“რეალის” თოთხმეტმა ვარსკვლავმა “აუდისგან” საჩუქრად ძვირი ავტომობილები მიიღო. ყველაზე ზეპური მანქანა კრიშტიანუ რონალდუს ერგო. მოგეხსენებათ, გერმანული საავტომობილო კონცერნი ესპანეთის ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის სპონსორია და ფეხბურთელებს ხშირად ჩუქნის ახალ მანქანებს. რონალდუს რომელმაც ამ დღეებში ერთ-ერთი თავისივე რეკორდი მოხსნა, RS7-ის სპორტული ვერსია ხვდა. რეკორდი კი ასეთია: სამშაბათს მადრიდელებმა “აპოელთან” 6:0 გაიმარჯვეს, ექვსიდან ორი პორტუგალიელმა გაიტანა,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ციხეს რად უნდა რკინის კარები…
“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ციხეშია, ხოლო საქმის გაჭიანურებული განხილვა მის ოჯახზე გამანადგურებლად მოქმედებს. როსელი მიმდინარე წლის 23 მაისს დაიჭირეს, მის საბანკო ანგარიშებს კი ყადაღა დაადეს. შედეგად, “ბლაუგრანას” 2010-2014 წლების შეფის ცოლ-შვილი ახლობლების კმაყოფაზე აღმოჩნდა. როსელის ვექილი პაუ მოლინსი ამბობს: “ციხეში გატარებული ექვსი თვე პატიმრის ოჯახისთვის დრამაა. ჩემს კლიენტს ყველა ანგარიში გაუყინეს. მის ცოლ-შვილს სხვები...
ყველგანმავალი მახათი
რა აკეთოს უსაქმოდ დარჩენილმა 36 წლის კაცმა თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთიდან გააძევეს? ქომაგის ჩაწიხვლისთვის „მარსელიდან“ მოკვეთილმა პატრის ევრამ საუცხოო გამოსავალი მოძებნა – ფორმის შესანარჩუნებლად „ჯიპი“ ჩაიბა, მის სახურავზე ფიზმომზადების მწვრთნელი შესვა და ასე მხიარულად, „ჯიპის“ თრევით ვარჯიშობს. „ცხოვრება ზოგჯერ შეიძლება მძიმე გეჩვენოს, მაგრამ ღიმილი უნდა შეინარჩუნო“ – თქვა ფრანგმა, რომელიც უეფამაც დასაჯა და 2018 წლის...
ბიელსა გიჟია და თავისი პრინციპები აქვს!
62 წლის არგენტინელი მწვრთნელი, “ელ ლოკოდ” ანუ გიჟად წოდებული მარსელო ბიელსა, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა და მაურისიო პოჩეტინიო თავიანთ მასწავლებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპეციალისტად მიიჩნევენ, მოგეხსენებათ, ფრანგულ “ლილს” უდგას სათავეში. “ლილი” 2010-11 წლების სეზონში, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, დღეს კი, ბიელსას მე-19 ადგილზე ჰყავს და შესაძლოა “ლიგა 1”-დან გავარდეს. “ელ ლოკოს” სამსახურიც,...
სიუზანის ნოსტალგია…
თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს. უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ...
ჩაჩაკელებო, ჩავუსხდეთ სუბოტიცაში ?
სერბეთის სუპერლიგის მატჩში სუპერ საპროტესტო აქცია გამართა ჩაჩაკის „ბორაცმა“. გასულ კვირას სტუმრად სუბოტიცას „სპარტაკთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაჩაკელები იგებდნენ (1:0) და მსაჯმა ტაიმის ბოლოს მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. „ბორაცის“ ფეხბურთელები მსაჯს აუჯანყდნენ და სასტვენის მბრძანებელმა პასუხად ორი კაცი გაუძევა, „სპარტაკმა“ კი პენალტით გაათანაბრა. 9 კაცით დარჩენილი სტუმრები ჯერ თამაშის გაგრძელებას უარობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში...
თითი სადმე სხვაგან წაიღეო 🎥
დღეს, “ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის მატჩს დორტმუნდში თამაშობს. ასეთი დონის შეხვედრებში მწვრთნელებზე, ცხადია, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვინ რას მოიფიქრებს და მოიმოქმედებს საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ მაურიციო პოჩეტინიომ დელე ალის პერსონალური დავალება მისცა: თითები სადმე დამალოს. საქმე ის არის, რომ დღევანდელი შეხვედრის მსაჯი გახლავთ ფრანგი კლემენტ ტურპენი, რომელიც სექტემბერში...
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება
ზუსტად ხუთ წელიწადში, 21 ნოემბერს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. წესით უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები გვპირდებიან დაიწყებაო. სკანდალი კი იცოცხლე, იმდენია. ყატარსა და ფიფას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს (აბა, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბეთის ნახევარკუნძულზე რა უნდოდაო), სტადიონებს იაფფასიან მიგრანტ მუშებს აშენებინებენო და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ყველაფერი საეჭვო თუ არა, უცნაური ნამდვილად არის. იმაზე, რომ შეჯიბრების ზაფხულიდან ზამთარში გადატანა...
შემზარავი ამბავი
რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა. რონალდუ და ბენზემა ადრე თუ მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად...
რომის პაპი ლამბორგინის ყიდის
წარმოგიდგენიათ, რომის პაპი ვატიკანში „ლამბორგინით“ რომ დაჰქროდეს? დიდი პატივი იქნებოდა „ლამბორგინისთვისაც“, მაგრამ გამორიცხული ამბავია. ერთ-ერთი უძვირესი მარკის ოთხთვალა რომის პაპს გასულ კვირაში აჩუქეს. ვატიკანის დროშის ფერებით მოხატული „ლამბორგინი ურაკანი“ პაპმა ავტოგრაფითაც კიდევ უფრო გააძვირა და გადაწყდა, რომ მომავალ გაზაფხულზე აუქციონზე გაიყიდება, ხოლო შემოსავალი საველმოქმედო ფონდებში წავა. ლათინოამერკულმა მედიამ „ლამბორგინის“ გაყიდვას საფეხბურთო მიზეზი მოუძებნა. პაპი არგენტინელია...









