109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...
კატეგორია: დავთარი
გვარდიოლამ ჩელსის დაუთმო?
უპირველესად, რა თქმა უნდა, “ლივერპულს” უნდა მივულოცოთ ტრიუმფი. ასეთი ჰანდიკაპით პრემიერლიგა ჯერ არავის მოუგია. თუმცა, ყოველთვის არსებობს “თუმცა”. სამ ათეულ წელზე მეტია, მერსისაიდელებს ვქომაგობ და ძალიან მინდოდა, “ლივერპულს” ტიტული საკუთარი შეხვედრის დასრულებისას გაეფორმებინა. თანაც, არა რომელიმე რიგითი შეხვედრის, არამედ 2 ივლისს უშუალო კონკურენტ “სიტისთან” მისსავე “ეტიჰადზე” საფინალო სასტვენის შემდეგ. ეს უკვე ზეტრიუმფი იქნებოდა. არადა, ორად...
109 დღე
კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში...
რატომ არ გადავიდა ლევანდოვსკი რეალში
რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა გაიხსენა, თუ რა ახლოს იყო პოლონელი ფორვარდი „რეალში” გადასვლასთან. ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გოლების მანქანადაა ცნობილი და რაა გასაკვირი, რომ მადრიდიდან მას სულ უტრიალებდნენ, გადაბირება სურდათ. პირველად „სანტიაგო ბერნაბეუზე” პოლონელით 2013 წელს დაინტერესდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მერე. მაშინ ფორვარდი „დორტმუნდში” თამაშობდა და „რეალს” ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი გაუტანა. თამაში დასრულდა...
რვაფეხა ლისაბონი
უეფამ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების თაობაზე გადაწყვეტილება 17 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის თაობაზე ესპანური მედია წერს. ესპანელებისთვის ეს საკითხი იმიტომ იყო საინტერესო, რომ უეფა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დასრულებას ლისაბონში გეგმავდა, თუმცა შემდეგ საქმეში მადრიდიც ჩაერთო და მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, უეფამ ესპანელთა სურვილი არ გაითვალისწინა და მხოლოდ ლისაბონზე...
მაგიდა, ფული, გაცვლები
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სატრანსფერო ფანჯრის კალენდარი გამოაქვეყნა – გუნდებს ახალი ფეხბურთელების დამატება 1 სექტემბერიდან 5 ოქტომბრამდე შეეძლებათ. ყველაზე მეტად ტურინის „იუვენტუსისა“ და „რომას“ გააქტიურებას ვარაუდობენ. იტალიურმა მედიამ მთელი სია ჩამოწერა, სადაც გუნდები ერთმანეთის ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულნი. რომაელებს ტურინიდან როლანდო მანდრაგორა, კრისტიან რომერო, ფედერიკო ბერნარდესკი და დანიელე რუგანი სურთ, ხოლო „იუვენტუსს“ დედაქალაქური კლუბიდან ჯასტინ კლიუვერტი, ჩენგიზ...
წარმოიდგინეთ, რომ იუვენტუსი ხართ
დღეს 6 ივნისია ანუ ზუსტად 5 წელი შესრულდა მას მერე, რაც „ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს გაიმარჯვა. ეს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოხდა. ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართა. „ბარსამ”, რომლის თავდასხმაში ლეო მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი თამაშობდნენ, „იუვენტუსს” მოუგო 3:1. ამ გამარჯვების ხუთიწლისთავთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს Barcelona TV-მ კომენტარი სთხოვა და მანაც საინტერესო დეტალი გაიხსენა. ლუის ენრიკე:...
სად წაიყვან სადაურსა
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” 2009 წლის ზაფხულში გადავიდა. „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში პირველი თამაში მან 20 ივლისს, დუბლინში, „შემროკ როვერსის” წინააღმდეგ ითამაშა, მავანმა ჟურნალისტებმა კი ამ მოცალეობის ჟამს გადაწყვიტეს მისი იმდღევანდელი თანაგუნდელები მოეძიებინათ. ირჟი დუდეკი (მეკარე) — პოლონელმა 2005 წელს „ლივერპულისა” და „მილანის” ლეგენდარულ ფინალში პენალტები მოიგერია და მერსისაიდური გუნდის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. 2007...
კაი ბიჭი
„ლევერკუზენში“ კაი ჰავერცის დებიუტი 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბრემენის „ვერდერთან“ 2:1 მოგებული შეხვედრისას შედგა. მაშინ, ის 17 წლისა და 126 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ფარმაცევტების“ ფორმა მოირგო. ლევერკუზენელთა ტალანტმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, აქამდე არავინ ყოფილა, ამ ასაკში 35 გოლი გაეტანა. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის დიდებულ ფორმაში...
სპორტი, დისტანცია, ჰიგიენა
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტი ნელ-ნელა ისევ უბრუნდება გულშემატკივრებს. მართალია, ჯერ შეზღუდული ფორმით, მაგრამ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა დროებითი პროტოკოლი. საქართველოს მთავრობის შემუშავებული დროებით პროტოკოლის თანახმად, სპორტულმა ფედერაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ იმ რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. სპორტი...









