კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ორ წუთში წაგებული თამაში
ჩანაწერი

ორ წუთში წაგებული თამაში

ლუი სინისტერა, ლუი სინისტერა – ერთხმად გამოუშვა ორთქლი 40-ათასამდე როტერდამელმა ქომაგმა და „ფეიენოორდის“ ნაწვალები ის გოლი აღნიშნა, რომელიც მასპინძლებმა „დინამოს“ შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაუტანეს… არადა, რა უდროო იყო… ჩვენებმა თამაში თითქოს რომ გაათანაბრეს და ერთი-ორჯერ მეტოქის კარისკენ თამამად გასწიეს, სწორედ მაშინ გაისწორა მიზანი ჰოლანდიელთა შემტევმა… თუმც რაღა გაისწორა. რომ იტყვიან, „ძალად გაატანინესო,“ აი, ისეთი...

დინამომ ფეიენოორდი იყიდა
ჩანაწერი

დინამომ ფეიენოორდი იყიდა

როტერდამის 51-ათასიან „დე კუიპზე,“ რომელსაც ოფიციალურად „ფეიენოორდის“ სტადიონი ჰქვია, ხუთშაბათის მატჩზე დასასწრები 10 ათასამდე ბილეთი გაყიდული ყოფილა, დანარჩენს კი ხვალისთვის ელიან. ბილეთი 20 ევრო ღირს, ტრიბუნები კი სავარაუდოდ, სანახევროდ შეივსება. ქართველები, ჩამოსულები თუ აქაურები, დაახლოებით 100-120 ადამიანია და „დინამოს“ გულმხურვალე ქომაგობას ჰპირდებიან. … ქართველ ჟურნალისტებს კი ჩვენების მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „დე კუიპის“ საკონფერენციო დარბაზში ვარჯიშის...

კარგის მოლოდინი…
ჩანაწერი

კარგის მოლოდინი…

როტერდამის სასტუმროში რეგისტრაციას გავდიოდით, გასაკვირად ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა რომ გამოგველაპარაკა, ისეთი ინტერესით ველი “დინამოსთან” მატჩს ვერ წარმოიდგენთო… ისეთი აღტკინებული იყო, იფიქრებდი, „ფეიენოორდის“ ერთი მატჩიც არ გამოეტოვებინა, ახალი სეზონის სტარტზე კი „დინამო“ როტერდამელთა კარგ გამომცდელად მიაჩნდა. დიდად ენაწყლიანობა რომ ვერ შეგვატყო, თავის საქმეზეც მალევე გადავიდა. მერე კი იქვე შეჭაღარვებული ბიძებიც „გვესტუმრნენ“ და მანდ უკვე კარგი მამაპაპური...

პირველად არარატთან
ჩანაწერი

პირველად არარატთან

პირველად ფეხბურთზე რომ წამიყვანა მამაჩემმა, 7 წლის ვიყავი. ახლა გადავხედე და ის თამაში ერევნის “არარატთან” 1978 წლის 1 ოქტომბერს გამართულა. 3:0 მოგება და შეშლილი ტრიბუნები მახსოვს. რატომ და როგორ, ვერ გეტყვით, მაგრამ ტვინში კი მაშინვე დაილექა: შეგიძლია წააგო ნებისმიერთან, მაგრამ “არარატთან” წაგების უფლება არ გაქვს. მერე კიდევ ბევრჯერ ვნახე ცოცხლად ჩვენებისგან “არარატის” რბევა, მაგრამ ის...

მესხი და მაკაი
ჩანაწერი

მესხი და მაკაი

წარმოიდგინეთ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივედი, „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ უნდა დაუხვდეს, ტრიბუნაზე კი ვის ვხედავ?! – როი მაკაის. ოდნავ მობერებული, მოსუქებული, მაგრამ ძველი ღიმილით, ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი რომ გაუტანა. ახლა „ფეიენოორდში“ მუშაობს და მის გუნდს ამბავი უნდა ჩაუტანოს, საქმე რა გუნდთან აქვთ. 1981 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როტერდამში კი...

იმედის დინამო
ჩანაწერი

იმედის დინამო

ნაევროთასევს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. სეზონის დასაწყისში წაფორხილების შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთობ წარმატებით თამაშობს. კვირას ფელის ვისენტეს ბიჭებმა „ლოკომოტივი“ გააცამტვერეს – 6:0. ეს დინამოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში, თუ ამას ევროპა ლიგაზე მოპოვებულ კიდევ ოთხ მოგებას დავამატებთ, 12 გამოვა. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 18 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. თანაც...

ნამდვილი ეშმაკუნა
ჩანაწერი

ნამდვილი ეშმაკუნა

მაგუაიერის ტრანსფერი მანჩესტერში ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ამ გუნდის ქომაგები მაისურზე ინგლისელის გვარს უკვე ამაყად ატარებენ. არსებობენ ფეხბურთელები, კონკრეტულად რომელიღაც გუნდს რომ შეეფერებიან, ვფიქრობ, ჩვენც საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს. ფერგიუსონის გუნდში ყოველთვის მიზანმიმართული ბიჭები იყვნენ, ერთ მუშტში გაერთიანება რომ შეეძლოთ და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. შოტლანდიელი შეცდომას ყოველთვის პატიობდა, მთავარია ადამიანში მონდომება და სითამამე...

შენგელიას შედევრები
ჩანაწერი

შენგელიას შედევრები

თბილისის “დინამო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე უდანაკარგო სვლას აგრძელებს. ამჯერად არ ვაპირებთ ოთხი მატჩის განმავლობაში მშრალად შენახულ კარზე საუბარს. არც იმაზე, რომ თბილისელებმა აზერბაიჯანულ „გაბალაზე“ სრულფასოვნად იძია შური. მთავარი გოლები იყო. ლევან შენგელიამ ორი მონოსპექტაკლი დადგა. პირველი გოლისას მთავარი მისი რეიდი ან დარტყმა კი არა, ბურთთან პირველი კონტაქტი იყო – ერთი შეხებით მოათვინიერა და აზერები...

ბოსკამპი, ჩვენი ბოსკამპი
ჩანაწერი

ბოსკამპი, ჩვენი ბოსკამპი

გახსოვთ იოჰან ბოსკამპი? მყვირალა ჰოლანდიელი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო და „დინამოს“ გარდა მცირე ხნით ეროვნულ ნაკრებსაც თავკაცობდა. ბოსკამპის აქ მუშაობას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ ერთი გამონათქვამით კი დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც წლების მერეც ვერ ვივიწყებთ. ქართველებს მენტალიტეტში გიჭირთ და თქვენი მთავარი პრობლემაც ეს არისო. მისი კომენტარი „ფეიენოორდის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა....

ბიჭუნა გენიოსის ტატუთი
ჩანაწერი

ბიჭუნა გენიოსის ტატუთი

ფეხბურთი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თითქოს ყველაზე უკეთ ასახავს. დილეტანტისთვისაც ადვილი შესამჩნევია, ბრაზილიისა და გერმანიის, იტალიისა თუ ჰოლანდიის სათამაშო სტილი ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება. ადამიანს გეჩვენება, თითქოს ამ სპორტს სახელმწიფოს მაჯისცემაზე თითი უდევს და მის მდგომარეობაზე რეაგირებს. თამაშის სტილით, დღევანდელი გერმანია ოცი წლის წინანდელს არ შეიძლება შეადარო. არ ვდავობ რომელი სჯობს, მრისხანება არც ერთ ფორმაციას აკლია, განსხვავება...