პეპეს მამამ თქვა, რომ მის ვაჟს გადაწყვეტილი ჰქონდა ტაქსის მძღოლი გამხდარიყო. რასაკვირველია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა. ზაფხულში პეპემ “რელი” დატოვა და სტამბოლის “ბეშიქთაშში” გადავიდა. მცველმა, რომლის ნამდვილი სახელია კელპერ ლავერან ლიმა ფერეირა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ათი წელიწადი გაატარა, მაგრამ “თეთრებთან” მორიგ კონტრაქტზე ვეღარ შეთანხმდა და კარიერის ესპანური პერიოდი დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
გაიესე: აი, ასე, ბრავო !
შურისძიების წყურვილი მოიკლა პერუს ნაკრების მეკარე პედრო გაიესემ და პერუელების მადლიც მოისხა – მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჩილეს სამაგიერო მიუზღო. 2015 წელს პერუ შინ შესარჩევში ჩილესთან დამარცხდა ( 3:4) და ნამატჩევს თურმე, ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავოს გასახდელში კედელზე მიუწერია: “პატივისცემა ! აქ გაიარა ამერიკის ჩემპიონმა !” ახლა, როცა პერუმ ახალ ზელანდიასთან მოგებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური...
ახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”
“მანჩესტერ სიტის” დიდ შეფებს ბევრი რამ უნახავთ, მაგრამ ის ღრიანცელი, რომელიც ლონდონის “სტემფორდ ბრიჯსა” და ნეაპოლის “სან პაოლოზე” მოგებების მერე სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამოდიოდა, განსაკუთრებული იყო — აშკარად, ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანები ზეიმობდნენ. “დეილი მეილი” წერს, იმასაც კი ამბობენ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დიდი ექვსეული გოლიათის და ჯუჯების ექვსეულად გადაიქცაო… “სიტის” ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ერთი...
მანდ რას აკეთებ, ბიჭო ?
ესღა აკლდა ნეიმარს და აგერ, ინებეთ – ბრაზიანმა ერიკ კანტონამაც გამონახა დრო ბრაზილიელის გასაკენწლად. – 25 წლისა „ბარსელონაში“ და ბრაზილიის ნაკრებში რომ ხარ, საკითხავია, რატომ გადადიხარ საფრანგეთის ჩემპიონატში ? „ამიენს“ და „გენგამს“ რომ ეთამაშო ? მე ფეხბურთის სიყვარული სხვანაირად მესმის. ვითომ ჩემპიონთა ლიგა ? განა რამდენი მატჩია ჩემპიონთა ლიგაში ? არ მესმის, რატომ ჩამოვიდა საფრანგეთში...
მადრიდული დერბის მეთექვსმეტე სტადიონი
შაბათს, 18 ნოემბერს, მადრიდის ახალ სტადიონზე, რომელსაც “ვანდა მეტროპოლიტანო” ჰქვია, დერბია: “ატლეტიკო” “რეალს” მასპინძლობს და ესპანური მედიის ყურადღება მისკენ არის მიმართული. რას აღარ წერენ. მაგალითად, იმას, რომ “ატლეტიკოს” ახალი ბინა მეთექვსმეტე სარბიელია, რომელზეც მადრიდული დერბი გაიმართება — საუკუნოვან დაპირისპირებაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს. “ატლეტიკომ” და “რეალმა” დაარსების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ხომ გააგორეს...
საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს
“იტალიის ნაკრების ჩაფლავება ჰაერიდან არ მოსულა, მას წინ ორი კატასტროფული მსოფლიოს ჩემპიონატი უძღოდა” — განაცხადა “პრემიუმთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” ყოფილმა თავკაცმა, “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში, ორი შეხვედრის ჯამში შვედეთთან დამარცხდა, 1:0 და 1958 წლის შემდეგ პირველად დარჩა მუნდიალის მიღმა. “ჩვენთან, საფეხბურთო განათლება კარგ დონეზე არ დგას, — განაგრძო...
მადრიდის გულის ძგერა ესმის…
ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად...
მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო
23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: “რეალი” — “ბარსელონა”. მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი ვაჟი ტიაგო PlayStation-ით თამაშობენ. ტიაგოს “ლურჯ-მეწამული” ფორმა აცვია და, შესაბამისად, “ბარსელონაა”, ლეო კი აბა მადრიდელთა თეთრ...
ხამეს, რად კადრულობ ასეთ რამეს ?
მიუნხენის „ბაიერნისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ნიჭიერად წაქცევა ინდური კინოს მამებმა თუ ნახეს, უთუოდ როლს მისცემენ ფილმში. სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ხამესს კორეელმა ცხვირზე წაუთათუნა, ის კი ტაისონის მუშტდარტყმულივით სამარცხვინოდ გაიშხლართა, არიქა, მსაჯი მეტოქეს გააძევებსო, მაგრამ მსაჯმა არ დაუჯერა. ამ ამბავს კინკლაობა მოჰყვა და კოლუმბიელმა ედვინ კარდონამ კორეელებს დასცინა – თითებით თვალები დაიწვრილა,...
მამა-შვილი ინიესტები 21 წლის შემდეგ
ზუსტად 21 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ფუენტეალბილელი 12 წლის ბიჭუნა ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ის მოეწონათ და “ლა მასიას” სკოლაში აიყვანეს. მანამდე “ალბასეტეში” ვარჯიშობდა. “ბარსელონაში” მოხვედრის შანსი ფეხბურთელს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეძლევა და მისი ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება, მაგრამ ვაჟის უცხო ქალაქში დატოვება ინიესტების ოჯახში მაინც ძალიან განიცადეს. “ჩემი შვილი ისევ ის ბავშვია, რომელიც მაშინ...









