რვაფეხა ლისაბონი

Home დავთარი რვაფეხა ლისაბონი
რვაფეხა ლისაბონი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების თაობაზე გადაწყვეტილება 17 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის თაობაზე ესპანური მედია წერს.

ესპანელებისთვის ეს საკითხი იმიტომ იყო საინტერესო, რომ უეფა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დასრულებას ლისაბონში გეგმავდა, თუმცა შემდეგ საქმეში მადრიდიც ჩაერთო და მასპინძლობის სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, უეფამ ესპანელთა სურვილი არ გაითვალისწინა და მხოლოდ ლისაბონზე იმსჯელა.

Video - Barcelona, and Messi come from behind to draw 1-1 with ...ახლა ფორმატი ტურნირის მერვედფინალის დარჩენილი თამაშები 8 და 9 აგვისტოს ჩატარდება, 12 აგვისტოს კი, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მინი-ტურნირი დაიწყება. 8 საუკეთესო გუნდი ფლეი ოფის სისტემით ითამაშებს. ანუ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საუკეთესოებს თითო-თითო მატჩი გაარკვევს. ეს ტურნირი „რვათა ფინალად“ მოინათლა.

შეხევედრები „ჟოზე ალვალადესა“ და „ეშტადიუ და ლუჟზე“ მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო გამოცხადებულ იძულებით შესვენებამდე მერფვედფინალში გასვლა პსჟ-მ, ატლეტიკომ, ლაიფციგმა და ატალანტამ მოასწრეს.

ჩასატარებელია მერვედფინალის ეს საპასუხო მატჩები

„ბაიერნი“-„ჩელსი“ (პირველი მატჩი 3:0);

„ბარსელონა“-„ნაპოლი“ (1:1);

„იუვენტუსი“-„ლიონი“ (0:1);

„სიტი“-„რეალი“ (2:1);

საბოლოო გადაწყვეტილებას უეფამ 17-18 ივნისს მიიღებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.