კვირას ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ მონპელიეში შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია (4:1). ეს გახლდათ გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება ლიგა 1-ში, მაგრამ ამ მატჩმა კლუბის ამერიკელი მეპატრონისთვის ჯონ ტექსტორისთვის რთულად ჩაიარა.
დღეს, როდესაც „ლიონს’’ მიჯრით ორი გამარჯვების შემდეგ „პარი სენ ჟერმენთან’’ ელის დაპირისპირება, ტექსტორს სადარდებელი გამოუჩნდა: ნახავს კი თამაშს თავიდან ბოლომდე? თურმე ნუ იტყვით და beIN Sports-მა „მონპელიესთან’’ შეხვედრის დიდი ნაწილი უბრალოდ არ გადასცა.
ტექსტორმა თამაშის დღეს სოციალურ ქსელში აღშფოთება ვერ დამალა: „მონპელიესა’’ და „ლიონის’’ შეხვედრის 38-ე წუთია, beIN Sports-ი კი კვლავ დაუსრულებელ რეკლამებს გადასცემს. და ეს ტელეკომპანია ცდილობს დამაჯეროს, რომ აშშ-ში ის სპორტული მაუწყებლობის ლიდერად მიაჩნიათ? ანგარიში უკვე 1:1-ია, მაგრამ შეერთებულ შტატებში არავის უნახავს ამ ამაღელვებელ თამაშში გატანილი ორი გოლი. beIN Sports-ის ბიუჯეტური ქსელური კომპიუტიზირებული მაუწყებლობა დიდებული ფრანგული ლიგის ხარისხს დაბლა აგდებს’’.
საფრანგეთში წერენ, რომ ტექსტორის ეს მკაცრი განცხადება beIN Sports France-სგან რეაგირებას მოითხოვს. ქვეყანაში კლუბებსა და სპორტულ მაუწყებლებს შორის ცუდი ურთიერთობებია. არც ახალი ფიასკოა გამორიცხული, როგორიც Mediapro-ს შემთხვევაში იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
