კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
როგორ გაუხეთქა ფერგიუსონმა ბექემს წარბი
ჩანაწერი

როგორ გაუხეთქა ფერგიუსონმა ბექემს წარბი

ლეგენდარულმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა, ძველი დრო გაიხსენა, როდესაც ის „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა. ეს იყო 2002-04 წლებში. 2003 წელს კი „ოლდ ტრეფორდზე” კრიშტიანუ რონალდუ მივიდა. როგორ ახსენდება ფორლანს რონალდუ? როგორც საშინლად პრანჭია კაცი. 40 წლის ვტერანი იგონებს: „ის პირწავარდნილი ეგოცენტრისტი იყო. გაცილებით დიდი ეგოცენტრისტი, ვიდრე დევიდ ბექემი. ბექემი ხშირად ბუნებრივად იქცეოდა, ის კი არასდროს. გვინახავს...

ლემპარდის ხათრით
ჩანაწერი

ლემპარდის ხათრით

საერთოდ, ინგლისელი ფეხბურთელები ნაკლებად მიყვარს. ერთადერთი, ვისი თამაშიც მომწონდა და პიროვნულადაც მესიმპატიურება ფრენკ ლემპარდია. ტექნიკა, ინტელექტი, უამრავი გოლი – ეს მისი დამახასიათებელი ნიშნებია. ამ კაცის ხათრით ,,დერბის“ თამაშებს ვუყურებდი, მაინტერესებს ეს ჭკვიანი ბიჭი რამდენად დიდი მწვრთნელი გახდება. ერთი რამ ცხადია, უნდო „ჩელსიში“ ლემპარდს ძალიან დიდი ნდობის ლიმიტი ექნება. საერთოდ, მგონია, რომ ამ კლუბში მასზე უფრო...

818 დღე
ჩანაწერი

818 დღე

„რეალმა” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო — ვიგოში „სელტას” 3:1 მოუგო. მადრიდელთა გარშემო ბოლოხანს ამტყდარი ხმაურის გამო ამ გამარჯვებამ იმაზე მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე სხვა დროს მიიპყრობდა. მოგეხსენებათ, წინა დღეს, „რეალის” მთავარმა მოქიშპემ, „ბარსელონამ”, ბილბაოში წააგო (0:1), რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის პირველი ტურის მერე „ლოს ბლანკოსი” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში „ბლაუგრანაზე” წინ არის. თურმე ნუ...

ბათუმი ისევ თავშია…
ჩანაწერი

ბათუმი ისევ თავშია…

პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი. პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა. „ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა,...

საქართველო: რაგბის მომავალი სუპერძალა
ჩანაწერი

საქართველო: რაგბის მომავალი სუპერძალა

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ საქართველოს და კერძოდ ქართული რაგბის განვითარების ისტირიას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა – „Georgia: Rugby’s Next Superpower. Episode One“. სახელწოდებაშივეა ჩაქსოვილი ის პატივისცემა, რომლითაც ქართული რაგბი დღეს მთელ მსოფლიოში სარგებლობს. ფილმში შეხვდებით ბორჯთალოსანთა ექსკაპიტან მამუკა გორგოძეს, ნაკრების ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებს – კლოდ სორელსა და მილტონ ჰეიგს, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს და...

ქართული ფეხბურთის შემოდგომის ზაფხული
ჩანაწერი

ქართული ფეხბურთის შემოდგომის ზაფხული

ქართული ფეხბურთის შემოდგომა ისევ ზაფხულში დადგა. ისღა დაგვრჩენია, ევროასპარეზზე ლუქსემბურგელების, სომხების, ლიეტუვოელების, ლატვიელების, კვიპროსელების კალიბრითთა სწორთა მათთა ვაჟკაცობა ვაშუქოთ. მიზეზის პოვნას რა უნდა? ქუთათურებს პრობლემები მიეძალათ,თბილისელებს და საჩხერელელებს წილისყრამ ძლერი მეტოქეები არგუნა, „საბურთალომ“ კი სამივე საშინაო წააგო. ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია თავი მოიწონოს, რომ ასეთი კოეფიციენტი კარგა ხანია, არ გვქონია. არითმეტიკაში ვერ მიედავები – მართლა ეგრეა,...

მოითმინეთ ხანდახან…
ჩანაწერი

მოითმინეთ ხანდახან…

გიორგი დევდარიანს იმ დროიდან ვიცნობ, მისი „კლიჩკა”„ცქიფო“ გვარში რომ ერეოდათ და მუდმივავად აპროტესტესებდა, არ ვარ ცქიფურიშვილიო. თბილისის „თბილისში“ ავანტურისტი ლუის ცაკარიასი შეცვალა და ისეთი გუნდი დააყენა… მე ხომ ვიცი, რომ ღამეებს ათენებდა. მაშინ გუნდზე და საკუთარ თავზე ერთად მუშაობდა. მერე როგორ დაიქუხა? შერეკილი პაჭელო, მეორე ნუგზარიჩი, ხოჯავა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კაკო დევაძე… ვკითხე, მიშა მესხი...

თვითმკვლელობა ტრავმის გამო
ჩანაწერი

თვითმკვლელობა ტრავმის გამო

სპორტში აბა ტრავმები რა გასაკვირი ამბავია, მაგრამ რაც 20 წლის უელსელ ფეხბურთელს დაემართა, უფრო სწორად საკუთარ თავს დამართა, ვეჭვობთ ანალოგი ჰქონდეს. ჯოელ დარლინქტონი უელსური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მან თამაში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მოასწრო, ეროვნულის მაისურაც დროის ამბავი იყო, მოულოდნელად რომ … ჯოელ დარლინქტონმა თავი მოიკლა. ბოლო 2 წელი მას...

მანჩესტერელთა ახალი ყოჩი
ჩანაწერი

მანჩესტერელთა ახალი ყოჩი

სულ ორი კვირაა, რაც ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. კლუბის თანამშრომლებმა ინგლისელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მოედანს მიღმა, ასე ვთქვათ, გასახდელში, 80 მილიონ გირვანქად ნაყიდ მცველს უკვე გვარიანი ავტორიტეტი და გავლენა აქვს. 26 წლის მაგუაირი და მისი ახალი გუნდი (რომლის საშუალო ასაკი 24 წელია), პრემირლიგის პირველ ტურში, „ჩელსისთან”, დაფრინავდა მოედანზე....

ადრიანი
ჩანაწერი

ადრიანი

ვინ არის ადრიანი? ალბათ, ფეხბურთის გულშემატკივრების უმეტესობა უპასუხებს, რომ ეს არის მეკარე, ვისაც ალისონის ტრავმის გამო სუპერთასის მატჩში მონაწილეობა მიღება მოუწია და გაუმართლა, როცა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მე კი ვიტყვი – იმედი. ადრიანი არის ოცნება, რომ „რიგითი რაიანი“ შეიძლება გმირად იქცეს. შესაძლოა, ეს მის კარიერაში ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყოს, თუმცა წინა 32 წლიანი გამოცდილება ამ...