„შპორტბილდი” წერს, რომ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლოთარ მათეუსმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი პერ მერტესაკერი „მირორში” გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა. მერტესაკერმა, რომელიც 2011 წლიდან „არსენალშია”, წლეულს კარიერას ამთავრებს და ლონდონის კლუბში ახალგაზრდების მწვრთნელად აპირებს მუშაობას, თქვა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება ნიადაგ სტრესისგან შედგება. „ფეხბურთელობა ფიზიკური და მენტალური სტრესია. გართობა არ არსებობს. ყველაფერი „თუ”-ს და „მაგრამ”-ის...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მეთოფე ლიოვი?
არსენ ვენგერის ეპოპეა ლონდონურ „არსენალში“ დასასრულისკენ მიდის. ფრანგი მაესტრო სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს კლუბს და ასაკის გათვალისწინებით (68-ს მოიყარა) დამსახურებულ პენსიაზე გავა. მისი მემკვიდრის ძებნა კი უკვე დაწყებულია. კლუბიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „მეთოფეები“ ბოსები იოაჰიმ ლიოვს ეკურკურებიან, რომელიც ზახულში მოიმუნდიალებს და გერმანიის ნაკრებს დატოვებს.
კურიოზი
— სად იყო სერხიო რამოსი? — კუჭში გავიდა, — უპასუხა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს ისე გულწრფელად, რომ თემასთან დაბრუნებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. გულშემატკივართა უმრავლესობას შეუმჩნეველი დარჩა ის ამბავი, რომ „ეიბართან” სტუმრად 2:1 მოგებული შეხვედრის 73-ე წუთზე „რეალის” კაპიტანმა სასწრაფოდ დატოვა მოედანი და ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. შემსუბუქებული რამოსის დაბრუნებიდან 5-6 წუთში კი კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვების...
ყველას გზა ბარსელონაში მიდის?
ანტუან გრიზმანის ცოლი ბარსელონაში სახლს ეძებს — ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ზაფხულში „ატლეტიკოდან” კატალონიის დედაქალაქში გადავა. მიმდინარე სეზონში გრიზმანი შესანიშნავ ფორმაშია — 26 წლისამ „ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა. ამბობდნენ, რომ „ბარსელონა” იანვარშივე აპირებდა მის გადაბირებას, მაგრამ ეს საქმე არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, კატალონიის რადიომ ჩაავლო, რომ 4 მარტს, როდესაც „ატლეტიკო”...
რონალდო გერმანულ ფეხბურთზე
„ბაიერნი” გერმანიის ნაკრებზე ძლიერი გუნდია. ის განსაკუთრებულია”, — თქვა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ გერმანულ ჟურნალ „11 მეგობართან” საუბარში. „რეალის” ყოფილი თავდამსხმელი სხვა ბევრს საინტერესო თემასაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ რონალდო სამჯერ (1996, 1997, 2002 წლებში) დაასახელეს მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მონდიალების ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 19 შეხვედრაში მან 15 გოლი გაიტანა. „ფენომენი” მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია — 1994 წელს...
არადა, თვალებში შენათება უნდოდათ!
სულ მცირე 60 კაცი დაშავდა. საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია, თუმცა გულწასულები იყვნენ. ეს გახლდათ გულშემატკივრების და პოლიციის რაზმის შეტაკება. ინციდენტი ბრაზილიის ჩემპიონატში „სპორტ რესიფესა” და „სანტა კრუზის” შეხვედრაში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საქმე არ გამოლევიათ. ტრიბუნებზე დაშავებული ხალხი მოედანზე ჩაიყვანეს და იქ მკურნალობდნენ. პოლიციის ადგილობრივმა შეფმა სეზარ მორაეშმა თავისი ქვეშევრდომებისა და ქვედანაყოფების ქცევას...
ეს ვიეტნამზე უარესია…
დიდი ინგლისური, ჩრდილო–დასავლური დაპირისპირება, ძვალთამტვრევა, ომი, დიდი ომი… რაც გნებავთ დაარქვით, ეს მანჩესტერი – ლივერპულია, მთავარ–ბრიტანული ჯახი, რომელიც დიდი ხანია საუკუნეს გასცდა და უფრო დიდი ხანი – ზოგადად ფეხბურთს… 1894 წლიდან მოყოლებული,ყველა ტურნირზე ერთად, დღეს საიუბილეო–მეორასე მატჩი გაიმართება ამ გუნდებს შორის.უპირატესობა მანჩესტერისაა – 79 მოგება 65 მარცხის წილ… ერთი დიდი ისტორიაა ამ ორი გუნდის ფანების...
პარიზელი ხულიგნების ამბავი
უეფა „პარი სენ ჟერმენის” ულტრასების ქცევას გამოიძიებს. პარიზული კლუბი სავარაუდოდ დაისჯება. მოგეხსენებათ პსჟ-ს აქამდე ფინანსური „ფეარ პლეის” გამო ედავებოდნენ, ახლა კი ფანების ქცევის გამოც ელის პრობლემები. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩზე, რომელიც „პარკ დე პრენსზე” გაიმართა. პარიზელებმა „რეალს” უმასპინძლეს და 1:2 წააგეს. შეხვედრის მსვლელობისას ფრანგმა ფანებმა ტრიბუნაზე დიდი რაოდენობით მაშხალა აანთეს, გამოიყენეს ლაზერი, არ...
უსარგებლო სულელი
თემთა პალატაში გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა სერიოზულად დააყენა ზაფხულში რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკითხი. ეს უკვე ხუმრობა აღარ არის… სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ლონდონში ბრიტანული დაზვერვის რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს. სკრიპალს სამშობლოს ღალატისთვის 2006-ში 13 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2010-ში აშშ-ში გამომზეურებულ რუს აგენტებში გაცვალეს. მოკლედ,...
მორჩი წუწუნს და დაგტოვებენ
„სანის” თანახმად ანტონიო კონტე შეიძლება „ჩელსის” მწვრთნელად იმ შემთხვევაშიც კი დატოვონ თუ ის გუნდს პრემიერლიგის ოთხეულში ვერ შეიყვანს. მანჩესტერის გუნდებთან ზედიზედ ორმა წაგებამ „ლურჯები” „ტოტენჰემის” შემდეგ, მეხუთე ადგილზე დატოვა. ლონდონურ გუნდებს შორის სხვაობა ხუთი ქულაა. „ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაშიც დიდი ბრძოლა ელის — მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „ბარსელონასთან”. პირველი მატჩი, „სტემფორდ ბრიჯზე” 1:1 დამთავრდა. მაგრამ, როგორც არ...









