პეპ გვარდიოლა მკერდიდან ყვითელ ლენტს არ მოიშორებს. ის მხარს უჭერდა და უჭერს დაპატიმრებულ კატალონიელ პოლიტიკოსებს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი როგორც უნდა ისე დასაჯოს. ადრეც გაუწყეთ, რომ ყვითელი ლენტის ტარებისთვის ასოციაციამ „მანჩესტერ სიტის” თავკაცს ბრალი წაუყენა, მაგრამ მან ყურიც არ შეიბერტყა და კვირას, „კარაბაოს თასის” ფინალში ისევ ლენტით გამოეცხადა საზოგადოებას. მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ თქვა: „ფეხბურთის...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მრავალმხრივი ბოლტი
ნუღარ მოვყვებით, ვინ არის უსეინ ბოლტი… მოკლედ შეგახსენებთ: 31 წლის იამაიკელი რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია სპრინტერულ დისტანციებზე სირბილში. შეხედა უსეინმა, რომ ვერც ვერავინ გაექცა, ვერც ვინმე დაეწია და უბრალოდ სირბილის ხალისი დაკარგა. ჰოდა, ახლა ფეხბურთელობა ამოიჭრა გულისგულში. აქამდე ნათქვამი ჰქონდა, მარტში დორტმუნდის „ბორუსიაში“ გასინჯვაზე უნდა წავიდეო, ოცნებად კი „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მაქვს გადაქცეულიო. დღეს მსოფლიოში უსწრაფესმა გამოაცხადა,...
ბუენოს თბილისი
ქვემოთ თანდართული ვიდეო შეგიძლიათ 2 წუთისა და 40 წამის მერე ჩართოთ… ნუ, თუ ძალიან გიყვართ არგენტინული ფეხბურთი, მაშინ თავიდან უყურეთ. ეს გახლავთ „ურაკანისა” და „ესტუდიანტესის” შეხვედრის მიმოხილვა. თამაში მოიგო „უარაკანმა” 1:0 და ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლა. რასაკვირველია, ინფორმაციას ამ მატჩის შესახებ იმიტომ არ გაწვდით, რომ არგენტინის პირველობის მორიგი ტურის ამბები გავარჩიოთ. შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება...
ესტერის თეთრი ზღაპარი
პიონგჩანგში, სნოუბორდისტი ესტერ ლედეცკა გასულ შაბათს სუპერგიგანტური სლალომის სტარტზე რომ დადგა, ისტორიაც იმ წამს შეიცვალა – ჩეხ გოგონამდე სპორტის ორ სახეობაში ზამთრის ოლიმპიადაზე არავის ეასპარეზა. ესტერი იმ თხილამურებზე იდგა, ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მიქაელა შიფრინმა რომ დაიწუნა. ორივეს ერთი მომმარაგებელი ჰყავს, მაგრამ პირველი არჩევანის უფლება ამერიკელს აქვს. ესტერმა დაფარა დისტანცია, ტაბლოს ახედა და დიდხანს ელოდა, რომ შეცდომას...
ატარებს ყატარი?
რასაც ქვემოთ მოგახსენებთ ჭორია, მაგრამ ის არაბულმა საიტმა Arabic Urgent-მა გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და სადაც მის გავრცელებაში ამდენი ხალხი ჩარეულა, ბარემ ჩვენც ვთქვათ: ყატარში, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, რის გამოც დიდი შანსია აზიურ ქვეყანას მასპინძლობა ჩამოართვან. ასახელებენ ორ სათადარიგო ვარიანტს: ინგლისსა და აშშ-ს. ორივე დღესვე მზადაა მუნდიალს უმასპინძლოს. მოგეხსენებათ, ინგლისს...
სეპარატისტი
„მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თხემით ტერფამდე სეპარატისტია — კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას ემხრობა. მეტიც, რამდენადაც შეუძლია იბრძვის კიდეც ამისთვის. შემოდგომიდან მოყოლებული, ინგლისში, „სიტის” თამაშებზე, მას მკერდზე ყვითელი ლენტი უკეთია. ამით გვარდიოლა ბელგიაში გადასახლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, კატალონიური სეპარატიზმის ლიდერებს, კარლეს პუჯდემონს და მის თანამებრძოლებს უჭერს მხარს. გვარდიოლას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ გასულ კვირაში,...
მე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!
ბოლო ხუთ შეხვედრაში ჟოზე მოურინიუმ პოლ პოგბა ორჯერ შეცვალა, ხოლო სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ დააყენა. ამის შემდეგ, პორტუგალიელმა ფრანგი ქერინგტონის ბაზაზე თავის კაბინეტთან მიიყვანა და კართან მიმაგრებულ დაფაზე მიუთითა, სადაც გარკვევით ეწერა, ვინ არის გუნდში მთავარი. მწვრთნელმა და ნახევარმცველმა პრობლემებზე ილაპარაკეს. ფეხბურთელმა „განსაკუთრებულს” არ დაუმალა, რომ თანაგუნდელები მისი ტაქტიკით უკმაყოფილოები არიან. შემდეგ, საუბარი საკუთრივ...
მერე რა რომ ზამთარია? კრომბახერი წამალია
გერმანიის ნაკრები პიონგჩანგში 3 500 ქილა უალკოჰოლო ლუდით ჩავიდა. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ალემანები ლუდს ნავარჯიშევს მიირთმევენ, რაც თურმე, პრეპარატებზე უკეთ იცავს ათლეტებს ანთებითი პროცესებისა და რესპირატორული დაავადებებისგან. გერმანიის ნაკრების პარტნიორი ლუდსახარში „კრომბახერია“, რომელმაც ეს ძღვენი პიონგჩანგში წინმსწრებად დაახვედრა ოლიმპიელებს. მთელს ამ ისტორიაში მთავარი კაცი გერმანელთა გუნდის ექიმი და პარალელურად მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰანეს შეარია...
როგორ დასცინეს იუნაიტედის ფანებმა სევილიაში სიტის
გუნდს სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე გაყვნენ და… იქაც კი თანაქალაქელების გაღიზიანებაზე ფიქრობდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებზე მოგახსენებთ, რომელთაც „სანჩეს პისხუანზე”, ჯერ სტადიონის გარეთ და მერე ტრიბუნაზე შემოსძახეს სიმღერა-პაროდია „უილ გრიგი ცეცხლის ხაზზეა”. ახლა მოგახსენებთ რა სიმღერაა ეს და ვინ არის უილ გრიგი. უილ გრიგი 26 წლის ჩრდილო ირლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც „უიგანში” თამაშობს, რომელმაც 19 თებერვალს „მანჩესტერ სიტის”...
ასენსიოს რიგი უდგას
ესპანური პორტალის „დიარიო გოლის” თანახმად, „რეალის” 22 წლის ვარსკვლავი მარკო ასენსიო უკმაყოფილოა, რომ იშვიათად ათამაშებენ და გუნდიდან წასვლით იმუქრება. ასენსიოს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისთვის უთქვამს, რომ უკვე ხუთი კლუბისგან მიიღო შეთავაზება. თავდამსხმელი ლა ლიგის ბოლო შვიდ ტურში მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთხელ ანდეს ადგილი საწყის თერთმეტ კაცს შორის. ესპანური პრესა ვარაუდობს,...









