ბოლო ხუთ შეხვედრაში ჟოზე მოურინიუმ პოლ პოგბა ორჯერ შეცვალა, ხოლო სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ დააყენა. ამის შემდეგ, პორტუგალიელმა ფრანგი ქერინგტონის ბაზაზე თავის კაბინეტთან მიიყვანა და კართან მიმაგრებულ დაფაზე მიუთითა, სადაც გარკვევით ეწერა, ვინ არის გუნდში მთავარი.
მწვრთნელმა და ნახევარმცველმა პრობლემებზე ილაპარაკეს. ფეხბურთელმა „განსაკუთრებულს” არ დაუმალა, რომ თანაგუნდელები მისი ტაქტიკით უკმაყოფილოები არიან. შემდეგ, საუბარი საკუთრივ პოგბას პოზიციასაც შეეხო, საბოლოოდ კი კარზე გაკრული დაფის ჩვენებით დასრულდა, რაც უკვე მოგახსენეთ.
სხვათა შორის, მოურინიუმ ბოლოდროინდელ ვარჯიშებზე მონდომებისთვის პოგბა ჟურნლისტებთან შეაქო, მაგრამ „სანი” წერს, რომ 24 წლის მოთამაშე თავს მაინც განტევების ვაცად გრძნობს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედის” წარუმატებელ პერიოდს აბრალებენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
