თუ რალფ რანგნიკი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არსად წავა. ფრანგი ნახევარმცველი გერმანელ მწვრთნელთან რამდენიმე საუბრით ისე აღფრთოვანებულა, რომ მზადაა „ოლდ ტრეფორდის“ დატოვებაზე ხელი აიღოს.
მსოფლიოს ჩემპიონს ბარძაყის ტრავმის გამო რანგნიკის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. მან ტრავმა ნოემბერში, ნაკრებში მიიღო. პოგბასთვის „იუნაიტედის” ახალი, უფრო სწორად კი დროებითი თავკაცის იდეები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გეგმები შეცვალა.
რანგნიკის წინამორბედები ჟოზე მოურინიუ და ოლე გუნარ სულშერი ვერ ახერხებდნენ პოგბასგან მიეღოთ ის, რაც ამ ფეხბურთელს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ფრანგი „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს დაბრუნდა. მანჩესტერელებმა მის სანაცვლოდ 89 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ მის თამაშს გასაღები ვეღარ მოარგეს.
დღეს, რანგნიკი სერია A-ს ოთხგზის ჩემპიონს ეუბნება, რომ არა „იუნაიტედში” მხოლოდ ნახევარდაცვის, არამედ მთელი გუნდის აწყობას მის გარშემო აპირებს.
მანკუნიანელთა დროებითი თავკაცი ასევე დარწმუნებულია, რომ პოგბა გასახდელშიც იტყვის თავის ომახიან სიტყვას, თანაგუნდელებზე დადებით გავლენას იქონიებს.
28 წლის ვარსკვლავი მოედანზე 8 თებერვალს, სტუმრად, „ბარნლისთან“ შეხვედრაში უნდა დაბრუნდეს.
ფეხბურთელსა კლუბს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა არეული იყო, მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
