ჯანლუიჯი ბუფონი 44 წლის გახდა.
27 წელი ხდება, რაც დებიუტი ჰქონდა დიდ ფეხბურთში, დიახ, 27!
1995 წლის ნოემბერში „პარმა“ „მილანს“ უნდა შეხვედროდა. პარმელთა ძირითადი მეკარე ლუკა ბუჩი ტრავმირებული გახლდათ, ასევე მანამდე დაშავდა მეკარე ალესანდრო ნისტა და მწვრთნელმა ნევიო სკალას სხვა რა ექნა, 17 წლის ბიჭი დააყენა – ჯანლუიჯი ბუფონი.
თამაში 0:0 დასრულდა, სკოლის მოსწავლემ დიდებულ გუნდს არ გაატანინა. ახლაც „პარმაშია“ და ისევ გაიბრწყინებს ხოლმე. პენალტებსაც იგერიებს. და დებიუტი ნაკრებში? 19 წლის იყო.
რუსეთთან, მსოფლიოზე გასასვლელ ფლეი-ოფში, არანორმალურ გარემოში ჯიჯიმ რამდენიმე რთული ბურთი აიღო. ისე კი, წესით არ უნდა ეთამაშა: 32-ე წუთზე ჯანლუკა პალიუკა დაშავდა და მისი შეცვლა მოუწია.
აი, იტალიაში კი „სკუადრა აძურამ“ 1:0 მოიგო პიერლუიჯი კაზირაგის გოლით. ისე მოხდა, რომ იტალიაში უკვე არც პალიუკა იდგა და არც ბუფონი: ანჯელო პერუცი დადგა.
მოკლედ, სამი მეკარე დასჭირდათ ორ შეხვედრაში ისე კი, საქართველოს ნაკრების დიდი დამსახურებაა, რომ იტალიას მოუწია თოვლჭყაპობანა და არა ინგლისს. შესარჩევის ბოლოსწინა ტურში სკუადრამ თბილისში ვერ მოიგო – 0:0.
ბუფონმა სწორედ რუსეთთან მატჩზე თქვა შარშანდელ ინტერვიუში…
„ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თამაში არ მინდოდა“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
