ეს იყო საფრანგეთში. 1997 წელს. არაოფიციალურ ტურნირზე, რომელსაც სახელიც მარტივი დაარქვეს: “ტურნუა დე ფრანს”. მასპინძლების გარდა მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებები. “ტურნუას” მიზანი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება გახლდათ. 98-ის მუნდიალი იქვე, საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო. “ტურნუას” ჩემპიონი გახდა ინგლისი, მეორეზე გავიდა ბრაზილია, მესამეზე საფრანგეთი და მეოთხეზე “სკუადრა აძურა”, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამ შეჯიბრებიდან...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
იყიდება მარადონა გაზზე
კარგად მოიჩხრიკეთ ჯიბეები და ზედმეტი 300 ათასი არგენტინული პესო ან 17 000 დოლარი თუ მოგეძევებათ, შეგიძლიათ იყიდოთ 1986 წლის „ფორდ სიერა X4“, რომელიც მარადონას მამას, დონ დიეგო მარადონას ეკუთვნოდა. უძრავ-მოძრავი ქონების არგენტინულ საიტზე მავანმა „მირკომ“ გასაყიდად გამოიტანა 1986-წლის გამოშვების „ფორდი“. ირკვევა, რომ დონ დიეგოს ავტომანქანა 1986 წლის 2 თებერვალს უყიდია. იმავე წლის ზაფხულში მისმა გენიოსმა...
არავითარ შემთხვევაში არ გენტინა!
არგენტინაში, პრიმერა დივიზიონის შეხვედრის დროს, „ატლეტიკო პატრონატოს“ ხულიგან ფანებს ტრიბუნაზე მსხდომი ჩვეულებრივი ბავშვები მოწინააღმდეგე გუნდის, „უნიონ სანტა ფეს“ გულშემატკივრები ეგონათ და დანებით დაესხნენ თავს. შედეგად, 10-15 წლის რვა ბავშვი და მათი თანმხლები უფროსი საავადმყოფოში მოხვდნენ. დაზარალებულები ბავშვთა გუნდიდან, „დეპორტივო სტრობელიდან“ იყვნენ. ისინი სტადიონზე დიდი ფეხბურთის სანახავად ადგილობრივმა მთავრობამ დაპატიჟა. ცოდვის ტრიალი კი მაშინ დაიწყო, როდესაც...
ტორპედო, დეიმატე მაგი !
საქართველოში, მატჩისას თუ მატჩის შემდეგ მოედანზე შევარდნილი ბავშვები აღარავის უკვირს. ზოგი ნიძლავზე შერბის, ზოგი მაისურისთვის, ზოგიც ალბათ, სტიუარდებთან დაჭერობანას სათამაშოდ. ერთი ქართველი გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს ფეხებშიც კი ჩაუვარდა… „დინამო“ – „ტორპედოს“ საჩემპიონო თამაში კი რამდენიმე წუთის დამთავრებული იქნებოდა, როცა 10-12 წლის ბიჭი შეიჭრა მინდორზე და სტიუარდებთან დაჭერობანა გააჩაღა. ისე ყოჩაღად უსხლტებოდა სამ კაცს, როგორც ჩარლი...
ცხვირი გავს? გავს…
კაზუსები და უცნაურობები მარტო ჩვენში არ ხდება. აი, წლეულს მარტში პორტუგალიის კუნძულ მადეირას აეროპორტს იქაურობის ყველაზე გამოჩენილი მკვიდრის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდეს და შენობაში მისი ბიუსტიც დადგეს. თუმცა, ნაკეთობა ისეთი უგვანი და უგემოვნო გამოვიდა, რომ სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა. მერე აღმოჩნდა, რომ ბიუსტი აეროპორტის ყოფილ დამლაგებელ, 40 წლის მანუელ სანტუშს 15 დღეში გაუკეთებია...
ტექნოლოგიები შტეფსელში, ესპანელებო!
შტეფსელი (Stöpsel) გერმანული სიტყვაა და კედელში ჩამაგრებულ იმ მოწყობილობას ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც გადასატან ელექტრო ხელსაწყოს ქსელში რთავენ. იგივეა, რაც როზეტი. ჰოდა, ვინაიდან ფეხბურთში ბოლოხანს შემოტანილი კარის ხაზის ტექნოლოგია გადასატანი ელექტრო ხელსაწყოა, კარგი იქნება ესპანეთის ლა ლიგაში მას შტეფსელში (იმავე როზეტში) თუ შეაერთებენ, თორემ მსოფლიოს ერთ ერთი — ან ერთ-ერთის გარეშე — ყველაზე ძლიერი ლიგა ვერ ხვდება გოლი...
ორგზის ოლიმპიური ბეჭზე დავდეთ
სატესტო შეჯახებაში აშშ-ის ნაკრების ძლევამ გული კი მოგვფხანა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელებს ტიტულებით ბევრი ვერ დაეტოლება. იყო დრო, როცა რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა და მაშინ ამ სახეობაში ჰეგემონი სწორედ აშშ იყო. 1920 წელს ამერიკის სარაგბო ნაკრები ჩემპიონი ბელგიურ ანტვერპენში გახდა და ტიტული ოთხი წლის შემდეგ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დაიცვა… არაფერს ვაჭარბებთ, მაგრამ...
კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას ბავშვია ?
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა რადიო „EUROPE 1”- თან ინტერვიუში ძველი ამბავი გაიხსენა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას აშშ-ში, სეზონის წინა შეკრებისას მოხდა. გვარდიოლას აბიდალისთვის უთქვამს, ტიერი ანრის ფრანგულად ნუ ელაპარაკები, ესპანურად ისაუბრეთო, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ ჯერ ერთი, ეგრე ნუ მელაპარაკები, ბავშვი არ ვარ, და მეორე – თუ მე ანრისთან ფრანგულად საუბარს მიკრძალავ, კატალონიელი...
აბა, ვინ გააფრთხილეს ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში?
შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც უკვე 36 წლისაა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ისტორიის კარი შეაღო — გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში შვიდი სხვადასხვა გუნდის სახელით ითამაშა. იბრაჰიმოვიჩმა ეს რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, „ბაზელთან“ შეხვედრის დროს დაამყარა. წინა ექვსი გუნდი იყო: „პარი სენ ჟერმენი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „აიაქსი“. შვედის...
რობინიო ქალს უარობს
„მილანის“ ყოფილ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ გაუპატიურებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასულ ხუთშაბათს გამართულ პროცესზე პროკურორმა 10 წლიანი პატიმრობა მოითხოვა ბრაზილიელისთვის, მოსამართლემ კი 9 გადაწყვიტა. „ატლეტიკო მინეიროს“ ფეხბურთელმა განაჩენის შესახებ იმ დრო შეიტყო, როცა ვარჯიშზე მიდიოდა. რობინიო უარყოფს ბრალდებას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი ადვოკატები საამისოდ ქაღალდებს უკვე აგროვებენ. კლუბი თავს იკავებს კომენტარებისგან,...









