მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური უნდა იყო კაცი, რომელსაც კვირაში 75 000 გირვანქას გიხდიან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, მთელი ქვეყანა გიცნობს, უყვარხართ და თავს ისეთ დღეში იგდებ, რომ აგერ უკვე სამი დღეა გისოსებს მიღმა ზიხარ; ვექილებს გარეთ ვერც კი გამოჰყავხართ, დაკითხვებზე შინიდან რომ იარო. 20 წლის მეისონ გრინვუდზე მოგახსენებთ, რომელიც კვირას გაუპატიურებისა და ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. ბოლო...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
რონალდო: სად ჩვენი დრო, სად ახლანდელი
ბრაზილიელმა რონალდომ ლეო მესისა და ნეიმარზე ისაუბრა. ფენომენმა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი: ფეხბურთელების ცხოვრების წესს, რაშიც ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა. „მესი ექსტრაორდინალური, ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. ყველა თამაშში გოლის გატანა სურს. …ნეიმარი კიდევ ერთი ტოპ-ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეუძლია, ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ სამშობლოში ბევრს აკრიტიკებენ პირადი ცხოვრების გამო....
მესი ნეიმარის ნომრით
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლისას ლიონელ მესიმ სათავისოდ 30-ე ნომერი აირჩია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც ამ ნომრით თამაშობს. თუ ამას თამაში ჰქვია, 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად კი, ქვეყნის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ (რომელიც პარიზელებმა პენალტების სერიაში წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ), არგენტინელი 10-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა მიდორზე. მაგრამ ვერც ამჯერად გაიტანა. ნომრის მაგიამ ვერ უშველა. „ბარსელონაში“...
ვინ როგორ ივაჭრა ინგლისში
იანვრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა. „დეილი მეილი“ წერს, რომ ჩვეულებრივ ფეხბურთელებით ვაჭრობა ზამთარში უფრო მოკრძალებულია ვიდრე ზაფხულში. ახალი წლის გამოფენა-გაყიდვაზე ხმაურიანი გარიგებები ნაკლებად გვხვდება, მაგრამ თუ გასული იანვრის ინგლისურ „წადი-მოდის“ ჩავხედავთ, მაინც ამოვიკითხავთ ცნობილი ფეხბურთელების გვარებს: ფილიპე კოუტინიუ, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, დელე ალი, დონი ვან დე ბეკი და სხვა. „დეილი მეილმა“ პრემიერლიგის ზამთრის ნასყიდობები გააანალიზა და გუნდები...
კანადა პირველ ადგილზეა!
ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია… ყველა კონტინენტის ზონა რომ ავიღოთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მთავარი სიურპრიზი კანადის ნაკრებია. სხვაგან მაინცდამაინც სენსაცია არ ხდება, აი, კანადა კი კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მსოფლიოზე გავა. სამი გუნდი გადის და მეოთხე ფლეი-ოფს თამაშობს – ასე რომ… კანადამ 2:0 მოუგო აშშ-ს. ლარენმა და აკუდაგბემ გაიტანეს მატჩის დასაწყისსა და ბოლოში....
ფულს არ დაეძებს
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ბარსელონაში“ გადასვლის დიდი სურვილი გამოამჟღავნა. ძალიან საინტერესოა, რომ მას „არსენალიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგება ფულის გამო არ უნდა. გაბონის ნაკრების ფორვარდს სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ამისათვის „გადატვირთვა“ სჭირდება. „ბარსა“, თავის მხრივ, ცდილობს ოსმან დემბელე გაყიდოს და მონაგებ ფულად, იჯარით ობამეიანგი გადაიბიროს. კატალონიური პრესა წერს, რომ ჯერჯერობით არსენალელის საქმე ადგილიდან არ...
ვინც გვაწვალებდა, ის დაგვეხმარება
ფრენკ ლემპარდი „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება. ფორმალურ მხარეს ელოდებიანო. ლემპარდი „ჩელსის“ სახეა, გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. იქ თამაშობდა და მწვრთნელიც გახლდათ თომას ტუხელამდე. „არისტოკრატებიდან“ წასვლის მერე, ლემპარდს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, მათ შორის, „კრისტალ პალასსა“ და „ასტონ ვილასაც“, სადაც სტივენ ჯერარდი დაინიშნა. „ევერტონი“ ცუდ დღეშია. მე-16 ადგილი, ბოლო ტურებში საშინელი სერია… ამ ამბავის გამო...
პოლიტიკური თამაში
პოლონეთმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩია: პოსტზე ადამ ნავალკას დააბრუნებენ, რომელიც ევრო 2016-ის პერიოდში მუშაობდა ნაკრებში. და ანდრეი შევჩენკო? პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Przeglad Sportowy წერს, რომ შევჩენკოს იგნორირების მიზეზი პოლიტიკურია: უკრაინელი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში პოლონეთი სწორედ რუსეთს ხვდება… ისიც ცნობილია, რომ „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი რუსულ ფეხბურთთან მუდმივ...
ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს
ერლინგ ჰოლანდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის შეძენაც თითქმის ყველა მდიდარ კლუბს უნდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ წავა. თავის მხრივ, გერმანული კლუბიც ცდილობს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება დაადებინოს. ჰოლანდი ფიზიკურად ძლიერია, იმავდროულად არის სწრაფი და კარში დარტყმისას ზუსტი. ის მხოლოდ 21 წლისაა. მისი შედეგი შთამბეჭდავია: ბუნდესლიგის 57 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. და...
პოგბამ მომავალს გადახედა
თუ რალფ რანგნიკი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არსად წავა. ფრანგი ნახევარმცველი გერმანელ მწვრთნელთან რამდენიმე საუბრით ისე აღფრთოვანებულა, რომ მზადაა „ოლდ ტრეფორდის“ დატოვებაზე ხელი აიღოს. მსოფლიოს ჩემპიონს ბარძაყის ტრავმის გამო რანგნიკის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. მან ტრავმა ნოემბერში, ნაკრებში მიიღო. პოგბასთვის „იუნაიტედის” ახალი, უფრო სწორად კი დროებითი თავკაცის იდეები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ...









