კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
 სექსსკანდალმა ჟურნალისტი არ დაინდო
ჩანაწერი

 სექსსკანდალმა ჟურნალისტი არ დაინდო

17 წლის სნოუბორდისტი ხლოი კიმის ოლიმპიურმა გამარჯვებამ მთელი ამერიკა აღაფრთოვანა. კორეული ფესვების მქონე ხლოი თვალხატულა გოგოა, რაც მავანი ჟურნალისტითვის საბედისწერო აღმოჩნდა. სან-ფრანცისკოს რადიო KNBR-ის წამყვანმა ემოციები აშკარად ვერ მოთოკა: „23 აპრილს ის 18 წლის გახდება. უფროსკლასები ამ დროს განსაკუთრებით მიმზიდველები არიან. ის რომ სრულწლოვანი იყოს, არავის მოერდებოდა თქმა, რომ ერთობ კარგი სახმარია! მშვენიერია!“ ამერიკას აღშფოთების...

ტაქსის გამტაცებლები დაასახელეს
ჩანაწერი

ტაქსის გამტაცებლები დაასახელეს

ჯონი ევანსი, გარეთ ბერი, ჯეიკ ლივერმორი და ბოაზ მაიჰილი — აი, „ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელთა ოთხეული, რომელმაც ბარსელონაში მაკდონალდსიდან ტაქსი მოიპარა. დამნაშავეებმა გულშემატკივარს, კლუბს, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ოფიციალურად მოუბოდიშეს. მათ რამდენიმე აბზაციან განცხადებაში ძირითადად ერთი და იგივე მეორდება — როგორ წუხან და განიცდიან ტაქსის ქურდები ჩადენილს. ისინი აგრეთვე დებენ პირობას, რომ სამწუხარო ინციდენტი მათ თამაშზე გავლენას არ...

პიტა სამობითაა – ახლა ცურვაო
ჩანაწერი

პიტა სამობითაა – ახლა ცურვაო

კიდევ ერთი შერეკილი პიონგჩანგიდან – ამ ტონგელი ბიჭის შესახებ სამხრეთკორეულ ოლიმპიადამდე უკვე ვწერდით, მაგრამ დღეს ის ისევ მსოფლიო მედიის ჰედლაინერთა შორისაა. ტონგელი პიტა ტაუფატოფუა 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ტაიკვონდოისტის რანგში ჩავიდა და ქოქოსის ზეთით გაპოხილს საკუთარი ქვეყნის დროშით გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის პატივიც ერგო. რიოში პიტამ პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ გულში თხილამურებით სრიალში ოლიმპიური ლიცენზია ამოიჭრა…...

ტაქსის ქურდობა ბარსელონაში
ჩანაწერი

ტაქსის ქურდობა ბარსელონაში

„ვესტ ბრომვიჩის” ოთხი ფეხბურთელი ბარსელონის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში, დაკითხვაზე წაიყვანა. მიზეზი: მათ კატალონიის დედაქალაქში ტაქსი მოიპარეს. რად უნდოდათ ინგლისური კლუბის ფეხბურთელებს ტაქსი? როგორც ჩანს მხოლოდდამხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთ მდიდრულ სასტუმროში დაბრუნებულიყვნენ და დასაძინებლად ნომრებში ასულიყვნენ. ეს ამბავი საკუთრივ კლუბის პრეს-სამსახურმაც დაადასტურა. ლაპარაკია გუნდის ოთხ წამყვან მოთამაშეზე. მათ ტაქსი მაკდონალდსიდან მოიპარეს. „ვესტ ბრომვიჩი” ფეხბურთის ასოციაციის...

ფუი, ეშმაკს!
ჩანაწერი

ფუი, ეშმაკს!

ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო. სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე...

ჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია
ჩანაწერი

ჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია

17 წლის რეჩმონდ ჯერარდმა აშშ-ს სამხრეთ კორეაში პირველი ოქრო კი მოუტანა, მაგრამ მისი გამოსვლა ბეწვზე ეკიდა. შეჯიბრის წინა ღამეს რეჩმონდი, თურმე, გათენებამდე საყვარელ სერიალს – „ბრუკლინი 9-9“ უყურებდა და დილით ადუღებულმა სმარტფონმაც ვერ გააღვიძა. ბოლოს, დაბნეულმა და ნამძინარევმა, სასწრაფოდ ნათხოვარი ქურთუკით დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ისეთი ფანტასტიური სნოუბორდ-შოუ დადგა, არბიტრებს არჩევანი არ დაუტოვა. „არ მესმის...

გუდრონა ძია და ფრენკ ლამპარდი
ჩანაწერი

გუდრონა ძია და ფრენკ ლამპარდი

ერთი ძმაკაცი ჰყავდა მამაჩემს – გულვერი ერქვა. უერთმანეთოდ ლუკმას არ გატეხდნენ. თუ ჩვენთან ვახშმობდნენ, წასვლამდე აუცილებლად შემოგვივლიდა მე და ჩემ დას საძინებელში გუდრონა ბიძია (გულვერი ვერ დავიმახსოვრეთ) და გვიყვებოდა ისტორიებს: როგორ გაფრინდა საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მარსზე გაფრინდაშვილის, ჩიბურდანიძის, ალექსანდრიას და იოსელიანის შემადგენლობით და ყველას დედა უტირა! არ ვიძინებდით მე და ცირა, სანამ გუდრონა ძია სახლში...

პასების უბადლო მაესტრო
ჩანაწერი

პასების უბადლო მაესტრო

შაბათს „მანჩესტერ სიტიმ” პრემიერშიფში „ლესტერს” 5:1 რომ მოუგო, სამი საგოლე პასი 26 წლის ბელგიელმა მაესტრომ, კევინ დე ბრუინმა ჩააწოდა. ამ მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი ცხრილს 16 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით. არც კუნ აგუეროზე გავაგრძელებთ სიტყვას მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლი გაიტანა, რადგან ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გადაადგილებებითა და მოედნის ხედვით მეტოქის...

რონალდუ – მესი 8:0
ჩანაწერი

რონალდუ – მესი 8:0

ესპანური პრიმერას გასულ ტურში „რეალმა“ „სოსიედადი“ 5:2 დაამარცხა. სამი გოლი რონალდუმ მიითვალა, თუმცა ეს მხოლოდ ჰეთ-თრიკი არ ყოფილა. პორტუგალიელმა ერთი გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, მეორე მარცხენათი, მესამე კი თავით. ეს კარიერაში მერვე „იდეალური ჰეთ-თრიკია“, რომელიც რონალდუმ მიითვალა. ცნობისათვის, ლეო მესის ამგვარი ჰეთ-თრიკი ჯერ ერთხელაც არ შეუსრულებია.    

სომეხი ფეხბურთელი: ჩვენს მთავრობას ფეხბურთელები ჯარში სჭირდება
ჩანაწერი

სომეხი ფეხბურთელი: ჩვენს მთავრობას ფეხბურთელები ჯარში სჭირდება

  სომეხი ფეხბურთელის, ოვიკ ნერსისიანის სახელ-გვარი არაფერს გეუბნებათ. მან თავისი განცხადებით მიიქცია ყურადღება. 23 წლის ოვიკი ადრე ერევნის „პიუნიკში“ თამაშობდა, ამჟამად კი ინგლისის ერთერთ უმდაბლეს დივიზიონში (კლუბი „უილჩერჩ ალპორტი“) გამოდის. ის თავშესაფარს ითხოვს დიდ ბრიტანეთში, რადგან სამშობლოში არმიაში წასვლა არ სურს. “სომხეთში ფეხბურთელს არმიაში წასვლას აიძულებენ. სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. იქ რომ დავბრუნდე, ჯერ საპყრობილეში...