მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ის 31 ბორჯღალოსანია, რომლებიც იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ნაკრებში რომ მწვავე კონკურენცია იყო, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდს მიღმა აღმოჩნდა მრავალნაცადი მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელმაც შოტლანდიასთან წაგებულ მატჩში ქართველთა ერთადერთი ლელო მიითვალა. ასევე ვერ მიდიან იაპონიაში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი გიორგი აფციაური,...
კატეგორია: დავთარი
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...
აფსუს, ნიკა!
იშვიათია, წილისყრაში და ტურნირის მსვლელობისას ასე გაგიმართლოს. ნიკა ბასილაშვილს ისეთი სატურნირო ბადე გამოუვიდა, მერვედფინალამდე ცეკვა-ცეკვით უნდა მისულიყო, მაგრამ მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ კოეპფერთან მრავალნაცადი ქამბექი არ გამოვიდა და ოთხ სეტში დამარცხდა. არადა, მომდევნო მეტოქე რუსი დანილა მედვედევი უნდა ყოფილიყო. რუსს კარგი სეზონი კი აქვს,მაგრამ დაუძლეველი ბარიერი სულაც არ არის. მერე? მერე წესით მეოთხედფინალი და ჯოკოვიჩი...
სევდიანი ამბავი “დინამო არენაზე”
“პირველი მერცხალივით” ამბავი მოხდა “დინამო არენაზე”. ქართული რაგბი უკვე მერამდენედ და ამაოდ მიეძალა ევროპის სარაგბო ელიტის ჭიშკარს. დღეის მატჩი კარსმომდგარი მსოფლიო თასის რეპეტიციად კი მოინათლა, მაგრამ რაღა რეპეტიცია, როცა შოტლანდიის დონის ნაკრები პირველად გამოჩნდა საქართველოს სარაგბო მინდორზე. ქართველთა საამმატჩო იმედი ორ ფაქტორზე იყო დაფუძნებული: მოთამაშეთა გაუტეხლობასა და ქომაგობის მაღალ ამპლიტუდაზე. ორივე ვიხილეთ, მაგრამ შედეგი ვერ...
ქართველებთან სიმორცხვე არ გაჭრის
საქართველოს რაგბის ნაკრებთან ევროპის დიდი ექვსეულის და სარაგბო ელიტის სხვა წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის საკმაო საგაზეთო თუ ონლაინ-ფართის დათმობა ბოლო წლების ბრიტანულ მედიაში წესად იქცა. “ბი-ბი-სის” სპორტული მიმომხილველი ენდი ბერკი დღეის ბრძოლას მოზრდილ წერილს და შთამბეჭდავ სათაურს უძღვნის “საქართველო შოტლანდიის წინააღმდეგ: გრეგორ თაუნსენდის ბიჭებს მრისხანე ხროვა ელოდებათ”, ხოლო თავად წერილი გაჯერებულია იმ აზრით, რომ “დინამო არენაზე” სქოთებს...
საქართველოს ნაკრებს გული დაუბრუნდა
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მაგრამ გვაქვს დიდი გული – ამას თავის ქვეყანაზე ვერ იტყვის ადამიანი, თუ მას თავად დიდი გული არა აქვს. მამუკა გორგოძის გულზე შორეული 2003 წლიდან ალაპარაკდნენ ქართველები და დღემდე არ გაჩერებულან. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, არა წლებით, არამედ ათწლეულზე მეტითაც სპორტის რომელიმე სახეობის ეტალონად იქცნენ. ლეონელ მესი ფეხბურთში, უსეინ ბოლტი – სპრინტში, მამუკა...
ნარკომანი
კლაუდიო პაულო კანიჯია (კანიხიას თქმაც შეიძლება, მაგრამ საქართველოში „ჯ“-ს ვიყავით დაჩვეულები) ჰედლაინებში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად მიზეზი ფეხბურთი არ არის. არგენტინელი ვარსკვლავი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა. გოლი, რომელიც მან მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიას გაუტანა „ალბისელესტეს“ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ, ოღონდ ეგაა, ლეგენდას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვს. 1993 წელს, როდესაც „ქარის შვილად“ წოდებული ფორვარდი „რომაში“ თამაშობდა, ანტიდოპინგის...
მესი და რონალდუ პარტერში, ვან დაიკი სცენაზე
წელიწადნახევრის წინ „საუტჰემპტონში“ თამაშობდა და პრემიერლიგის რიგით მცველად მიიჩნეოდა, დღეს კი თავის პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სუპერთასის მომგები და უკვე… ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. ვირჯილ ვან დაიკი, 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ევროპამ აღიარა. კონკურენტები კი ძველი ნაცნობები იყვნენ, უეფას პრიზის ძველი მფლობელები… პარტერში მსხდომი სამეულიდან სცენაზე სორედ სურინამელ-ჰოლანდიელს უხმეს, ხოლო ლეო მესი და კრიშტიანუ...
გამოუცდელი უშიშარი
ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი ამ ეტაპზე თითო-თითო ოქრო-ბრინჯაოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, შორეულ ტოკიოში გაშლილ ტატამზე 21 წლის ლუკა მაისურაძემ შთამბეჭდავად იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. ეს, ახალგაზრდა და უნიჭიერესი ქართველი ძიუდოისტისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ და ამის ფონზე მიღწეულ შედეგს ურიგოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მეტიც შეიძლებოდაო,...
შოტლანდიამდე…
ვაკეში ვერგავსებულ „მიხეილ მესხზე“ ნამდვილი სარაგბო თრილერი გათამაშდა. ამხანაგური და საწვრთნელი სტატუსის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა და სამხრეთაფრიკულმა „საუზერნ კინგსმა“ ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა დაუპირისპირეს და ეს ეხება სათამაშო დროის 80-ვე წუთს. გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, ხოლო „სამხრეთელი მეფეები“ – პრო 14-ის ახალი სეზონისთვის. მაგრამ თამაშის მსვლელობას თუ გავიხსენებთ, მართლაც მოულოდნელი იყო ორივე...









