კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
გომესი ან ვაგნერი თუ გომესი და ვაგნერი?
ჩანაწერი

გომესი ან ვაგნერი თუ გომესი და ვაგნერი?

  მარიო გომესმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, სადაც მან „ბაიერნის” თავდამსხმელთან, სანდრო ვაგნერთან კონკურენციაზე ილაპარაკა. ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და ნაკრებში მოხვედრის თემა წინა პლანზე იწევს. ცოტა ხნის ხნის წინ შტუტგარტელმა Welt am Sonntag-ის ფურცლებზე ვაგნერს კბილი გაკრა. „ფრაიბურგთან” 4:0-ის მოგების შემდეგ, ოთხიდან ერთი გოლის გოლის ავტორმა ვაგნერმა კონკურენტს უპასუხა. შემდეგ კი როგორ ჩანს, გომესმა მდგომარეობის...

საცდური ინიესტასთვის
ჩანაწერი

საცდური ინიესტასთვის

ამბობენ, რომ ანდრეს ინიესტა მაინც შეიტყუეს ჩინეთში. ესპანურ პრესაში აქა-იქ გაჩნდა ცნობები, თითქოს „ბარსელონას” ვეტერანს „ტიანჯინ ქუანჯიანის” პატრონებმა უზარმაზარი ხელფასის გარდა მაცდური ბიზნეს წინადადებაც შესთავაზეს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჩინური კლუბი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონს წელიწადში 35 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი მაინც ყოყმანობდა. ახალი წინადადება კი ასეთია: კლუბი ვეტერანს 35 მილიონ ევროსა და მისი...

ნკურუნზიზა: კომეზა გუსენგა !
ჩანაწერი

ნკურუნზიზა: კომეზა გუსენგა !

3 თებერვალს ბურუნდის ქალაქ კირემბაში გაიმართა ფრიად თვალსასეირო და დაძაბული ამხანაგური ასპარეზობა ფეხბურთში, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მწვანე მინდროზე ერთმანეთს პირისპირ წარსდგნენ კირემბას ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი და ბურუნდის პრეზიდენტის პიერ ნკურუნზიზას გუნდი „ალილუია“. „ალილუიას“ შემადგენლობაში თამაშობს თავად ნკურუნზიზა – ძირითადად ძირითადში – და მისი კლუბის დევიზია „ კომეზა გუსენგა!“ BBC-ის ცნობით, შეხვედრა დასრულდა „კირემბას“ მწვრთნელის...

კრონკია და ჯუჯა არსენალი
ჩანაწერი

კრონკია და ჯუჯა არსენალი

„არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი რეი პარლოუ ამბობს, რომ ლონდონური კლუბის ამერიკელ მეპატრონეს, სტენ კრონკის არც არსენ ვენგერის მომავალი აინტერესებს და არც „მეთოფეთა” თამაშის ხარისხი. მისთვის მთავარია წლის ბოლოს მოგება რჩებოდეს. „არსენალი” ვენგერის მწვრთნელობის 22 წლიან ეპოქაში უარეს სეზონს ატარებს. დიდი შანსია, ლონდონელები ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაში. სხვადასხვა შეჯიბრებაში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან „მეთოფეებმა” ოთხივე...

რუსეთი დღეს: მილიონი ხუთ დღეში!
ჩანაწერი

რუსეთი დღეს: მილიონი ხუთ დღეში!

მედიისთვის ცნობილი გახდა კონტრაქტის დეტალები, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ რუსეთის ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today-სთან გააფორმა. ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას სეუ ჟოზე რუსეთში ჩავა და ხუთი დღის განმავლობაში მიწვეული ექსპერტის სტატუსით გააშუქებს მოვლენებს. პორტუგალიელი ხუთდღიან ექსპერტიზაში მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც აშკარად კოსმოსური ჰონორარია. რა გასაკვირია, რომ რუსების წინადადების მიღებისთანავე მოურინიუმ ბრიტანულ BBC-ს ანალოგიურ...

ევროპული ცარცის წრე
ჩანაწერი

ევროპული ცარცის წრე

ესპანურმა პორტალმა „დარიო გოლმა” დაწერა, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი  „დორტმუნდის” ნახევარმცველის, ამერიკელი კრისტიან პულიშიჩის ყიდვას აპირებს. პორტალის თანახმად 70 წლის პრეზიდენტს 19 წლის ფეხბურთელი გარეთ ბეილის შემცვლელად ესახება. ამბობენ, რომ 28 წლის ბეილი სეზონის დამთავრების შემდეგ მადრიდიდან წავა. გერმანული „შპორტ ბილდი” კი წერს, რომ პერესი დორტმუნდელთა აღმასრულებელი შეფის ჰანს-იოახიმ ვაცკეს მეგობარია, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად...

შირერი მიხვდა
ჩანაწერი

შირერი მიხვდა

ალან შირერის აზრით არსენ ვენგერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელები მას აღარ უჯერებენ. „არსენალმა” კვირას „ბრაიტონთან” წააგო (1:2). ეს იყო „მეთოფეების” ზედიზედ მეოთხე მარცხი: ევროპა ლიგაში შვედურ „ოსტესუნდსან”, ზედიზედ ორი „მანჩესტერ სიტისთან” და „ბრაიტონთან”. წარუმატებლობათა სერიამ არსენ ვენგერზე ზეწოლა გააძლიერა. „ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომ ფრანგ ბოსს გუნდში ყურს აღარავინ უგდებს. „არაფერია...

ბიეჯინგმა თხარა, თხარა და…
ჩანაწერი

ბიეჯინგმა თხარა, თხარა და…

კაცო, თუ მაინც და მაინც მოტყუება გინდა, ისეთთან უნდა სცადო, შენზე ნაკლები რომ იყოს და გაგივიდეს. ჩინური კანონმდებლობით, ნებისმიერი საფეხბურთო ტრანსფერი, რომლის თანხაც 5.8 მლნ ევროს აღემატება, ნამეტი თანხის 100%-ით იბეგრება. ესპანური „ვილიარეალის“ ნახევარმცველი სედრიკ ბაკამბუ 40 მილიონი ევრო ღირდა და შესაბამისად, ბიუჯეტს „ბიეჯინგ გოანს“ამის ზემოთ 40-5.8=34,2 მილიონი ევრო უნდა მიეღო. ჰოდა, კლუბის ბოსებმა ფედერაციის...

გააწყალეს ნეიმარით გული
ჩანაწერი

გააწყალეს ნეიმარით გული

ნეიმარისა და მისი ტრავმის გარშემო ატეხილმა აურზაურმა ბრაზილიელის თანაგუნდელები როგრც ჩანს გააღიზიანა. „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის მცველმა პრესნელ კიმპემბემ „ლე პარიზიენისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ბარსელონელის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „კიდევ ნეიმარი? იქაც ნეიმარი, აქაც ნეიმარი, ყველგან ნეიმარი… აღარ ვიცი რა ვთქვა. ვერ ითამაშებს და ნუ ითამაშებს, მწვართნელი სხვა ფეხბურთელს გამოიყვანს”. მოგეხსენებათ, ნეიმარმა ფეხი...

მილიონერი შვილის მაწანწალა დედა
ჩანაწერი

მილიონერი შვილის მაწანწალა დედა

  ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი კვირაში 30 ათას გირვანქას იღებს, დედამისი კი მაწანწალაა, საწყობში, კონტეინერს აფარებს თავს. მეიტლანდ-ნაილსი 20 წლის გახლავთ, ის „არსენალში” თამაშობს. დედამისი, ჯული ნაილსი 38 წლისაა, პროფესიით ძიძა. „სანი” წერს, რომ „მეთოფეთა” ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი ძმასთან, კორდისთან ერთად 700 ათასიან ბინაში ცხოვრობს. მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონ გირვანქას უდრის. „ჩემ შვილს ორიოდ კვირის ხელფასით შეეძლო...