41 წლის ელ ჰაჯი დიუფი ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს მის საკადრის კონტრაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ სთავაზობენ: იმიტომ, რომ ის აფრიკელია! მოგეხსენებათ, სალაჰსა და მის კლუბს „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. ელ ჰაჯი დიუფი კი „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელია. ეროვნებით ის სენეგალელია. დიუფმა „ენფილდზე“ 2002-05 წლებში ითამაშა....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ბომბარდირი და ომი
ეს 52 წლის ოლეგ სალენკოა, უკრაინელი, რომელმაც რუსეთის ნაკრებში ითამაშა და 1994 წლის მონდიალზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა. თანაბომბარდირი გახდა ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად. სალენკო სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, თავიდან „ზენიტში“ თამაშობდა, საიდანაც კიევის „დინამოში“ გადავიდა და სახელიც იქ გაითქვა. რუსეთის ნაკრებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა… მანამდე ერთი მატჩი უკრაინის ნაკრებშიც ითამაშა. იყო „ვალენსიაში“,...
ფლიკის რვიდან რვა
გერმანიამ ამხანაგურში 2:0 მოუგო ისრაელს. გოლები „ჩელსის“ ფეხბურთელებმა კაი ჰავერცმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. ვერნერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „თამაშის კუთხით, გერმანიის ნაკრებში უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე „ჩელსიში“. აქ მეტი მომენტი მექმნება“. ეს ჰანს-დიტერ ფლიკის მე-8 მატჩი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ყველა მოიგო. რვიდან რვა, ბურთების შეფარდება 33:2. მართალია, ფლიკის თავკაცობით გერმანელები საშუალო და...
ირლანდიელებს წყენა არ ავიწყდებათ
როდესაც „ავივა სთედიუმზე“, ირლანდიისა და ბელგიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის (2:2) დროს ტაბლოზე სტუმართა ასისტენტი მწვრთნელი, ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი გამოისახა, ტრიბუნებმა გამაყრუებელი ღრიანცელი მოაწყეს. ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ, რომ 2009 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ფლეი-ოფში ერთმანეთს საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრები გუნდები ხვდებოდნენ. იმ დღეს ანრიმ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ხელით გაისწორა და ვილიამ...
60 წლით ჩამოვრჩით
არიგო საკიმ განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი 60 წლით უკანაა… „მილანისა“ და „სკუადრა აზურას“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფიასკო ასე ახსნა: „ფედერაციის პრეზიდენტი გრავინა კომპეტენტური პიროვნებაა, მაგრამ ცივი გონებით უნდა შეხედოს სიტუაციას და ემოციებს არ აჰყვეს. ვფიქრობ, მხოლოდ რობერტო მანჩინის არ დააბრალებს მომხდარს. …პრობლემები უფრო ღრმადაა. იტალიური ფეხბურთის კულტურული დაღლის პროცესია, ჩვენ ამას ვხედავთ, არაა ახალი...
სად ნაკრები და სად მანჩესტერი
პოლ პოგბამ თქვა, ჩემი კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედში“ გავფლანგეო. 89 მილიონ გირვანქად ნაყიდი ფრანგი ვარსკვლავის კონტრაქტს ზაფხულში ვადა გაუდის, ის თავისუფალი აგენტი გახდება. იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება „იუვენტუსს“, „რეალსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ უნდა, ახალი არაფერია, მაგრამ ამ სამ კლუბს ორიც დაემატა: ახალი გამდიდრებული „ნიუკასლ იუნაიტედი“ და „ასტონ ვილა“. პოგბამ თქვა: „ბოლო ხუთ...
უტიფრობის მწვერვალი
რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, სერგეი ანოხინმა, განაცხადა, რომ რუსეთი უეფაში ევრო 2028 ან 2032 წლების მასპინძლობაზე შეიტანს განაცხადს… თან, ეს მნიშვნელოვანიაო – დაამატა. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი ყველა სფეროდან მოკვეთა. მათ შორისაა ფეხბურთიც. რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს და კლუბებს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. მეტიც, გაუუქმეს წლეულს ამ ქვეყანაში...
რუსი ტალანტის ადგილზე ცარიელი გრაფა დატოვეს…
ინგლისურმა Goal.com-მა მსოფლიოს 10 ტალანტის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულები. პირველ ადგილზეა ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც „დორტმუნდის“ ერთერთ მთავარ ძალად იქცა. მთლიანობაში, ათეულში ვინც არიან, გულშემატკივრებისთვის ცნობილები არიან… სხვათა შორის, მე-11 ადგილზე რუსი არსენ ზახარიანი გაიყვანეს, მაგრამ ამოშალეს და ახლა იქ ცარიელი ადგილი დატოვეს. აი, სიაც: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“) ფლორიან...
ყველაზე ჩაფლავებული
„ევერტონის“ ნახევარმცველი დელე ალი „გუდისონ პარკზე“ „ტოტენჰემიდან“ ახლახან, იანვარში გადავიდა, მაგრამ… უკვე მოახერხა წლის ყველაზე ცუდ შენაძენად დაესახელებინათ. შეგახსენებთ: მან კლუბი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს გამოიცვალა. „ირისებს“ დელე ალი 40 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. სპეციალისტები მაშინვე ამბობდნენ, მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი რისკზე მიდისო, მაგრამ ლემპარდი რისკს არ მოერიდა და… როგორც ჩანს შეცდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ...
რას ამბობენ რუსეთში კვარაცხელიაზე?
საფეხბურთო წრეში ცნობილი რუსების კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიაზე… უკვე ცნობილი ამბავია, რომ ხვიჩა სანაკრებო თამაშების მერე „რუბინში“ არ დაბრუნდება და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. საპასუხოდ კი რუსები აი, რას ამბობენ. ვიაჩესლავ კოლოსკოვი (ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი): „დაბრუნდება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჰკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელს. ნათელი წერტილი იყო ადრე, ახლა...









