კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
მარიამ ბოლქვაძის ამერიკული ზღაპარი
ჩანაწერი

მარიამ ბოლქვაძის ამერიკული ზღაპარი

ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქალთა ჩოგბურთში საქართველოსთვის საინტერესო ისტორიის წერას შეუდგა. 2019 წლის სეზონი მისთვის და ზოგადად ქართველი ჩოგბურთის ქომაგებისთვის უცილობლად ტკბილად გასახსენებელი იქნება. ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე გახდა მეოთხე ქართველი ქალი მეჩოგნე, რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში გააღწია. ის არც ამით დაკმაყოფილდა და...

მაგალითი
ჩანაწერი

მაგალითი

იტალიური სერია A-ს პირველ ტურში, „ბოლონია“ „ვერონას“  ესტუმრა. თამაში 1:1 დამთავრდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. თუმცა, განსაკუთრებული სათადარიგოთა სკამზე ხდებოდა: „ბოლონიას“ მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა რამდენიმე საათით დატოვა სანტ’ორსოლას ჰოსპიტალი, სადაც ის ლეიკემიის მიზეზით ქიმიოთერაპიას იტარებს და თავისი გუნდის თამაშზე მივიდა. „ბოლონიის“ ფეხბურთელები გაოგნებულნი დარჩნენ, როცა გასახდელში მიხაილოვიჩი აღმოაჩინეს. 50 წლის სერბ სპეციალისტს ონკოლოგიურ კლინიკაში, ტელევიზორში, პირდაპირ...

დედოფალს აჭკვიანებენ
ჩანაწერი

დედოფალს აჭკვიანებენ

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი ტემპერატურა იქნება. სწორედ ამიტომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) გადაწყვიტა, გაუსაძლის სიცხეში ერთგვარი „ჭკვიანი აბების“ დახმარებით დააკვირდეს და შეისწავლოს სპორტსმენთა ორგანიზმი. მძლეოსნობაში, 2019 წლის უმთავრესი ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე დოჰაში გაიმართება. საერთაშორისო ასოციაციაც ამ ახალი ნოვაციის გამოცდას სწორედ ყატარის დედაქალაქში აპირებს. გრძელ...

ფრე და ფრე
ჩანაწერი

ფრე და ფრე

კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი  ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან...

გაიძვერა
ჩანაწერი

გაიძვერა

გახსოვთ „ბრეშა“? 90-იან წლებში ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ლუკა ტონი და რაც მთავარია, გენიალური რობერტო ბაჯო. „ბრეშას“ არასოდეს მოუგია ტიტულები, მაგრამ ყოველთვის თავისებური, ქარიზმატული გუნდი გახლდათ. ჩამოთვლილთა გარდა, „ბრეშამ“ საფეხბურთო სამყაროს მისცა ისეთი სკანდალური ფიგურა, როგორიც დარიო ჰიუბნერი იყო. მუდამ სკანდალებში გახვეული, კარიერაში 10-ჯერ...

ელგუჯა ლობჯანიძე: საქართველოზე მეტად ყაზახეთს ვერგები
ჩანაწერი

ელგუჯა ლობჯანიძე: საქართველოზე მეტად ყაზახეთს ვერგები

26 წლის ელგუჯა ლობჯანიძე წლეულს ყაზახეთის ჩემპიონატში შედეგიანად თამაშობდა, 5 გოლი გაიტანა და ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახა. შეცვლაზე ათამაშა კიდეც დანიასთან 1:5 წაგებულ მატჩში. ტანმაღალი თავდამსხმელი ყაზახეთის “ტარაზში” თამაშობს მცველ ლაშა კასრაძესთან ერთად. ცენტრფორვარდის პრობლემა კი საქართველოს, ნუ იტყვით… მხოლოდ ნიკა კაჭარავა თამაშობს და ისიც ჯერ ამხანაგურებში. გიორგი ქვილითაიას გენტში პრაქტიკა არ აქვს, ლევან...

ანდრეს ინიესტას წერილი ფერნანდო ტორესს
ჩანაწერი

ანდრეს ინიესტას წერილი ფერნანდო ტორესს

  დღეს, იაპონიის ჯეი ლიგაში „საგან ტოსუმ“ „კობესთან“ 1:6 წააგო. ეს გახლდათ შესანიშნავი ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის ბოლო შეხვედრა. კარიერა დასრულდა. მატჩის წინ კი გავრცელდა ესპანეთის ნაკრებში მისი თანაგუნდელისა და ცხოვრებაში მეგობრის, ანდრეს ინიესტას ემოციური გამოსათხოვარი წერილი, რომლის სრულ თარგმანსაც გთავაზობთ. „რა უცნაურია. ოღონდ, არ მითხრა, რომ ასე არ არის, ფერნანდო. ძალიან უცნაურია. უცნაური და...

ჩოგბურთის ბეთჰოვენი
ჩანაწერი

ჩოგბურთის ბეთჰოვენი

კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე. ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან...

მილტონ ჰეიგი საქართველოს…
ჩანაწერი

მილტონ ჰეიგი საქართველოს…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას „შევარდენის“ ბაზაზე განაგრძობს. ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს და წინა შეკრებებისგან განსხვავებთ, თბილისურ ეტაპზე ძირითადად ბურთით ვარჯიშობენ. ეს გასაგებიცაა – უკვე 27 აგვისტოს მილტონ ჰეიგის რაზმი „მიხეილ მესხზე“ სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზ „საუზერნ კინგსს“ დაუხვდება, ხოლო 31-ში „დინამო არენაზე“ ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ტიერ 1-ის წარმომადგენელს. შოტლანდიის ნაკრები ქართველებივით გამალებით ემზადება ოთხწლეულის მთავარი...

პოპოვიჩის თავის ტკივილი
ჩანაწერი

პოპოვიჩის თავის ტკივილი

სპორტის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია, ალბათ, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების  მთავარკაცობაა. აბა როგორია, მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მოთამაშე ასობით უმაღლესი დონის პროფესიონალიდან 12 ისეთი აარჩიო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის გარანტი იქნება. ეს თავის ტკივილი გრეგ პოპოვიჩსაც აწუხებს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ამჟამად 13 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული, ჩინეთში კი 12 უნდა გაემგზავროს. „ურთულესი მისია მაკისრია. ძალიან რთულია კალათბურთელს ნაკრებიდან...