ვისაც ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალი არ უნახავს, არ იცის, რა არის ნამდვილი საჩოგბურთო დრამა. ეგებ ტრაგედიაც, რადგან 37 წლის სერენა უილიამსი ერთ ნაბიჯში იყო მიზანთან, რომელსაც არ მალავდა – 24-ე სლემტიტულით სერენა ლეგენდარულ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდებოდა. ახლა კი ვინ იცის, კიდევ როდის ან საერთოდ მიეცემა თუ არა ასეთი შანსი. ჩოგბურთში ახალი, სპორტულად თავხედი...
კატეგორია: დავთარი
ისინი ალბიონზე ამინდს ქმნიან
ერთი თვე შესრულდა, რაც პრემიერლიგა დაიწყო. არაფერი არალოგიკური და არაპროგნოზირებადი – ტიტულის მთავარი მაძიებლები ლივერპული და მანჩესტერ სიტი კვლავაც დომინირებენ და ტიტულისთვის იბრძვიან, დიდი ექვსეულის გუნდები კი პოზიციებს ნელ-ნელა იმყარებენ. სანაკრებო პაუზისას, პრემიერლიგის ვებ-გვერდი გასულ თვეს აჯამებს და საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს ავლენს. გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ. სერხიო აგუერო –...
გაწყვეტილი მულტფილმი
ის, დიდი სლემის საუკეთესო ოთხეულში პირველად მოხვდა, მრისხანე ესპანელისთვის კი რიგით 33-ე ნახევარფინალი იქნება. ის, ჯერჯერობით თავს საშუალო დონის ATP-ის 3 მოგებული ტიტულით იწონებს, შეუდარებელ მალიორკელს კი კოლექციასი 83 ჯილდო აქვს, რომელთაგან მასტერსebi და 18 მეიჯორია. ჩოგბურთის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი მატეო ბერეტინიზე და რაფაელ ნადალზე გვაქვს, რომლებიც არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე დადგებიან...
შეშლილი სამყარო
🥎 ასეთი რამ არც აქამდე მომხდარა დაძნელად სავარაუდოა, ახლო მომავალში განმეორდეს. აშშ-ის ღია საჩოგბურთო პირველობის ფინალში 37 წლის სერენა უილიამსი 19 წლის ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება. კანადელი ანდრეესკუ რუმინელი მიგრანტების შვილია და წლის დასაწყისში რეიტინგის მეორე ასეულში ეკავა ადგილი. მერე? მერე ის, რომ ბიანკამ ტრიუმფით გაიარა სეზონი და მიმდინარე რეიტინგში მსოფლიოს მერვე ჩოგანია. მხოლოდ მეცხრეა სერენა...
რა უნდა ვიცოდეთ კორეაზე დანიის წინ
ვიდრე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშს განაახლებდეს, საქართველოს ნაკრები სტამბოლში, ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება. მატჩი ბასაქშეჰირის სტადიონზე შედგება. კორეა გამოცდილ მეტოქა, რომელსაც მსოფლიოს ბოლო ცხრა ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, 2004 წელს კი მეოთხე ადგილამდეც მივიდა. სამხრეთ კორეა აზიის თასის ორგზის ჩემპიონია, მათ ტურნირის საწყისი გათამაშებები მოიგეს (1956, 1960). რუსულ მონდიალზე კორეას ჯგუფური ეტაპის ბარიერი არ დაუძლევია,...
როცა რონალდო რონალდინიო იყო
1996 წლის ოლიმპიური თამაშები თუნდაც იმით იყო გამორჩეული, რომ ფეხბურთი ყველაზე ყურებად დისციპლინად იქცა. ატლანტაში თითქმის ყველა ქვეყანამ უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა. მარტო ბრაზილიელების ჩამოთვლა რად ღირს: დიდა, რობერტო კარლოსი, რივალდო, რონალდო… სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ეს საინტერესო ისტორიაც. 19 წლის რონალდოს პსვ ეინდჰოვენიდან უკვე ყველა იცნობდა და მაისურზეც რონალდო ეწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ამ...
სასტარტოში სამი სხვაა
6 სექტემბერს, 22:30-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება ტესტ-მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის. მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი რაზმი, რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს. წინა შაბათის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით სამი სიახლეა: მესამე ხაზში ოთია გიორგაძის ადგილს შალვა სუთიაშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე დადგება; მესამე ხაზში მეორე ფლანკერად სასტარტოში კოკი თხილაიშვილი...
არც ნოვაკი, არც როჯერი
აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
ვინ, სად და რამდენად
ნეიმარი წავიდა, მაგრამ პირობა დადო, რომ დაბრუნდებოდა… ვარსკვლავური გადასვლა ფრანგული პარი სენ ჟერმენიდან ესპანურ ბარსელონაში არ შედგა. ახლა ბრაზილიელი ფორვარდი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში თამაშებს. გარდა იმისა, რომ პარიზელებმა ნეიმარი შეინარჩუნეს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს პსჟ ორი ტოპ-ფეხბურთელითაც გაძლიერდა. ესენი არიან მილანის ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი და ჩემპიონთა ლიგის სამგზის...
ვაისმა ბიჭები სტამბოლში დაიბარა
ახალგახურებული საკლუბო სეზონი ორი კვირით დაგვემშვიდობა და ჯერი კვლავ სანაკრებო მატჩებზე მიდგა. საერთაშორისო ციებცხელებაში კი საქართველოს ეროვნული გუნდიც ჩაერთო. ჩვენები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავენ: 5-ში ამხანაგურს, სტამბოლში, სამხრეთ კორესთან და 8-ში, ევრო-შესარჩევს, თბილისში დანიასთან. ვლადიმერ ვაისის შეგიდებმა შეკრება სტამბულში დაიწყეს, სადაც ათათურქის სახელობის სტადიონზე უკვე ივარჯიშეს კიდეც, თუმც ოდენ 14 ფეხბურთლით. სულ კი მწვრთნელმა კორეა-დანიისთვის...









