კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება

„ბაიერნმა“ მოულოდნელად ფრე ითამაშა ნორვეგიაში, თუმცა თამაში ლამაზი გამოვიდა… „ბარსელონა“ სპექტაკლების დადგმას განაგრძობს… „ბრიუგემ“ „ინტერს“ „სან სიროზე“ სიურპრიზი მოუწყო… ო-დე-ფრანსის რეგიონის კლუბებს კი გასაჭირი ადგათ… თუმცა, მოდი ჩემპიონთალიგური სამშაბათის შესახებ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ. ჯერ ანგარიშები ჩამოვთვალოთ: ლანსი – სპორტინიგი 0:2; საბაჰი – სლავია 2:0; არსენალი – ლილი 3:0; ატლეტიკო – მანჩესტერ იუნაიტედი 2:0; გალათასარაი –...

ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
ჩანაწერი

ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა

AS: „ჟორჟ მიქაუტაძემ მატეო პოლიტანოს შეცდომით ისარგებლა და „ვილიარეალის“ პირველი გოლი გაიტანა. მან გუნდის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო, როდესაც კევინ დე ბრუინის სახიფათო კონტრ-შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა. საბოლოოდ მონდომებამ დიდი ენერგია მოითხოვა და ის შეცვალეს“. გოლი მიქაუტაძემ 23-ე წუთზე გაიტანა, 33-ზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 64-ზე კი მოედანი დატოვა. „ვილიარეალმა“ „ნაპოლის“ 3:1 მოუგო. ეს იყო...

მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ მასპინძლობს. ნეაპოლელები მატჩის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ „ვილიარეალმა“ ანგარიში მალე გაათანაბრა, გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც მეკარეს დაასწრო და მახვილი კუთხიდან ოსტატურად შეაგორა ბურთი კარში. რამდენიმე წუთში „ვილიარეალმა“ მეორე გოლიც გაიტანა და დაწინაურდა – 2:1

37-კაციანი ლეგიონის ამბები
ჩანაწერი

37-კაციანი ლეგიონის ამბები

გასული კვირის მიწურულს ევროპაში წამყვანი სარაგბო ჩემპიონატების ტურები გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში, ასევე ინგლისის პრემიერშიპში გამართულ ჯამურ 20 მატჩში 37-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად მოიაზრება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო თვეში ბორჯღალოსნები „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის ეგიდით სამ უმნიშვნელოვანეს მატჩშს თბილისში...

ბათუმი ისევ პირველია
ჩანაწერი

ბათუმი ისევ პირველია

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ბოლო და მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა და ზღვისპირელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბათუმელთა ბრაზილიელმა მაურიდესმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლოს. ამისდაკვალად, „ბათუმი“ ერთპიროვნულად გალიდერდა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. საერთოდ, ცხრილის პირველ ოთხეულში სიმჭიდროვეა. 50 – ქულიან ლიდერ „ბათუმსა“ და მეოთხე სდგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ შორის მხოლოდ ორი ქულაა და სატურნირო ვითარება...

გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
ჩანაწერი

გულთბილი შეხვედრა ქოჩორას

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ მის ყოფილ გუნდთან, „ლევანტესთან“ სტუმრად, ვალენსიაში 3:3 ითამაშა. ქართველმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო. სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, ეს შოტლანდიელმა რობი ურმა გააკეთა. 54-ე წუთზე იმავე ურმა საგოლე პასი მიაწოდა პორტუგალიელ ფელიქს კორეიას და „სევილია“ უკვე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლების ორი გოლის დრო დადგა: 57-ზე ივან რომერომ შეამცირა სხვაობა, ხოლო 90+2...

სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
ჩანაწერი

სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!

არავინ ელოდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ სტუმრად, „ენფილდ როუდზე“ 3:0-ს მოუგებდა. შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად ცნობილმა ტელეჟურნალისტმა გარი ნევილმა თქვა, რომ ის, რა დღეშიც ახლა „ქალაქელები“ არიან პრემიერლიგისთვის ძალიან ცუდია – ლაპარაკია ფინანსურ დარღვევებზე, რომლებიც „სიტის“ აღმოუჩინეს და რომელთა გამო კლუბი შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს. ნევილმა ალალად თქვა, რომ ენცო მარესკას გუნდს ბრწყინვალე...

საქართველო მსოფლიოში მესამეა
ჩანაწერი

საქართველო მსოფლიოში მესამეა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური ასპარეზობაში მოქმედმა ჩემპიონმა საქართველომ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მესამე ადგილს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალიის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები ირაკლი დემეტრაშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57), გიორგი ლოლაძემ (73) და ლუკა მაისურაძემ (90) მოიპოვეს. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთის გუნდთან 3:4 დამარცხდა. მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ნინო გულბანმა (70) და ლაშა...

წიტას თამაში ჩაიშალა
ჩანაწერი

წიტას თამაში ჩაიშალა

„ესტადიო დე ვალეკასზე“ გიორგი წიტაიშვილის „რეიო ვალეკანო“ „ბილბაოს“ მასპინძლობდა. ქართველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიმდინარეობდა შეხვედრის 28-ე წუთი, როდესაც კუთხურის დროს კარს უკანა ტრიბუნიდან გულშემატკივარმა ქაღალდის ჩიტებისა და ბურთულები სროლა დაიწყო. მსაჯმა ჩათვალა, რომ ასეთ პირობებში შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო. გუნდებმა ცოტა მოიცადეს და გასახდელებში შევიდნენ. როდესაც არბიტრმა ფეხბურთელებს კვლავ მოედანზე უხმო, ტრიბუნებიდან საგნების სროლა განახლდა....

ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
ჩანაწერი

ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი

იან დიომანდემ „რეალის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელებმა ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ 1:0 მოუგეს. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე ბოლო 23 წუთო დაჰყო, ის მოედანზე სერხი კარდონას ნაცვლად შევიდა. ამ შეხვედრაში იყო ერთი სკანდალური ეპიზოდიც, როდესაც ვინისიუს ჟუნიორმა კანადელ ნათან სალიბას თმაზე დაქაჩა, რაც VAR-ს არ გამოეპარა და ბრაზილიელი მოედნიდან გააგდეს. შესაბამისად გააუქმეს გოლი რომელიც მან...