ევროსარბიელი ქართული გუნდებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გრძელდება. ქვეყნის კოეფიციენტის ამაღლებაზე თბილისის „დინამო“ განსაკუთრებთ ზრუნავს. სამიდან სამი მოგების შემდეგ, ელიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლიდანაც ერთ ნაბიჯშია. პირველი მატჩის მერე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ 2:0 უგებს და 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. მატჩამდე, ორივე გუნდის მწვრთნელი ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა. „დინამოს“...
კატეგორია: დავთარი
დე როსი და წმინდა იანუარიუსი
დანიელე დე როსი, რომელმაც „რომაში“ კარიერა ახლახან დაასრულა, იმის მიუხედავადაც რომ რამდენიმე კლუბი ისევ იწვევდა, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობაც შესთავაზეს, მაგრამ ყველას და ყველაფერს უარს ეუბნებოდა… და უცებ, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა… დიეგო მარადონამ იტალიელის „ბომბონერაზე“ გადასვლა ნეაპოლელთა მთავარი წმინდანის, იანუარიუსის სასწაულს შეადარა. გახსოვთ ალბათ, ცნობილი იტალიური ფილმიდან, მთავარი გმირი, დუდუ, იანუარიუსს...
მონადირე კარი
ოთხ წელიწადში სამჯერ გაჩემპიონების შემდეგ, „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს სუპერფინალში დამარცხდა. „ოქროს შტატელებს“ მაგარი რეგულარული სეზონი გამოუვიდათ, აი, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი მოვლენები მათ გარშემო არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალიდან „მეომრებმა“ გუნდის ლიდერი კევინ დურანტი დაკარგეს. დურანტულამ ისეთი ტრავმა მიიღო, ახალი სეზონის გამოტოვებაც მოუწევს, ახლა კი ისიც გაოფიციალურდა, რომ პარკეტზე უკვე „ბრუკლინ ნეთსის“ მაისურით დაბრუნდება. მერე...
ნიკა, მონრეალი, ცინცინატი…
საქართველოში ჩოგბურთი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვყავდა ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე სერიოზულ წარმატებას აღწევდნენ და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ამას რომ ვამბობთ, ძალიან შორეულ წარსულს სულაც არ ვგულისხმობთ, როდესაც დიდი ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გადიოდა, თეიმურაზ კაკულიაც მარჯვედ იქნევდა ჩოგანს და არც ლეილა მესხი ირცხვენდა თავს, რომელსაც WTA-ს 5 ტიტული მოუგია და რეიტინგის...
მიმინოს ფრთები ჯერ არ გაუშლია
დრო იყო, ჩვენი „დინამოს“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელს აზერბაიჯანულ კლუბთან მოედანზე გასვლას ვერ აკადრებდი. დღეს კი „გაბალასთან“ მოგებამ გამახარა. 2016-17 წლების სეზონში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ევრო თასების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, აზერბაიჯანული კლუბები კი ათ წელიწადზე მეტია გვიგებენ. მოდი და ეს პატარა გამარჯვება ნუ გაგახარებს. თანაც, ჩვენი სამი გუნდი ევრო საგზურებისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს…...
ბორჯღალოსნები ანტალიაში: მინუს 4
ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ სამზადისის მორიგი ეტაპი წამოიწყო. ბორჯღალოსნები ამჯერად სრული, გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბნენ. „სრული“ იმიტომ, რომ წინა ეტაპზე გუნდში იყვნენ დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები და ლეგიონერთა ერთი ნაწილი, ახლა კი მათ წამყვანი ფრანგული კლუბების ქართველები შეურთდნენ. თუმცა, მატებასთან ერთად, გაფართოებულ შემადგენლობაში დანაკლისიცაა: გუნდში აღარ არიან ფრანგული „ბორდოს“ მარჯვენა ბურჯი...
როგორ დამალა დინამომ გაბალა…
აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ...
დინამო გაბალაში: უნდა მოვიგოთ!
„დინამო“ გაბალაში დაახლოებით დილის 11 საათზე ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით. ჩვენები Kaspia Yeddi Gozal Hotel- ში დაბინავდნენ. გაბალაში გვარიანი ხვატია. 25 ილვისის მატჩის აჟიოტაჟი დიდად არ იგრძნობა. ეგ არის, ისეთ ადგილზეა „გაბალას“ 4 ათასიანი სტადიონი და ბაზა, თუ პირველად ხართ, კარგა ხანს მოგიწევთ მისი ძებნა. შვიდის ნახევარზე „დინამომ“ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი თხუთმეტი წუთი ჟურნალისტებისთავის ღია...
რაც მამას უნდა…
ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. ისე, რატომ მხოლოდ სამშობლოში? მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ხომ თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს და მათ შორის საქართველოშიც. ნოლე საჩოგბურთო ოსტატობას ურთულეს პერიოდში ეუფლებოდა. იმ დროს ბელგრადის თავზე ბომბები ცვიოდა. სპორტისთვის არავის ცხელოდა, სერბეთში ომი მძვინვარებდა. წარსულზე და ბავშვობაში გადატანილ სტრესზე ჯოკოვიჩს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია… ყველა წარმატებული სპორტსმენის...
წესიერი კაცი!
„შერიფთან“ ნამატჩევს „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ქართული და ხორვატული სპორტული მედია ოდნავ უხერხულად შეადარა. გაგვიკვირდა და გვეწყინა, რადგან ბატონი გიას პროფესიონალიზმში არასოდეს დავეჭვებულვართ და მედიასთან ურთიერთობაშიც არაფერი შეშლია. ამად იყო, რომ ჩვენი პასუხიც მკვეთრი გამოვიდა. ზაგრების „დინამოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების მიმართ ბოდიშით დაიწყო და კონკრეტული ფრაზა ზედმეტ ემოციურობას მიაწერა. „ვიდრე შეკითხვებზე...









