„არსენალის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „ლივერპულის’’ შემდეგ „პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ინგლისურ გუნდთან მოუწევს თამაში: მეოთხედფინალში „ასტონ ვილას’’ ბარიერი ექნება გადასალახავი. პარიზელები ბირმინგემელებთან ცხადია ფავორიტებად მიიჩნევიან. „მერსისაიდელებთან’’ ჩატარებული ორი შესანიშნავი თამაშის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენს, რომ პსჟ-მ შეიძლება წააგოს გუნდთან, რომელიც მათ მიერ ძლეულ მეტოქეს პრემიერლიგის ცხრილში 25 ქულით ჩამორჩება. Canal+ -ის კონსულტანტმა და ყოფილმა...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
თეომ და მალდინიმ რაღაც ილაპარაკეს
„მილანში’’ ფრანგი ლატერალისთვის თეო ერნანდესისთვის შესაძლოა ბოლო გაზაფხული დადგა. მისი მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით კლუბთან ჯერჯერობით მძიმედ მიმდინარეობს. ამას ემატება ფეხბურთელის რამდენიმე საქციელი რომელმაც კლუბი გააღიზიანა და ბოლოს — მისი თამაში ხშირად ძველებურ სტანდარტს აღარ შეესაბამება. არადა, ერნანდესისგან „სან სიროზე’’ სხვა დონის ფეხბურთს არიან დაჩვეულები. „ლეჩესთან’’ შეხვედრაშიც კი რამდენიმე გაბრწყინების მიუხედავად მარსელში დაბადებულ-გაზრდილი ვარსკვლავის თამაში...
ლივერპულელები პსჟ-ს შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ ბევრს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულისთვის’’ წინააღმდეგობის გაწევას. დღეს გულშემატკივართა დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რამდენად შეძლებენ მერსისაიდელები პარიზელთა იმ ფეხბურთთან გამკლავებას, რომელიც მათ „პარკ დე პრენსზე’’ აჩვენეს. მიუხედავად 0:1 მარცხისა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს პსჟ-ს ფეხბურთელების ოსტატობა ლივერპულელმა მოთამაშეებმაც...
საფრანგეთის შსს ხუთი დაჯგუფების წინააღმდეგ
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება უახლოეს დღეებში ფეხბურთის ოთხი კლუბის გულშემატკივართა ხუთი დაჯგუფება დაშალოს. ესენია: „ბრიგადა ლუარი’’ (ნანტი), „ჯადოსნური ფანები’’ და „მწვანე ანგელოზები’’ (სენტ ეტიენი), „დამრღვევები’’ (სტრასბურგი) და „ლეგიონ X’’ (ფკ პარიზი, ლიგა 2). ჩამოთვლილ ფან-კლუბებს რვაკაციანი კომისიის წინაშე თავის მართლების შესაძლებლობა მიეცემათ. პროცესი 2024 წლის ბოლოდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ჩრდილი გულშემატკივართა ცხრა გართიანებას მიადგა,...
პეტი: ალისონს ჩვეულებრივი დღე რომ ჰქონოდა…
არ ცხრება „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ შეხვედრის გამოხმაურება. მოგეხსენებათ, პარიზელებმა „პარკ დე პრენსზე’’ უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად ინგლისურ გუნდთან 0:1 წააგეს. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა, რომლის შესახებაც წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ ასე თქვა: „პარიზელებმა „ლივერპული’’ ძლიერად შეაქანეს. ამ სეზონში მე ასეთი რამ არ მინახავს. თქვენ კიდევ...
როდის დაბრუნდებიან ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელები?
„ნაპოლის’’ ფეხბურთელებს ანტონიო კონტემ ორდღიანი დასვენება მისცა, რის შემდეგაც ისინი კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდნენ. „აძურას’’ შემდეგი შეხვედრა კვირას „ფიორენტინასთან’’ ელის. ამ მატჩთან დაკავშირებულ ინფორმაციაში Sky სპორტმა დაწერა: „ფლორენციელების წინააღმდეგ კონტეს არ ეყოლებიან საუკეთესო ფეხბურთელები, როგორებიც არიან დავიდ ნერეში, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა და პასკუალე მაცოკი’’. როდის დაუბრუნდებიან მოედანს ჩამოთვლილი ფეხბურთელები? – კითხულობს საიტი areanapoli...
ჩალჰანოღლუ თუ ლობოტკა?
„გაძეტა დელო სპორტთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდზე „ნაპოლიზე’’ და მის „ინტერთან’’ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. …ორი გუნდის ასეთ დაპირისპირებას არ ველოდი, – თქვა ლიპიმ, – მჯეროდა, რომ ფავორიტები „ინტერი’’, „ნაპოლი’’ და „იუვე’’ იყვნენ, მაგრამ ინძაგის გუნდი კონკურენტებს სჯობს. მას ახლაც შეუძლია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამასობაში „ნაპოლიმ’’ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და...
ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!
კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს...
ოსიმენის 95 პროცენტი
ვიქტორ ოსიმენს თურქეთში დიდებული სეზონი აქვს. „გალათასარაის’’ თავდამსხმელმა სუპერლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი ჩააწოდა. ევროლიგაზე მან 7 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი მიითვალა ― დიდებული შედეგია. სეზონის ბოლოს ნიგერიელი ვარსკვლავი შეეცდება მის მფლობელ კლუბს „ნაპოლის’’ შეუთანხმდეს და ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე მისთვის სასურველ კლუბში გააყიდინოს თავი....
ლუის ენრიკე: ხვიჩა ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის
„ლიონისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა პირველ ტაიმში დუნე იყო, შესვენების შემდეგ კი ხუთგოლიან სანახაობად იქცაო, წერს „პარიზიენი’’ და დასძენს, რომ დაძაბულობის მიუხედავად კლუბებს შორის არსებულმა სხვაობამ შეხვედრის ბედი მაინც სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა (3:2). საფრანგეთის დედაქალაქის გუნდი დაჟინებით მიიწევს ისტორიაში მე-13, მიჯრით კი მეოთხე ტიტულისკენ. მატჩის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა: ეს შეხვედრა...









