გერმანულ ბუნდესლიგას ფანების ბოიკოტი აზანზარებს. ჯერ იყო და გასულ ტურში „აინტრახტის“ ქომაგებმა მოფინეს მოედანი ტუალეტის ქაღალდის რულონებით და ჩოგბურთის ბურთებით, აგერ გუშინწინ კი დორტმუნდის „ბორუსიას“ 26 000 ქომაგი პროტესტის ნიშნად „აუგსბურგთან“ მატჩზე საერთოდ არ მივიდა. შედეგად, მატჩს 54 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი ჰყავდა, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში უცუდესი მაჩვენებელია.
პროტესტის მიზეზი ორივეჯერ ორშაბათის მატჩები იყო – ქომაგებს აღიზიანებთ, რომ ორშაბათობით საყვარელი გუნდის მატჩზე ან ვერ წავლენ, ან შუა სამუშაო კვირაში გამარჯვებას ჯეროვნად ვერ აღნიშნავენ.
არადა, ბუნდესლიგამ ახალი ტელეკონტრაქტით წლიურ მილიარდ ევროზე მეტი დაიბევა და ორშაბათის მატჩებიც ამ კონტრაქტის ნაწილია.
ფული თუ ფანი?
დორტმუნდელთა ხელმძღვანელობამ არჩევანი უკვე გააკეთა: „ორშაბათს ართამაშით შეიძლება, 1-2 მილიონი დავკარგოთ, მაგრამ ქომაგების თანადგომა გაცილებით მეტი გვიღირს“.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
