კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
როცა უფსკრულს ფსკერიც არა აქვს
ჩანაწერი

როცა უფსკრულს ფსკერიც არა აქვს

კავკასიის ერთ პატარა ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვარდათ. იმ დროს ხალხი სტადიონზეც დადიოდა, თაობები კი ერთმანეთზე უკეთესები მოდიოდნენ. ჯერ იყო და, ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა მოედანზე დიდ საქმეებს ატრიალებდნენ. მერე იყო მცირე ჩავარდნა, თუმცა ბასა ღოღობერიძე პატარა ქვეყნის სინდისს ერთ ბეწო ხინჯს არ აკარებდა. შემდეგ მოვიდნენ ოქროს ბიჭები, მიშა მესხის თაოსნობით, გუნდში ქართულის ძალიან ცუდად...

სანჩესმა რომა ჩაშალა
ჩანაწერი

სანჩესმა რომა ჩაშალა

30 წლის ალექსის სანჩესმა ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” უხმაუროდ წასვლაზე უარი თქვა. ჩილელმა თავდამსხმელმა, რომელსაც „ოლდ ტრეფორდზე” კვირაში 505 000 გირვანქას უხდიან, „რომაში” მისი გადაბარგების პროცესი შეაჩერა. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ოლე გუნარ სულშერს სანჩესი აღარ სჭირდება. ნორვეგიელმა მწვრთნელმა გარკვევით თქვა, რომ უმალ მარკუს რეშფორდს, ანტონი მარსიალსა და მეისონ გრინვუდს ათამაშებს, ვიდრე სანჩესს. „რომა” კი...

ბედნიერი
ჩანაწერი

ბედნიერი

სტამბოლში სამსაათნახევრის დაგვიანებით ჩავედით. მიზეზი არ დაილია, ჯერ იყო და მავანმა, ერთ-ერთი ბოლო მოდელის „მერსედესიანმა“ თურქმა, ნახალოვკურად ჩაუჭრა სავალი გზა ჩვენს ავტობუსს და ამას ისეთი გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ჟანდარმთა ჩარევა გახდა საჭირო. მერე კი საბურავი გაუსკდა, ამას სტამბოლური საცობებიც დაერთო და ბეშიქთაშის Vodafone Arena-დან ორ კილომეტრში მდებარე სააკრედიტაციო ცენტრიდან ვიდრე სტადიონზე მივედი, ფრენკ ლამპარდის პრესკონფერენცია დასრულებული...

უფეხბურთოდ მოწყენილი ევროპა
ჩანაწერი

უფეხბურთოდ მოწყენილი ევროპა

როგორც ცნობილ ქართულ სიმღერაშია, ადამიანებს უმეტესად ზამთარი აშინებთ, საყვარელი ადამიანის შორს ყოფნა. ფეხბურთის გულშემატკივრები კი განსხვავებული ხალხი ვართ, უფეხბურთოდ ზაფხულის ცხელი დღეების გადაგორება გვიჭირს. ზამთრის სუსხი საყვარელ სპორტთან განშორებასთან რა მოსატანია… თითქოს ეს ნოსტალგია კოპა ამერიკას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ სანახაობაც მოსაწყენი გამოდგა და, ზოგადად, სანაკრებო ტურნირებს, თითქმის ყოველ წელს ჩატარება არც უხდება. წინა კვირას საფრანგეთმა...

სტამბოლი და 14
ჩანაწერი

სტამბოლი და 14

14 აგვისტოს, თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ ლივერპული მორიგი ფინალის სათამაშოდ სტამბოლს უბრუნდება.  ევროპის სუპერთასის ფინალი, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელობით გვარიანად ჩამოუვარდება იმ ეპოქალურ და ქრესტომათულ, თოთხმეტი წლის წინანდელ მატჩს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სატიტულო ბრძოლაა და შესაბამისად მუხტიც უდიდესია. ფეხბურთი უპირველესად ქომაგისაა და დღეს და ხვალ დიდი ინგლისური დესანტის მობილიზებას ელიან მასპინძლები, თუმც „ჩელსის“ და „ლივერპულს“...

დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე
ჩანაწერი

დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე

უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ. გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე. იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა...

დინამო, 88, უეფა და ფეიენოორდი…
ჩანაწერი

დინამო, 88, უეფა და ფეიენოორდი…

უეფას სასჯელი, მარცხი როტერდამში, გაძევებული ფეხბურთელი, ავტოგოლი, პენალტი – ეს ყველაფერი ერთიანად მიაწყდა თბილისის დინამოს… ერთობ წარმატებული პერიოდის შემდეგ თბილისელები ევროპის ლიგის მესამე  საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ფეიენოორდს ესტუმრნენ. მატჩამდე შეიტყვეს, რომ  წინა ეტაპზე, გაბალასთან მატჩისას ქომაგებისგან გამოფენილი ბანერი გამო კლუბი უეფამ დასაჯა და ფეიენოორდს უმაყურებლოდ დაუხვდებოდნენ. ამ ამბავს, უშუალოდ მატჩისას შექმნილი პრობლემები დაერთო და ჯამში...

როტერდამულები
ჩანაწერი

როტერდამულები

„ფეიენოორდი“ ჰონალდიის ჩემპიონატში მყარი მესამე გუნდია. ევროსარბიელზეც მაქსიმალურად შორს იქაჩება, ხოლმე… წლეულს როგორ იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ადგილობრივ სარბიელზე პირველობისთვის როტერდამული კლუბი „აიაქსსა“ და პსვ-ს გვარიანად რომ ანერვიულებს, ახლავე შეიძლება ვთქვათ. „ფეიენოორდი“ ის კლუბია, რომლის ხელმძღვანელობაშიც უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე თამაშობს – რობინ ვან პერსი, როი მაკაი, პიერ ვან ჰოიდონკი, დენი ლანძაატი, ჟან-პოლ ვან გასტელი,...

ლივერპულის ტაიმი ოთხით
ჩანაწერი

ლივერპულის ტაიმი ოთხით

პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება. „ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში...

პიტერ კინა-ლოკო
ჩანაწერი

პიტერ კინა-ლოკო

მოგეხსენებათ, დღეს საღამოდან პრემიერლიგა გახურდება და უნაღდესი ფეხბურთის ქომაგებს ისევ გულის ფარცქვალი აუვარდებათ. პროგნოზების გარეშე აბა როგორ იქნება და აგერ, პიტერ კრაუჩმაც, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისთანავე, მარჩიელობას ბეჯითად მიჰყო ხელი. ბეჯითად-თქო, ვამბობთ, რადგან “დეილი მეილის” მესვეტეს პრემიერლიგის ოცივე კლუბის ღირსება-ნაკლოვანებები გამოწვლილვით შეუსწავლია და თითოეულისთვის სეზონის ბოლოსთვის სატურნირო ცხრილშიც ზუსტი ადგილი მიუჩენია. ფუნდამენტური ნაშრომი გამოვიდა, მაგრამ მოსაწყენი....