ჟოზე შვებულებას თამაშისას არიგებს

Home აქეთურ-იქითური ჟოზე შვებულებას თამაშისას არიგებს

ბრიტანელ ტელეჟურნალისტებს კადრსმიღმა როგორ გამორჩებოდათ: პრემიერლიგის 28-ე ტურში „მანჩესტერი“-„ჩელსის“ დაპირისპირებისას ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველ ნემანია მატიჩს ქაღალდის ნაგლეჯი გადასცა. ნამატჩევს მატიჩმა ქაღალდის ნაგლეჯი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. რაოდენ დიდი იყო საზოგადოების იმედგაცრუება, როცა ფურცლის ფოტოვერსია ნახეს: „დასვენების სამ დღეს გაძლევ“.

შეხვედრა მოურინიოს გუნდმა 2:1 მოიგო. შეუძლია კაცს ფეხბურთელების მოტივირება და თუ გინდათ, ჰკითხეთ რჩევა…

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".