კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ვან დაიკი პირველია… მაგრამ მეორე…
ჩანაწერი

ვან დაიკი პირველია… მაგრამ მეორე…

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. მოგეხსენებათ, საუკეთესო ქალ და ვაჟ ფეხბურთელს, ასევე საუკეთესო მწვრთნელებს ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედია და ფიფას საიტზე დარეგისტრირებული ქომაგები ირჩევენ. ისინი თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი 10 კანდიდატიდან სამ საუკეთესოს ირჩევენ. მერე ქულები ჯამდება და… საქართველოდან, მოგეხსენებათ, ფიფას მედია პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ჩვენი სამეული ასეთი გახლდათ: აზარი, რონალდუ,...

თამაში ერთი ტაიმი…
ჩანაწერი

თამაში ერთი ტაიმი…

43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური. ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან...

ვისი არია აჯობებს?
ჩანაწერი

ვისი არია აჯობებს?

ევროპამ თავის რჩეული უკვე დაასახელა – „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი. ორშაბათს, 23 სექტემბერს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მილანის ლა სკალას თეტრში დაგეგმილ გალა წარმოდგენისას ფიფა გამოაცხადებს. საღამოს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ტელეწამყვანი ილარია დამიკო გაუძღვებიან. ტრადიციულად, ფიფა საუკეთესოებს ამ ნომინაციებში გამოავლენს:  საკუთესო ფეხბურთელი ქალი  საუკეთესო ფეხბურთელი კაცი  საუკეთესო მწვრთნელი ქალი  საუკეთესო...

საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება
ჩანაწერი

საქართველოსთვის მსოფლიო ტოიოტაში იწყება

ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“,...

ზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი
ჩანაწერი

ზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი

28-ე ტურით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ანუ, ტურნირის მესამედი მიილია და ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და გასულ ტურში ორი ერთმანეთს შეხვდა. ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ ზღვისპირელებისთვის. მათ ხომ, ფაქტობრივად, „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ბათუმელთა ლეგიონერის ჯოვინო ფლამარიონის ზეგოლი...

მზის ქვეყანაში ოვალი დატრიალებულა!
ჩანაწერი

მზის ქვეყანაში ოვალი დატრიალებულა!

როგორც იქნა, დასრულდა 4 წელიწადად გაწელილი მოლოდინი და რაგბის მოყვარულებმაც გაიხარეს. პარასკევს იაპონიაში სტარტი აიღო რაგბის IX მსოფლიო თასის გათამაშებამ. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს სეხნია არენა „ტოკიო სთედიუმზე“ ტექნოლოგიურად სხვებზე შორს წასული ამ ქვეყნის შესაფერისი  საზეიმო გახსნა გაიმართა – ძალიან ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური. ტურნირი ოფიციალურად გახსნეს იაპონიის პრინცმა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტმა. ხოლო ამ სასიამოვნო...

რო გაეტანა, რო არ გაეშვა
ჩანაწერი

რო გაეტანა, რო არ გაეშვა

„რო გაეტანა“ ფეხბურთის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია. საფეხბურთო საკითხებზე კამათში ის სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ. „რო გაეტანა, საქმე სხვაგვარად წავიდოდაო“, მილიარდჯერ უთქვამთ გულშემატკივრებს. იგივე შეიძლება ითქვას „რო არ გაეშვას“ შესახებ. ესეც განთქმული ფრაზაა, მაგრამ, როგორც წესი, ფეხბურთის მოყვარულებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ სოკერი ულმობელი თამაშია და საბოლოო შედეგისთვის „რო“-ს მნიშვნელობა არა აქვს. ეგებ გულშემატკივრისთვის...

წაუკითხეთ ვაისს!
ჩანაწერი

წაუკითხეთ ვაისს!

ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სარბიელს“ ცოტა გაუნაწყენდა. არადა, სხვა კი არაფერი გვითქვამს – იქნებ არ განვადიდოთ ყველა მეტოქე და ბიჭებში ნურც არასრულფასოვნების კომპლექსს გავაღვივებთო. ამის პასუხი სულ ბოლოს იყოს და იქამდე ერთ პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბატონ ვლადიმირსაც უთარგმნიან: ჟოელ მატიპი თავჩაქინდრული იჯდა „შალკეს“ 19-წლამდელთა ავტობუსში და...

ფრენკ პირველი
ჩანაწერი

ფრენკ პირველი

„ჩელსიმ“ სეზონი მაინც და მაინც მქუხარედ ვერ დაიწყო. რა თქმა უნდა, როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს, რომ არისტოკრატთა დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი გუნდისთვის ბურთის გორების დროს გაცილებით გამოსადეგი და საჭირო ფიგურა გახლდათ, ვიდრე მოედნის კიდეში მდგომი… არავინ იცის როგორ გაგრძელდება „ჩელსისთვის“ მიმდინარე სეზონი. ვინძლო ლონდონელებმა სულაც...

მესამე რაულის და რუნის შემდეგ
ჩანაწერი

მესამე რაულის და რუნის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგაში წუხელ ბევრი ისეთი მატჩი შედგა, „ზალცბურგი“-„გენკის“ შედეგიც კი ნაკლებად დააინტერესებდა ფეხბურთის გურმანს. არადა, დღის გმირი სწორედ ამ დაპირისპირებამ შვა. „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1994 წელს მოხვდა და ახლა 25 წლის განმავლობაში ნაგროვები ემოცია ავსტრიელებმა ბელგიურ „გენკს“ ცუნამივით დაატეხეს თავს – 6:2. მასპინძლებმა სულ 13-ჯერ დაარტყეს ზუსტად კარის ჩარჩოში და აქედან პირველივე...