ბოლო დღეებია, ქართულ სპორტში მთავარი გასარჩევი ამბავი თორნიკე შენგელიას ЦСКА-ში გადასვლაა (კირილიცათი უკეთ იკითხება ამ კლუბის სახელი). პოსტებსა და კომენტარებში მიდის დამადლება, დაზომება, თუ ვინ უფრო დიდი ქართველია და ვის რა ამაგი აქვს სამშობლოს წინაშე. და ეს ყველაფერი, ცხადია, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ეპითეტების თანხლებით. თუმცა ეს წერილი თორნიკე შენგელიაზე არ არის და მის სახელს ქვევით ერთხელაც...
კატეგორია: დავთარი
ყველაზე ცნობილი რუსული სამი სიტყვის ნაცვლად…
ევროპული კალათბურთის ერთერთმა ყველაზე თვალსაჩინო მძიმე ფორვარდმა, ბევრი ქართველისთვის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო – რუსული არმიის გუნდს შეუერთდა და არ მგონია, სადაო იყოს ის ფაქტი რომ, პუტინ-ივანოვის მიერ ასე ბრენდირებულ-გაპიარებული ცსკა, სწორედაც რომ წითელი რუსული არმიის სახეა, იმ რუსული არმიისა, რომელიც საუკუნეა უმოწყალოდ გვავიწროვებს. არ მესმის მათი, ვინც სპორტს პოლიტიკისგან მიჯნავს, პუტინის საყვარელ ფალავნებს რომ ვაკრავთ...
ეს არის ზესტაფონი…
რომელ ლიგაშიც არ უნდა იყოს, „ზესტაფონი“ ყურადღებას იპყრობს. ეს ბრენდია. რამდენიმე ფაქტორია. არა მხოლოდ ორგზის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასები. კლუბს კარგი პირობები აქვს და მეტიც, ბალახის მოედნების მხრივ, საქართველოში საუკეთესოც კი. ლიგა 4-ისთვის ცოდოა… მითუმეტეს, ახლა კარგი გუნდიც შექმნეს. ნოსტალგიის ამბავიცაა. „ზესტაფონი“, „ამერი“, მათი დაპირისპირებები თასის ფინალებში და ჩემპიონატშიც. კლუბები სამომავლო ხედვით, პროფესიული მიდგომით და...
კახური არომატით
13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება… ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც...
მეთოდები დაგიძველდა, ლეო
რამდენიმე დღეა, საფეხბურთო ევროპა ერთსა და იმავე თემას სხვადასხვა ინტერპრეტაციით განიხილავს. კითხვა მარტივია: დატოვებს მესი „ბარსელონას“? ლეოს კონტრაქტს ვადა 12 თვის შემდეგ გასდის. ამ დროს არგენტინელი უკვე 34 წლის იქნება და სულ უფრო მცირდება ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობა. არადა, მესისთვის, რომელსაც უკვე ხუთი წელიწადია უმთავრესი ევროთასისთვის ხელი არ შეუვლია, ეს თემა იდეაფიქსად იქცა. „ბარსელონაში“ ოცნების...
კლოპი პენსიაში მიდის
იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად აქამდე დაუპყრობელი მწვერვალი დალაშქრა და დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც ირგუნებს. ასეთ დროს ერთობ მოულოდნელი იყო 53 წლის გერმანელის მხრიდან პენსიაზე საუბარი. „საკუთარ თავს სიბერეში მწვრთნელად ნამდვილად ვერ ვხედავ. როცა მწვრთნელობა დავიწყე, 33 წლის ვიყავი და ჩემ თავს ვუთხარი: „აჰა, შინაარსიანი და დატვირთული 25 წელიც დაიწყო.“ მას შემდეგ „მაინცში“ შვიდნახევარი...
რამდენს დაუქვითავენ ბასილაშვილს?
საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება. ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ...
ქართველები, უცხოეთში პირველები…
თორნიკე შენგელიამ ეპანეთის ჩემპიონატი რომ მოიგო, უკვე იცით. ისიც იცით, რომ თოკო პირველი ქართველია, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, თუმც ქართველები სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონებიც არიან… მოდით ერთად გავიხსენოთ და გადავავლოთ თვალი ვინ, სად და როდის გახდა ჩემპიონი უცხოეთში … ცხადია, ყველაზე ტიტულოვანი ზაზა ფაჩულიაა, რომელსაც თითებს NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭედი უმშვენებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი...
შავი პანტერა და მისტერ ვანტასტიკა
დღეს ნიდერლანდური ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავის დაბადების დღეა. პირველის სახელი – რიუტგერიუს იოჰანეს მარტინიუსი, ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ საკმარისია გვარი ვახსენოთ… რუუდ ვან ნისტელროი, ვინაც ფიფას ვერსიით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოთა ასეულში დაიმკვიდრა ადგილი. 1976 წლის 1 ივლისს პატარა ნიდერლანდურ ქალაქ ოსში დაბადებული რუდი სხვადასხვა დროს პსვ-ს, „მანჩესტერის“, „რეალის“, „ჰამბურგისა“ და „მალაგას“ სახელით ასამარებდა მეტოქეთა...
ჩემპიონ შენგელიას ადგილი გაუნთავისუფლეს
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. არადა, ჩემპიონობას ვინ დაეძებს, იყო მომენტი ფლეი ოფში „ბასკონიას“ მოხვედრაც კი სათუო იყო… თუმცა პანდემიამ ტურნირი გააჩერა. განახლებულ ფორმატში კი ვიტორიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტიტული დამსახურებულად მოიგეს. ჩემპიონატი ახლებური ფორმატით გაგრძელდა. „ბასკონია“ და „ბარსელონა“ ჯგუფში ერთად იყვნენ: კატალონიელებმა ყველა მოიგეს, ბასკებმა მხოლოდ „ბარსასთან“ დათმეს და მათი გზები...









