ფრანგულ მედიაში დაირხა ხმა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებიდან ექვს თვეში „პარი სენ ჟერმენი’’ ვიქტორ ოსიმენსაც იყიდის და „ნაპოლის’’ მრისხანე წყვილს აღადგენს. 26 წლის ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში’’ თამაშობს, სადაც თურქეთის ჩემპიონატის 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. როგორც ამბობენ, მისი მომავალი ივნისამდე არ გაირკვევა. დიდი ალბათობით ნიგერიელი უმაღლეს ევროპულ დონეს დაუბრუნდება. „ნაპოლის’’ მასთან დაკავშირებით უკვე უკავშირდებიან.
თურქი ჟურნალისტის იაგიზ საბუნჩუოღლუს ცნობით აურელიო დე ლაურენტისს „მანჩესტერ იუნაიტედი’’ შეეხმიანა. კონტაქტი ჯერჯერობით ზეპირი იყო, მაგრამ მანჩესტერელები ოსიმენის მსურველთა შორის მარტონი არ არიან. კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელის ყიდვა „პარი სენ ჟერმენსაც’’ უნდა. პარიზელთა მთავარმა კვაჭმა ლუის კამპოსმა გასული წლის ზაფხულშიც დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ მაშინ ლუის ენრიკემ გააჩერა. ახლა რა ხდება? ნუთუ ესპანელმა მწვრთნელმა აზრი შეიცვალა?
„ორივე კლუბმა გამოთქვა მისი კონტრაქტის გამოსყიდვის მზადყოფნა’’, – დაწერა საბუნჩუოღლუმ და დასძინა, რომ მანჩესტერელთა მწვრთნელი რუბენ ამორიმი უპირველეს ყოვლისა თავდასხმის გაძლიერებას აპირებს. ახლა საინტერესოა, ამ ორიდან რომელ კლუბს ამოირჩევს ნიგერიელი, თუმცა ბუნებრივია საკითხის მოგვარებაში ბევრი სხვა კომპონენტიც ითამაშებს როლს. როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „პარკ დე პრენსზე’’ ძველი „სერიალი’’ განახლდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/10/2026 | 12:21ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
სიახლეები05/10/2026 | 08:21ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
ინტერვიუ05/10/2026 | 06:45ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:47ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
