„ჩელსისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ბურთს სტუმრები მასპინძლებზე გაცილებით მეტხანს ფლობდნენ. პროცენტებში ეს ასე აისახა: „ბარსა” — 68%, „ჩელსი” — 32%. კაცმა რომ თქვას, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან „ბლაუგრანას” თამაში სწორედ ბურთის კონტროლზეა აწყობილი. გადავხედოთ შეხვედრაში გადაწოდებული პასების სტატისტიკასაც: „ბარსელონამ” სულ 894 პასი შეასრულა (მათგან 825 სწორად), ხოლო ლონდონელებმა 329 პასიდან 259 მიაწოდეს თანაგუნდელს. ერთადერთი,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
კონტემ ღიმილი აკრძალა
სეზონის დაწყებამდე ანტონიო კონტემ „ჩელსიში“ პიცა, კეტჩუპი და გაზიანი სასმელი აკრძალა. ფეხბურთელები ავად თუ კარგად შეეგუენ ამ ამბავს, მაგრამ კონტეს ხუშტურებს ზღვარი არ აქვს. გუშინწინ The sun–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მწვრთნელმა არ დამალა, რომ ვარჯიშებზე მომღიმარი ფეხბურთელები აღიზიანებს. „ეს არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა და თუ შევეგუებით, ბოლო ადგილზე აღმოვჩნდებით“ – ეს კონტეს სიტყვებია. „კონტეს ვარჯიშის შემდეგ ვერ ხვდები,...
ნეიმარი და მესის ჩრდილი
„არსენალისა” და „ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, ინგლისური „სქაი სპორტის” ფრანგმა ტელეწამყვანმა ტიერი ანრიმ სამშაბათს, „სტემფორდ ბრიჯიზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მსვლელობისას ლიონელ მესიზე და ნეიმარზე ილაპარაკა. „სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” და „ბარსელონამ” 1:1 ითამაშეს. სტუმართაგან გოლი სწორედ არგენტინელმა გაიტანა. როდესაც ანრის ჰკითხეს, მისი აზრით რატომ წავიდა ნეიმარი „ბარსადან”, ამ ნაბიჯით მესის ჩრდილში ყოფნას ხომ არ აარიდა თავი,...
ნაჩხუბარი ჩილელები მანჩესტერ იუნაიტედში
ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში ჩილელი არტურო ვიდალის ყიდვას აპირებს. მოგეხსენებათ, ვიდალი ამჟამად „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ მისი მომავალი ჰაერში კიდია. ბუნდესლიგის ლიდერმა „შალკესგან” ლეონ გორეცკა დაიბევა და სეზონის დამთავრების შემდეგ მის კონტრაქტს ოფიციალურ სახეს მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდალის საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზად არის 30 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” წაიყვანოს....
კატასტროფა, ფიასკო, უარესი უარესთა შორის
ამერიკელ პოპვარსკვლავ ფერგის საჯარო ბოდიშის მოხდა მოუწია. მიზეზი: ლოს ანჯელესში, „ოლ სტარის” შეხვედრის წინ მან საშინლად შეასრულა აშშ-ის ჰიმნი. „სპორტული ღონისძიებების დროს ცნობილი მელოდიების დამახინჯება უჩვეულო ამბავი არ არის, — წერს ჟურნალისტი ლორინ ევანსი, — შემსრულებლები ცდილობენ სიმღერას, რომლის მარტივად შესრულება ყველაფერს ჯობს, სრულიად არასაჭირო დეტალები შესძინონ. კიდევ კარგი, ფერგის სინდისი ეყო და ტუჩის გარმონი...
ძველი ცოდვის აღიარება ჩელსისა და ბარსელონას ახალი შეხვედრის წინ
ტომ ჰენინგ ოვერბომ „ჩელსის” 9 წლის დაგვიანებით მოუბოდიშა. ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წელი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე” „ლურჯებსა” და „ბარსელონას” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა. შეხვედრას ანდრეს ინიესტას ეფექტურმა გოლმა დაუსვა წერტილი — ორი შეხვედრის ჯამში („კამპ ნოუზე” 0:0 იყო) კატალონიელებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონა” ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდა და 2:0 მოუგო. ნახევარფინალში,...
ზოგს დიეგო კოშტა ეზიზღება
მადრიდის „ატლეტიკომ” ბილბაოს „ატლეტიკს” 2:0 მოუგო და „ბარსელონასთან” შვიდქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. მადრიდელთაგან პირველი გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, მეორე კი დიეგო კოშტამ, რომელმაც მატჩის მერე თქვა, რომ ზოგი მსაჯი მას ვერ იტანს. კოშტა დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ბილბაოელმა უნაი ნუნიესმა მის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და არბიტრ ხოსე ლუის გონსალეს გონსალესს პენალტის დანიშვნა...
მესი vs ჩელსი
მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თეორიულად კი სამშაბათს, 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგა დიდ დაპირისპირებას გვპირდება: „ჩელსი” „ბარსელონას” მასპინძლობს. ლონდონელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ „ბარსას” მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი „ტრადიციას” გააგრძელებს და „ლურჯების” კარში გოლს ვერ გაიტანს. არგენტინელს „ჩელსის” წინააღმდეგ კარიერაში რვაჯერ უთამაშია, მაგრამ გოლი არ აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ ამ რვა შეხვედრაში „ბარსელონამ” ლონდონელებს მხოლოდ...
რა ხდება ბაზარში? რას იხდიან აზარში?
ცნობა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ინგლისური „ექსპრესიდანაა”: „რეალი” აპირებს „ჩელსის” ედენ აზარის სანაცვლოდ გარეთ ბეილი და 100 მილიონი გირვანქა შესთავაზოს. 100 მილიონი გირვანქა 113 მილიონი ევროა. ამ ზაფხულს მადრიდელების მთავარი ამოცანა 27 წლის ბელგიელის შეძენა იქნება. ის, რომ აზარი „ჩელსისთან” ახალი, სარფიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ფეხს ითრევს ბევრის აზრით სწორედ იმის დასტურია, რომ ფეხბურთელს ესპანეთის დედაქალაქში უნდა...
თერთმეტი ბრაზილიელი
რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ოთხი თვეა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ ტიტეს უკვე შეუძლია ზუსტად დაასახელოს თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. UOL Esportes-თვის მიცემულ ინტერვიუში ტიტემ ის თერთმეტი კაცი ჩამოთვალა, რომელიც E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს: ალისონი; მარსელო, მირანდა, მარკინიოსი, დანი ალვეში; პაულინიო, რენატო აუგუსტო, კაზემირო; ნეიმარი, კოუტინიუ, გაბრიელ ჟესუსი. ჩამოთვლილთა გარდა ტიტემ ის...









