საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მცირე ცვლილებები მოხდა. პორტუგალიისა და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებებთან შესახვედრად რუსეთის „ლოკომოტივ-პენზას“ გამოცდილი კვაჭი გიორგი ჭყოიძე აღარ მოემზადება და მის ადგილს ახალგაზრდა ლუკა ნიორაძე დაიკავებს, ვინც თავის „ორიაკთან“ ერთად საფრანგეთის პრო დ2-ში გამოდის.
გარდა ამისა, რაზმს შეუერთდნენ „შავი ლომის“ უკანახაზელები სანდრო სვანიძე და ოთარ ლაშხი (მიხეილ მესხის შვილიშვილი). სამივე ახალწვეული ადრეც ყოფილა გაფართოებულ რაზმში, თუმცა სვანიძეს 2020 წლის მიწურულს „შემოდგომის ერთა თასზე“ სანაკრებო დებიუტი ჰქონდა, აი, ნიორაძესა და ლაშხს კი, ან პორტუგალიელებთან, ან ნიდერლანდელებთან ღვინისფერი კვართის მორგება პირველად მოუწევთ.
შეხსენებისთვის, 6 ებერვალს, „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას პორტუგალიასთან ჯახით შეუდგებიან, ერთი კვირის თავზე კი ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებს ეწვევიან.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
