„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ავლენს, სათავეს 1992-1993 წლების სეზონიდან იღებს. მასში სპორტული ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას და იმ პირველი გამოკითხვის რჩეული ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ქინქლაძე გახდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ტრადიცია დარჩა. მიზეზთა გამო 2008-2018 წლებში გამოკითხვა არ ჩატარებულა, შარშანწინ კი ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთის“ გვერდში დგომით, ტრადიცია...
კატეგორია: დავთარი
რას გვეტყვის 6 ერი ?!
მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა შემოდგომის ტესტების კალენდარი. ტესტები დაიწყება 24 ოქტომბერს და დამთავრდება დეკემბრის პირველ უქმეებზე. ამ პერიოდში დასრულდება ვაჟთა და ქალთა „ექვსი ერის თასები“- 2020 (24 და 31 ოქტომბერს) და მერე, 7 ნოემბერს დასვენების შემდეგ, გაიმართება ზედიზედ ოთხი სატესტო კვირა. ჰოდა, რა ხდება ახლა ჩვენს თავს? რა და ეს ოფიციალურად ჯერაც...
სიმართლე დეტალებში
საკალათბურთო ЦСКА-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში, თორნიკე შენგელიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ახსენა, ნაკრებში იმ შემთხვევაში გავუშვებთ, თუკი სანაკრებო მატჩი საკლუბოს არ დაემთხვევაო. „თორნიკე შენგელიასთან ვისაუბრეთ და სანაკრებო მატჩებზე მის გაშვებაზე თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი...
თბილისური ოთხები
მე-7 ტურის მთავარი მატჩი ბოლო სათამაშო დღეს გაიმართა. „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთმანეთს ორი ჯერაც წაუგებელი გუნდი ხვდებოდა. გორელებმა წინა ტურებში საკმარისი მარაგი შეიქმნეს და წაგების შემთხვევაშიც ლიდერად დარჩებოდნენ, მაგრამ, მასპინძლები, ცხადია, მინდორზე გასამარჯვებლად გავიდნენ. ანგარიში გორელებმა გახსნეს, ოღონდ… საკუთარ კარში გაიტანეს. გოლი ცოტა კურიოზული გამოვიდა. მასპინძელ ხურცილავას ბურთი...
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
სპირიტული სპორტი
გვიან რომ სჯობს, ვიდრე არასდროს, ეგრეა ჩვენი საქმე. ახალ საკალათბურთო კომპლექსზე უნდა მოგახსენოთ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ რომ შენდება. უფრო სწორად, ორი დარბაზი (3-ათას და 300 მაყურებელზე გათვლილი) უკვე მზად არის, 10,5-ათასიანმა არენამ კი კომპლექსს დასრულებული სახე უნდა მისცეს. ამ უკანასკნელის მშენებლობის იდეა მთლიანად ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატს უკავშირდება… მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი არის იმ...
ჩემი ძმა, სერხიო, ფენომენია!
როდესაც „რეალმა” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში „ვილიარეალს” 2:1 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახარებული ჩანდა. 172 სანტიმეტრიანი მოთამაშისთვის ეს გახლდათ მეორე ესპანური ოქრო და ალბათ განსაკუთრებულიც, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით ის ძირითადად კრიშტიანუ რონალდუს სახელთან არ არის დაკავშირებული. მას მერე, რაც პორტუგალიელი მეგავარსკვლავი 2018...
ჰენდერსონი დაბადებულიც არ იყო…
ეს, გამოცხადებული ტრიუმფის ქრონიკაა-„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია, უკვე ცხრამეტგზის… ძალიან ემოციური იყო საჩემპიონო თასის აღმართვა. მერსისაიდელთა კაპიტანმა, ეს პროცედურა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეოთხედ შეასრულა. წინა სამის უშუალო შემსწრე ათასობით ქომაგი იყო, თუმც ცარიელი ტრიბუნების წინ, წუხანდელი თასაღმართვა, მაინც ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რაკიღა, ოცდაათი წელიწადი ელოდნენ მერსისპირა წითელ ნაწილში ამ ზეობას. კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაბადებულიც...
ყველაზე მორიდებული დიადი
ზინედინ ზიდანი დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. ის „რეალის” მწვრთნელია და კლუბს ორჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კლუბთა მსოფლიო თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი და ორჯერაც ევროპის სუპერთასი მოაგებინა, მანამდე კი მადრიდელთა თეთრი მაისურით როგორც ფეხბურთელი სჩადიოდა სასწაულებს. ესპანურმა გაზეთმა „მარკამ” ზიდანის „იუვენტუსისა” და „რეალის” დროინდელი თანაგუნდელების გამონათქვამები შეკრიბა, რომელთაც ქვემოთ...
მზიანი დილა
ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...









