20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა: „ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
Air Dp ანუ დელ პიეროს ბრენდი ინგლისში
ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ იმას, რაც ფეხბურთელობის წლებში დააკლდა, ახლა, 43 წლისა აინაზღაურებს — ლაპარაკია ინგლისში დამკვიდრებაზე. „იუვენტუსის” ლეგენდამ და თავისი ეპოქის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა 11 წელიწადი ტურინულ კლუბში გაატარა; კარიერის დასაწყისში ორი წელიწადი თამაშობდა „პადოვაში”, ბოლოს კი ავსტრალიასა და ინდოეთშიც აგორა ბურთი. პრემიერლიგაში არასდროს ყოფილა. კარიერის დამთავრების შემდეგ „პინტურიჩომ” გლამურულ-სპორტული ტანსაცმლის ხაზი...
მესი და ვალვერდე ინიესტამ გააშველა?
ესპანურ „დონ ბალონზე” დაყრდნობით მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „ბარსელონას” მთავარ ვარსკვლავ ლეო მესის და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირებულებს შორის კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩადგაო, წერენ ინტერნეტ პორტალები. მიზეზი: მესის სურს, რომ ვალვერდემ დენის სუარესი ხშირად ათამაშოს. „დონ ბალონი” წერს, რომ არგენტინელს არ მოსწონს, როგორი დამოკიდებულება აქვს ვალვერდეს სუარესის მიმართ. ნახევარმცველმა სეზონი კარგად დაიწყო,...
სანამ ეს კაცი „ბაიერნშია”, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!
ლუის ვან გაალისა და „ბაიერნის” გზები შვიდი წლის წინ, 2011-ში გაიყო, მაგრამ ჰოლანდიელს ბავარიული კლუბი დღემდე უყვარს. „რასაკვირველია, მიყვარს. „მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, კომერციული კლუბია. „ბაიერნი” მისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეფები ყოფილი ფეხბურთელები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან, რომელთაც ზუსტად იციან რა უნდათ. მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი...
ვიდრე ძოფი გაიღვიძებს
ტოკიოში 1999 წლის 7 დეკემბერი იყო, თბილისში, ბევრსაათიანი სხვაობის გამო მგონი, ჯერაც 6 დეკემბერი იდგა. დროში ამ სხვაობამ, უფრო სწორად კი იმან, რომ კარგად არ გამოვითვალეთ, ერთ კარგ კაცს ძილი დაუფრთხო – „სარბიელის“ რედაქციიდან ტოკიოში ინტერვიუსთვის რომ დავრეკეთ, რესპოდენტს უკვე ღრმად და იმედია, ტკბილადაც ეძინა… სატელეფონო ხაზის აქეთა მხარეს ჩვენი კობა ინასარიძე იყო, იქით -„სკუადრა...
შავი ორშაბათი
გერმანულ ბუნდესლიგას ფანების ბოიკოტი აზანზარებს. ჯერ იყო და გასულ ტურში „აინტრახტის“ ქომაგებმა მოფინეს მოედანი ტუალეტის ქაღალდის რულონებით და ჩოგბურთის ბურთებით, აგერ გუშინწინ კი დორტმუნდის „ბორუსიას“ 26 000 ქომაგი პროტესტის ნიშნად „აუგსბურგთან“ მატჩზე საერთოდ არ მივიდა. შედეგად, მატჩს 54 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი ჰყავდა, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში უცუდესი მაჩვენებელია. პროტესტის მიზეზი ორივეჯერ ორშაბათის მატჩები...
პიკეს ფეხბურთში ნაშოვნი ჩოგბურთში მიაქვს
ბარსელონელმა ჟერარ პიკემ სრულიად საჩოგბურთო (!!!) სამყარო ააფორიაქა. თურმე ნუ იტყვით და მის მიერ დაარსებულ სანივესტიციო ფონდ Kosmos-ს ვაჟ ჩოგბურთელთა უმთავრესი სანაკრებო ტურნირის – დევისის თასის ტრანსფორმაცია განუზრახავს. პროექტი 25 წელიწადზეა გათვლილი და ჯამში 3 მილიარდის გახარჯვას ითვალისწინებს. ბოლო წლებში დევისის თასმა, რომლის კალენდარიც იანვრიდან დეკემბრამდეა გათვლილი, ინტერესი დაკარგა და ტოპ-მეჩოგნეები სულ უფრო ნაკლებად იცლიან...
მეტი ვარცხნილობა, ვიდრე გოლი
პოლ პოგბამ პრემიერლიგაში „ჩელსის” 2:1 დამარცხებას ახალი ვარცხნლობა მიუძღვნა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩებში ჟოზე მოურინიუ ფრანგს შემოსწყრა და ან სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჰყავდა ან კიდევ ადრე ცვლიდა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ რაც „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, პოგბამ უფრო მეტი ვარცხნილობა გამოიცვალა, ვიდრე გოლი გაიტანა. რიცხვებში ეს ასე გამოისახება: 12...
ნეიმარი რეალთან ვერ ითამაშებს
ამოვარდნილი კოჭი და გაბზარული ძვალი — ნეიმარს ექვს ან რვა კვირიანი მკურნალობა დასჭირდება. როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” შეხვედრაში (პარიზელებმა მოიგეს 3:0) მოედანი აცრემლებულმა დატოვა. 26 წლის ფორვარდს ფეხი გადაუბრუნდა. ორშაბათს, ნეიმარმა თავისი თაბაშირში ჩასმული ფეხის ფოტო დაპოსტა. ამრიგად, მთავარ კითხვას, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი „რეალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში, სამწუხაროდ,...
ჟოზე შვებულებას თამაშისას არიგებს
ბრიტანელ ტელეჟურნალისტებს კადრსმიღმა როგორ გამორჩებოდათ: პრემიერლიგის 28-ე ტურში „მანჩესტერი“-„ჩელსის“ დაპირისპირებისას ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველ ნემანია მატიჩს ქაღალდის ნაგლეჯი გადასცა. ნამატჩევს მატიჩმა ქაღალდის ნაგლეჯი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. რაოდენ დიდი იყო საზოგადოების იმედგაცრუება, როცა ფურცლის ფოტოვერსია ნახეს: „დასვენების სამ დღეს გაძლევ“. შეხვედრა მოურინიოს გუნდმა 2:1 მოიგო. შეუძლია კაცს ფეხბურთელების მოტივირება და თუ გინდათ, ჰკითხეთ რჩევა…








