ჯონ ტექსტორი ექსტრავაგანტური კაცია, რომელიც სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება და მედიასაც ამიტომ უყვარს. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „ლიონის’’ პრეზიდენტი იყო, RMC sport-ის გადაცემა Rothen s’enflamme-ში მონაწილეობდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ „ლიონის’’ პრეზიდენტის რანგში თავის წინამორბედს ჟან-მიშელ ოლას დაესხა თავს, შემდეგ კი… დონალდ ტრამპსაც გადასწვდა. ტრამპის შვილები მისი მეზობლები ყოფილან. „ტრამპზე მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობ, ―...
ჭდე: ჯონ ტექსტორი
ლიონი ევროპის ლიგაში ითამაშებს
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონში’’ მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ კლუბის ამერიკელი მეპატრონე ჯონ ტექსტორი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს. ამასობაში ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ეს კაცი რონისპირელთა სათავეში შეიძლება დიდხანს აღარც იდგეს. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გასული „ლიონი’’ ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „ლიონი” იმედოვნებს, რომ აპელაციის განხილვამდე მეტი...
ლიონში მღელვარებაა მოსალოდნელი
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ შაბათს, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრაში „გრუპამა სთეუმზე’’ „ანჟეს’’ უმასპინძლებს და არის საშიშროება, რომ ტრიბუნები კლუბის მეპატრონის ამერიკელი ჯონ ტექსტორის წინააღმდეგ ობსტრუქციას მოაწყობენ. წინა ტურში „ლიონმა’’ მონაკოში ითამაშა და მიუხედავად იმისა რომ სტუმრად იყვნენ, ლიონელმა გულშემატკივრებმა ტექსტორს „ლუი II’’-ის სტადიონზეც უსტვინეს. ამერიკელმა ვითარების ჩაცხრობა სცადა, ფანებთან მივიდა და ფანებს კლუბის ყველანა...
ლიონის საქმე ცუდად არის
„ლიონის’’ საქმე რთულად არის, რაც ქართველ გულშემატკივარს არ სიამოვნებს, რადგან ამ გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს. პაულუ ფონსეკას ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა გაიკვალონ გზა ჩემპიონთა ლიგისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს ზაფხულში წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს; თუ ფულს ვერ იშოვის ეგრეთწოდებული მაკონტროლებელი ორგანოებისგან ძლიერ დაისჯება. სწორედ ამის შესახებ სთხოვეს კომენტარი ლიონელთა საქმეებში ჩახედულ ჟურნალისტ დანიელ რიოლოს,...
პრეზიდენტმა მიქაუტაძის გოლი ვერ ნახა
კვირას ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ მონპელიეში შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია (4:1). ეს გახლდათ გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება ლიგა 1-ში, მაგრამ ამ მატჩმა კლუბის ამერიკელი მეპატრონისთვის ჯონ ტექსტორისთვის რთულად ჩაიარა. დღეს, როდესაც „ლიონს’’ მიჯრით ორი გამარჯვების შემდეგ „პარი სენ ჟერმენთან’’ ელის დაპირისპირება, ტექსტორს სადარდებელი გამოუჩნდა: ნახავს კი თამაშს თავიდან ბოლომდე? თურმე ნუ იტყვით და beIN Sports-მა „მონპელიესთან’’ შეხვედრის...
მიქაუტაძის მწვრთნელი მოხსნეს
სტამბოლში „ფენერბაჰჩესა’’ და „ლიონის’’ ევროლიგური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუს მხარდაჭერამ პიერ საჟს ვერ უშველა: „ეკიპის’’ ცნობით ის ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის მწვრთნელობიდან მოხსნეს. კვირას „ნანტთან’’ 1:1 მისთვის ამ პოსტზე ბოლო მატჩი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ „ლიონი’’ „ნანტს’’ 90-ე წუთამდე უგებდა. მას მერე, რაც მეოთხე ლიგელ „ბურჟუან ჟალიუსთან’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში პენალტებით წააგო, საჟმა იცოდა, რომ მისი სამსახურის...





