გოლიანი საწყისი ტური რჩება. პირველად წააგო ლიდერმა, „საბურთალომ“. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს აქამდე ოთხივე მატჩი მოეგოთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. მათი დამმარცხებელი „ლოკომოტივი“ კი ბოლო ადგილზე იდგა ერთადერთი ფრით და კინკილა ქულით. რკინიგზელმა...
კლუბის შარფი გაქვს – წამოიღე! თუ დროშა გაქვს – წამოიღე! თუ ბანერი გაქვს – წამოიღე! თუ არაფერი გაქვს – მე მოგცემ…
ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი საღამო აშკარად სტუმრების იყო. „რეალს“ და „ბაიერნს“ სასწაული თუ შეუშლის ხელს მომდევნო ეტაპზე გასვლაში. დღევანდელი ინტრიგა არანაკლებია. „ბარსელონა“ თავისი ჯადო-ბიჭით წელს სასწაულებს სჩადის. დასტურად ბოლო შეხვედრაც კმარა, თუმცა „რომას“ ნაადრევად ნუ ჩამოწერთ. კლასიკური იტალიური ფეხბურთი ძნელად გასავლელი და ჯაჯგურა დაცვით ფავორიტებს არ ცნობს. ერნესტო ვალვერდე, ბარსელონას მწვრთნელი: „რომაელებმა ჯგუფში კარგად ითამაშეს, რაც გასაკვირი...








