საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტოკუშიმაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა და ნაგოიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო თასის მსვლელობისას ბინას დაიდებს. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ყველა ჯანმრთელადაა, თუ არ ჩავთვლით კაპიტან მერაბ შარიქაძეს, ვინც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ექიმები ჯერჯერობით ფრთხილობენ და მისი დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ აცხადებენ ამასობაში, უცხოურ პრესაში ქართველების შანსებს აფასებენ, გუნდის შემადგენლობაზე საუბრობენ და გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებენ. დღეს...
კატეგორია: დავთარი
ნურსულთანის ოქროები
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში, სადაც არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ორი უმაღლესი სინჯის მედალი ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ლაშა გობაძის (82 კგ) ანგარიშზეა. მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი წურწუმია შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. მან აშკარა უპირატესობით – 9:0 მოუგო ჩინელ ლიგუო საოს, შემდეგ-...
ქულა-ქულის ამბავი
მესამე წრის ბოლოსწინა ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა სულ უფრო იძაბება და როცა „საბურთალო“ – „დინამო“ გამოტოვებულ მატჩებს ითამაშებენ, ვფიქრობთ, ვითარება უფრო დაიძაბება. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს „არარატ არმენიას“ კოშმარს და ყალიბში დგება. ყოველ შემთხვევაში, „სიონთან“ მათ ძველებურად ყოჩაღად ითამაშეს და უპრობლემოდ გაიმარჯვეს. „ბათუმი“ – „ლოკომოტივის“ მატჩის გმირ-ანტიგმირი ვლადიმერ...
სკოლა
ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩინეთში მიმდინარე ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი თვალსასეირო და მოლოდინისამებრ საინტერესო დაპირისპირებებით დახუნძლული გამოდგა. იყო სენსაციებიც, რომელთაგან, მართალია კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე მოთამაშე, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების უმედლოდ დარჩენა უნდა გამოვყოთ. მოულოდნელობა იყო საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვედრა და იგივე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის, ჩეხეთის გუნდის...
ზაზა!
„ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა“… „ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტის“ სტრუქტურაში მუშაობა შესთავაზეს“… ჩაირბინა ინტერნეტში ამ ორმა მოკლე ფრაზამ და ეგ იყო. რეალურად კი ქართულ კალათბურთში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა – ზაზას ეპოქა. უმამოდ გაზრდილმა ბიჭმა 15 წლის ასაკში დამოუკიდებლად დაიწყო გზის გაკვლევა და თურქულ „ულქერში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ გოლიათების სამყაროში შეაბიჯა. NBA-მ დანდობა არ იცის....
გორგოძის ფასი
საქართველოს ნაკრები უკვე იაპონიაშია და მსოფლიო თასისთვის ემზადება. ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე გუნდს მამუკა გორგოძეც შეუერთდა, ვინც წინა დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა „ტულონმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და 6:20 დამარცხდა. საინტერესოა, რომ გორგოძე მოედანზე 56-ე წუთამდე იყო და როცა ის მინდვრიდან გავიდა ტულონელები 6:3 იგებდნენ. ამ მარცხმა „ტულონი“ ცხრილის მე-11 საფეხურამდე ჩამოაქვეითა, ხოლო „ლიონი“...
ფანტასტიური დე ბრუინი
ბელგიის ნაკრებმა შოტლანდიელები მათსავე მოედანზე 4:0 დაამცირა. შეხვედრის გმირი „სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გახდა, რომლის სტატუსიც უნიჭიერესიდან სუპერვარსკვლავამდე ძალიან მალე შეიცვალა. შოტლანდიელთა კარში ოთხივე გოლი სწორედ მან შექმნა. 9 წთ. კევინი ლუკაკუსთან ერთად გაიქცა კონტრშეტევაში და დათანაგუნდელს იდეალური საგოლე გადაცემა გაუკეთა. 24 წთ. კუთხურის გათამაშების შემდეგ მეკარის ბაქანთან გააკეთა გადაცემა, რომელიც გოლად ვერმალენმა აქცია....
რაფა – კორტის გლადიატორი
ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა. რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები. ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის...
მისაღები თუ დადებითი
ჟურნალისტში ისევ ქომაგის ემოცია დუღს და ამ გადმოსახედიდან კი ყველაფერი ოდნავ სხვაგვარად მოჩანს. დანიის კალიბრის ნაკრებთან ფრე თუნდაც საკუთარ მოედანზე, სრულიად მისაღები შედეგია. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მეტოქისთვის სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. არც ჩვენი ფეხბურთელების ბრძოლის ჟინს დაეწუნებოდა რამე და თითქოს არაფრისმომცემ თამაშში წვივებს არავინ მოფრთხილებია. მისაღებმა (და არა დადებითმა) შედეგმა ჩვენი გუნდის გარკვეული...
მახრჩობელა
დასტინ პორიე მაქსიმუმს ეცადა გამოეყენებინა ის მცირე შანსები, რაც მას გააჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აბუ დაბიში გამართული ბრძოლა მოლოდისამებრ ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელი პერიოდულად ინიციატივას ეუფლებოდა და შეტევაზეც გადადიოდა, მესამე რაუნდში სულაც ჰაბიბის „გილიოტინაზე“ დაჭერა სურდა, მაგრამ დაღესტნელს არსენალში ბევრი ისეთი იარაღი აქვს, რაც მეტოქეებისგან გამოარჩევს და პორიესთანაც საბოლოოდ მარაგით იმარჯვა....









