ადრეც ვწერდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მონაწილეები, ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ 1 მარტს ლიგა 1-ში ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო რამდენიმე დღეში მათ უკვე „დორტმუნდთან’’ და ლივერპულთან’’ უწევთ მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება. პარიზელებს მერსისაიდელებთან შეხვედრამდე კიდევ არა უშავთ, ოთხი დღე აქვთ დასასვენებლად და მოსამზადებლად, „ლილს’’ კი დორტმუნდში თამაშამდე სამ დღეზე მეტი არ რჩება. გადატვირთული...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
აღდგება კვარასა და ოსიმენის წყვილი?
ფრანგულ მედიაში დაირხა ხმა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებიდან ექვს თვეში „პარი სენ ჟერმენი’’ ვიქტორ ოსიმენსაც იყიდის და „ნაპოლის’’ მრისხანე წყვილს აღადგენს. 26 წლის ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში’’ თამაშობს, სადაც თურქეთის ჩემპიონატის 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. როგორც ამბობენ, მისი მომავალი ივნისამდე არ გაირკვევა. დიდი ალბათობით ნიგერიელი უმაღლეს ევროპულ დონეს დაუბრუნდება. „ნაპოლის’’...
პრეზიდენტმა მიქაუტაძის გოლი ვერ ნახა
კვირას ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ მონპელიეში შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია (4:1). ეს გახლდათ გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება ლიგა 1-ში, მაგრამ ამ მატჩმა კლუბის ამერიკელი მეპატრონისთვის ჯონ ტექსტორისთვის რთულად ჩაიარა. დღეს, როდესაც „ლიონს’’ მიჯრით ორი გამარჯვების შემდეგ „პარი სენ ჟერმენთან’’ ელის დაპირისპირება, ტექსტორს სადარდებელი გამოუჩნდა: ნახავს კი თამაშს თავიდან ბოლომდე? თურმე ნუ იტყვით და beIN Sports-მა „მონპელიესთან’’ შეხვედრის...
ნაპოლისთვის იტალიის ჩემპიონობა ყოველდღიური ამბავი არ არის
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლას ისევ ვერ შეგუებიან. პორტალი Areanapoli სოციალურ ქსელებს აკვირდება. ის წერს, რომ პარიზელ ფანებს ქართველი ფეხბურთელი უკვე შეუყვარდათ. პსჟ-მ გულშემატკივრებს „ნაპოლის’’ ყოფილი 77 ნომრის ვიდეო შესთავაზა, რომლის ქვეშაც ასეთ კომენტარებს ვხვდებით: „თუ ნეაპოლში ის კვარადონა იყო, ჩვენკენ რონალდინიომ გაიარა და ვინაიდან ზოგიერთი ჯადოქრული მოქმედებით კვარა მას გვაგონებს, ჩვენ მას...
ასეთი გოლებისთვის იყიდა კვარა პსჟ-მ
პროფესიული ფეხბურთის სამყარო დაუნდობელია. ფრანგული foot01 წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ეს რომც არ სცოდნოდა, „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ გაიგებდა. ორი-სამი თამაში საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საფრანგეთში წუწუნი დაეწყოთ, ნასერ ალ-ხელაიფი და ლუის კამპოსი შეცდნენ, 70 მილიონი გადაყარეს, „ნაპოლიდან’’ ქართველი წამოსაყვანი არ იყოო. ჩასაფრებული ადამიანები ამბობდნენ, რომ ლუის ენრიკეს მიერ მოწონებული ფეხბურთელის ტრანსფერი შეცდომა გამოდგა,...
ლუის ენრიკე: კვარაცხელია ხანგრძლივი პროექტისთვის ჩამოვიყვანეთ
საფრანგეთის თასზე „ლე მანთან’’ 2:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში „ბრესტთან’’ შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის ჩემპიონატს უბრუნდება: დღეს „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელები „მონაკოს’’ მასპინძლობენ. პსჟ-მ მიმდინარე სეზონში სამთავროს გუნდს უკვე ორჯერ მოუგო: სტუმრად ლიგა 1-ის შეხვედრაში და დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე. ამჯერად გუნდებს ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში უწევთ დაპირისპირება. გუშინ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ემრიკემ მატჩისწინა...
დეშამი დემბელეს ცენტრფორვარდად ვერ ხედავს
ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ 9 ნომერი ოსმან დემბელე გახდა. მან ახალ პოზიციაზე ფეხი მყარად მოიკიდა, გოლები გაიტანა. ზედიზედ ორჯერ, „შტუტგარტთან’’ ჩემპიონთა ლიგასა (4:1) და „ბრესტთან’’ ლიგა 1-ში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც 2025 წელი დაიწყო, მასზე მეტი ევროპის ლიგებში ვერავინ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისთვის დიდიე დეშამისთვის ეს არგუმენტი არ არის. ის დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად...
დაცვას მიხედეთ, პარიზელებო, დაცვას!
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „პარი სენ ჟერმენმა’’ თავდასხმა დააკომპლექტა. როგორც ფრანგული მედია წერს, ახლა საჭიროა ქართველის ექვივალენტის პოვნა დაცვაში. კარგი იქნებოდა პარიზელებს ეს იანვარშივე მოეხერხებინათო, – წერენ ფრანგი ჟურნალისტები. საქმე ის არის, რომ სლოვაკი მილან შკრინიარი „ფენერბაჰჩეში’’ გადადის. პსჟ-ს მთავარი კვაჭი ლუიშ კამპოსი ძალას არ იშურებს, რომ მისი შემცვლელი მოძებნოს, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ გამოდგა,...
კვარა, პარიზი, ყატარი
პარი სენ ჟერმენმა ყატარის ავიახაზებთან სპონსორული ურთიერთობა 2028 წლამდე გააგრძელა. ყატარის ავიახაზები, რომელიც Skytrax ვერსიით 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომოპანიად დასახელდა, თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს Qatar Duty Free-სა და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს და პსჟ-ს სატიტულო სპონსორი 2020 წლიდან გახლავთ. ახალი ხელშეკურლებით ყატარის ავიახაზების ლოგოტიპი დატანილი იქნება პარი სენ ჟერმენის მთლიან საკლუბო ეკიპირებაზე, პარკ დე პრესისა და კლუბის საწვრთნელ...
კვარაცხელია: ბოლოს ერთი თვის წინ ვითამაშე
ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის დედაქალაქის კლუბში დებიუტით კმაყოფილი დარჩა. „რეიმსთან’’ მატჩის (1:1) შემდეგ, მიქს-ზონაში მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება პსჟ-ს მაისურით ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ? ბედნიერი ვარ განსაკუთრებულ გულშემატკივრებთან, განსაკუთრებულ გუნდთან, განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან რომ ვიმყოფები. მოედანზე როგორ გრძნობდით თავს? კარგად....









