„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასზეც დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა 0:2 წააგო „არსენალთან“, რომელსაც ესპანელი სპეციალისტის ყოფილი ასისტენტი, ასევე ესპანელი მიკელ არტეტა წვრთნის. გვარდიოლა უკმაყოფილოა… „ჩვენ ვიცით სტანდარტები, რომელიც ყველა ტურნირზე სხვადასხვაგვარია. ინგლისის თასიდან გამოვარდნა ან კარგი გაკვეთილი იქნება, ან – ცუდი. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ პრემიერლიგის ბოლო მატჩი „ბორნუთთან“ და ეს გადაგვყვა „არსენალთან“ პირველ ტაიმში. არ...
კატეგორია: დავთარი
ბარსელონას დასუსტების 10 მიზეზი
კატალონიურმა „სპორტმა” ჩამოწერა ათი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. სეზონი „ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის გამაწბილებელი გამოდგა. ამის დასტური გუნდის კაპიტნის ლეო მესის ბოლო ინტერვიუა, რომელიც არგენტინელმა „ოსასუნასთან” საშიანო მარცხის შემდეგ მისცა და ბრაზი არ დამალა. კატალონიელთათვის გამაღიზიანებელი და იმავდროულად სიმბოლური გახლდათ ისიც, რომ ეს წაგება „რეალის” ჩემპიონობის დღეს დაემთხვა. ეს გახლდათ ბოლო ათწლეულის...
კიდევ ერთი ბიჭი ფაველიდან
„რეალი” ლა ლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „თეთრების” წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა 20 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” უკვე მეორე სეზონი ჩაამთავრა. ნათამაშებ წუთებს თუ დავაჯამებთ, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში „რეალის” მეთორმეტე ფეხბურთელია. მან მოედანზე 1264 წუთი დაჰყო. მართალია, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს გოლები...
რეალი – ბარსა 92:91
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და სხვადასხვა ტიტულებით პრინციპულ მეტოქე „ბარსელონას“ გადაასწრო. ახლა „რეალს“ 92 ჯილდო აქვს, „ბარსას“ – 91. სადღეისოდ, რეალის აქტივშია: ესპანეთის 34 ჩემპიონობა, ქვეყნის 19 თასი და 11 სუპერთასი, ლიგის ერთი თასი, 13 ჩემპიონთა ლიგა, შვიდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხი უეფას სუპერთასი, ორი უეფას თასი და ერთიც ევა დუარტეს თასი. „ბარსელონა“ 26-ჯერ...
… თუ გამოვიდა კარგი იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია: „სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან...
მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…
ეს წერილი გულწრფელობაზეა. აი, იცით, როგორ გულწრფელობაზე? ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება და მაშინ მაინც რომ უნდა იყოს გულწრფელი, სწორედ იმ გულწრფელობაზე.– ვწერდით ორიოდ დღის წინ. ახლაც იმავე გულწრფელობის თემას მივუბრუნდით და… ამბობენ, ЦСКА -ს დიდი ხანია არანაირი კავშირი აღარ აქვს რუსულ არმიასთან, კრემლთანო, თუმც… ფორმალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ...
ხმას გაუფრთხილდით, ბატონო შალვა!
ბატონმა შალვა ნათელაშვილმა სამიზნედ სპორტსმენები აირჩია. დღევანდელ საქართველოში, როცა ამომრჩეველთა ხმებისთვის გაცეცხლებული ბრძოლა მიდის და მოწინავე პარტიებსაც კი თავი ქუდში ვერა აქვთ, ლეიბორისტთა ლიდერმა თავის გამოსვლით ერთგულ ამომრჩეველთა ისედაც მწირი გუნდი გაინახევრა, რადგან: საქართველოში, ეროვნულ დონეზე თუ ვინმე უყვართ – სპორტსმენები საქართველოში თუ ვინმემ იცის შრომის, ტკივილს მორევის, ქვეყნისთვის თავის დადების ფასი – სპორტსმენებმა საქართველოს...
ერთპიროვნული დილა
გია ნემსაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ახლა კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მწვრთნელობაც კარგად შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მისი „დილა“ ერთპიროვნული ლიდერია და კერკეტ „მერანთან“ ოთხი გოლის გატანაც ხუმრობა არ არის. საინტერესოა, რომ ნემსაძის ოპონენტი ამჯერად გიორგი დარასელია გახლდათ, რომელთანაც შიდაქართლური კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია დაკავშირებული. შესანიშნავ ფორმაშია გორელთა უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი. 5 ტურში...
გუნდი-გოლი
ბერგამოს „ატალანტამ” ტურინის „იუვენტუსთან“ 2:2 ითამაშა და იტალიის ჩემპიონატების ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაც გაიმეორა. შეხვედრაში ანგარიში დუვან საპატამ გახსნა. ეს მისი მე-15 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს გატანილი იოსიპ ილიჩიჩს, ლუის მურიელის ანგარიშზე კი სულაც 17 გოლია. ამრიგად, „ატალანტა“ პირველი გუნდია 1952 წლის შემდეგ, ვისაც შემადგენლობაში 15 და მეტი გოლის გამტანი ერთბაშად სამი ფეხბურთელი ჰყავს....
შალვა და არასპორტული ფინტები
ზოგადად, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ პოლიტიკოსები არ ჩარეულიყვნენ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში. არ გამოდის. არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გამოდის. ეს თავისთავად ცუდია, მაგრამ მთლად უბედურებაა, როცა სპორტზე საუბარს ამ სფეროდან მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული ადამიანები იწყებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს პირველ ლეიბორისტზე მაქვს საუბარი. შალვა ნათელაშვილი აპირებს, მიმართოს ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის საერთაშორისო...









