კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
პოჩეტინიოს „ბაიერნი” დაუკავშირდა
ჩანაწერი

პოჩეტინიოს „ბაიერნი” დაუკავშირდა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა თქვა, რომ „ბაიერნი” მწვრთნელის ძიებაში „ტოტენჰემის” არგენტინელ თავკაცს მაურისიო პოჩეტინიოს კანდიდატურას მიადგა. „ვიცი, რომ „ბაიერნი” პოჩეტინიოს უკვე დაუკავშირდა. ვიცი, რომ მის ვარიანტს მიუნხეში აქტიურად განიხილავდნენ და შესაძლოა დღესაც განიხილავენ” — თქვა ჰამანმა, რომელიც „სკაისპორტის” გერმანულ საიტზე მესვეტეა. მაურისიო პოჩეტინიო 46 წლისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება. მისი...

ინგლისური გუნდები არ ვარგა
ჩანაწერი

ინგლისური გუნდები არ ვარგა

ცხრა დღის წინ წელში გამართულ პრემიერლიგას თავი კვლავ ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე  ეგონა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ხუთწლიანი ხელმოცარვის შემდეგ, წლევანდელი გათამაშების მერვედფინალში გასული 16 გუნდიდან ხუთი მისი იყოო, წერს ინგლისელი ჟურნალისტი დეივ კიდი და ასეთ შეკითხვას სვამს: შეეძლო მსოფლიოს უმდიდრეს ლიგას ისევ გამხდარიყო საუკეთესო? თავად კიდი კითხვას იქვე პასუხობს: არა, არ შეეძლო, რადგან საპასუხო შეხვედრებში პრემიერლიგის ხუთი...

ბრწყინვალე სალომე !
ჩანაწერი

ბრწყინვალე სალომე !

მერე რა, რომ არც მსოფლიო ჩემპიონატია და არც ოლიმპიური თამაშები. კიევი მხატვრული ტანვარჯიშის დედოფლის – ირინა დერიუგინას (ოლეგ ბლოხინის მეუღლე) სახელობის 23-ე გრან-პრის მასპინძლობს, სადაც თავი 27 ქვეყნის წარმომადგენლებს მოუყრიათ. ჩვენთვის სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ტურნირის სახე ქართველი სალომე ფაჟავა გახლავთ. მონაწილეთა ჩამონათვალი ასე მთავრდება: „…და რაღა თქმა უნდა, თამამედროვე მხატვრული ტანვარჯიშის უბრწყინვალესი წარმომადგენელი ქართველი...

ორი ჯორდანი
ჩანაწერი

ორი ჯორდანი

რაც თავი მახსოვს, სულ იმაზეა საუბარი, რომ უმაღლესი ესპანური საფეხბუთო ლიგა რეალურად ორი გუნდის ტურნირია… რომ ამ ორსა და დანარჩენებს შორის უფსკრულია… რომ ეს აფერხებს ფეხბურთის განვითარებას… სასაცილო კი ისაა, რომ ამ „პესიმისტებსვე“ წუთის შემდეგ ორ კლუბამდე კი არა, ორ ფეხბურთელამდე დაჰყავთ ყველაფერი: – წუხელ ლეომ ლიგაში მეასედ გაიტანაო. – კრიშტიანუს ეგეთი უკვე 117 გოლი...

განტევების კაცი
ჩანაწერი

განტევების კაცი

ამოიჩემეს პეტერბურგის „ზენიტის“ ფანებმა რობერტო მანჩინი. „კრასნოდართან“ გასვლით ფრეს ლამის გადააყოლეს და სოცქსელებში აგინეს კიდეც. სინიორ მანჩინიმ იმავე ქსელში საკადრისი ხომ უპასუხა მგინებელს და დაც ზედ დაუყოლა! კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, იტალიელს უსათუოდ წასვლა მოუწევს. არადა, ხურდა ვინმე ხომ არ არის – ისეთი უთამაშია და ისეთები გაუწვრთნია, ბარე ორს დაესიზმრება. ბოლოს და ბოლოს, იტალიის რეკორდსმენია ქვეყნის...

ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია
ჩანაწერი

ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც გვემა რუსეთის ნაკრები, თანაც მისსავე მოედანზე. კრასნოდარში ჩვენებს გამორჩევით უქომაგა იქაურმა ქართველობამ. ჩვენმა ბორჯღალოსნებმაც ჯეროვნად დააფასეს წვიმიან ამინდში გულშემატკივართა თანადგომა და გამორჩევით მძლავრად მეორე ნახევარში გაისარჯნენ – პირწმინდად შემუსრეს მეტოქე… ფეერიული გამოდგა ტრადიციული „მესამე ტაიმი“, სადაც ასევე ბოლომდე დაიხარჯნენ ჩვენი მორაგბეები – ნადიმი ერთგვარ კონცერტად აქციეს და...

უნდა, მაგრამ არ უნდა
ჩანაწერი

უნდა, მაგრამ არ უნდა

„ბაიერნში” გადაწყვეტილება მიიღეს: კლუბის ხელმძღვანელები მომავალი მწვრთნელის თემაზე საჯაროდ არაფერს იტყვიან. ამასთან, „შპორტბილდი” წერს, რომ იუპ ჰაინკესის შემცვლელის ძებნა გრძელდება. ჰაინკესი 72 წლისაა და ზაფხულზე თანამდებობიდან მიდის. დირექტორატის წევრები ჯერჯერობით ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მომავალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდეს გერმანული. გამოდის, რომ კანდიდატთა სიაში ისევ 44 წლის თომას ტუხელი ლიდერობს — მწვრთნელი, რომელიც შარშან, ჰაინკესის დანიშვნამდეც...

პიტბული შესვენებაზე გავიდა
ჩანაწერი

პიტბული შესვენებაზე გავიდა

ზღაპრული თაობა ჰყავდა მაშინ ამსტერდამის „აიაქსს“ – ვან დერ საარი, ბლინდი, დე ბურები, ლიტმანენი,  კანუ… და, რა თქმა უნდა, ედგარ დავიდსი – იმ თაობის ერთ-ერთი კერპი. შოთა არველაძეც ამ დიდი გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ როცა ის „აიქსში“ მივიდა დავიდსი „მილანში“ დახვდა წასული… თავისებური მანერა ჰქონდა, ხისტი და მუდამ უხეშობის ზღვარზე. ამადაც შეარქვეს პიტბული. იმიჯიც შესაფერისი...

მისტერ ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა
ჩანაწერი

მისტერ ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა

იცით ვინ არის ტომი ჩარლტონი? მოგანიშნებთ, ის 71 წლისაა. მათთვის, ვინც ვერ გამოიცნო: ტომი ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ძმების, ბობი და ჯეკი ჩარლტონების ძმაა, რომელიც სპორტულ ცნობებში იმიტომ მოხვდა, რომ ინგლისის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ნუ გაოცდებით, ცხადია პროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდზე არ არის ლაპარაკი. ტომი ჩარლტონს 60 წელს გადაცილებულთა ეგრეთწოდებულ „მოსიარულე ფეხბურთის” ნაკრებში უნდა მოხვედრა....

ეი, ვანია…
ჩანაწერი

ეი, ვანია…

      საბერძნეთის ჩემპიონატი ყოველთვის გამოირჩეოდა „მხიარული“ მოვლენების სიუხვით, მაგრამ ბოლო პერიოდში ნამეტანი ხდება – ქვეყნის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული პირველობა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ვიდრე ხელისუფლება, საფეხბურთო ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია უსაფრთხოების გაცილებით მაღალ სტანდარტებს არ შეათანხმებენ. ყველაფერი პაოკისა და საჩემპიონო ბრძოლაში მისი კონკურენტის – აეკის მატჩით დაიწყო. ბოლო წუთზე მასპინძელმა ვარელამ ანგარიში გახსნა....