ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ჩავი ხუთს ყრის, ორს ელაპარაკება
„ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მიზეზთა გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაიგვიანა, მაგრამ გუნდს მკაცრად და მკაფიოდ მართავს. შეუერთდა თუ არა დელეგაციას, ყოფილმა ვარსკვლავმა ტექნიკური დეპარტამენტის წევრებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის საკითხი დააყენა. ახლა, როდესაც „ზემოთ” საქმე გარკვეულია, ჩავი უშუალოდ ჰოლანდიელებს შეხვდება და მათთან მოაგვარებს წასვლა-დარჩენის ამბავს. „სპორტი” წერს, რომ ჩავიმ კლუბის...
კიოლნი ბელარუსების წინააღმდეგ
გერმანული „კიოლნის“ ხელმძღვანელობამ უეფას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბელარუსული კლუბების ევროთასებიდან მოკვეთას სთხოვს. ეს ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია. „კიოლნმა“ ასეთი ინიციატივა იმიტომ გამოიჩინა, რომ კონფერენციის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პოტენციურად შეიძლება ბატეს, „გომელს,“ სოლიგორსკის „შახტიორს“ ან მინსკის „დინამოს“ შეხვდეს. „თხებმა“ ანალოგიური შეტყობინება გერმანიის საფეხბურთო კავშირსაც აახლეს. ამ დღეებში კი სხვა კლუბებს უკავშირდებიან და მათაც სთხოვენ...
ბექზი და ფერგი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექემი მეუღლესთან, ვიქტორია ადამსთან ერთად იტალიაში, ზღვისპირა ქალაქ ამალფიში ისვენებს. დევიდს ახალი იახტა შეუძენია. ის არ არის ძალიან მდიდრული, თუმცა ბექზს თავად მიუღია მშენებლობაში მონაწილეობა და ამით ძალიან ამაყობს. წინა დღეს კი ბექემები ზღვის პროდუქტების რესტორანში სარა ფერგიუსონს შეხვედრიან. მოგეხსენებათ, სარა იორკის ჰერცოგინიაა. მწერალი, ფილანტროპი, საზოგადო მოღვაწე,...
ვანდა მიდის, მეტროპოლიტანო რჩება
მადრიდის „ატლეტიკო” რამდენიმე დღეში თავისი სტადიონის ახალ სახელს გამოაცხადებს. სხვა სიტყვებით, გაირკვევა, თუ ვინ გახდება „თეთრ-წითლების” გენერალური სპონსორი. აქამდე, ხუთი წლის განმავლობაში, მადრიდული კლუბის მთავარი დამფინანსებელი იყო ჩინური მრავალპროფილიანი კორპორაცია „ვანდა”, რომელმაც „მატრასის მკერავების” „ვისენტე კალდერონიდან” „ესტადიო მეტროპოლიტანოზე” გადასვლაში ლომის წვლილი დაიდო. „ატლეტიკომ” სტადიონი 2017-19 წლების სეზონში გამოიცვალა. როგორც „მუნდო დეპორტივო” ამბობს, ამიერიდან სტადიონს ან...
გარდაიცვალა გეორგი იარცევი
გეორგი იარცევი გარდაიცვალა. ძველი თაობის ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს მოსკოვის „სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელი. ის ლეგენდარული თბილისის „დინამოს” პერიოდში თამაშობდა. იარცევმა ბევრი გუნდი გამოიცვალა, თუმცა ხალხს ყველაზე მეტად 1977-80 წლებიდან, კონსტანტინ ბესკოვის „სპარტაკიდან” ახსოვს. 1977 წელს, როდესაც იარცევი კოსტრომის „სპარტაკიდან” პირველ ლიგაში გავარდნილ მოსკოვის გუნდში გადაიყვანეს, ის უკვე 29 წლის იყო. სწორედ მაშინ დაუდგა კარიერის საუკეთესო...
რეალის თავდასხმის შესახებ
ნათქვამია, თუ ფეხბურთის კლუბი საზაფხულო საქმეებს ადრევე მოაგვარებს, სეზონისთვის კარგად მოემზადებაო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „რეალი” სწორ გზაზე დგას. როგორც კი გაირკვა, რომ კილიან მბაპეს ვერ ყიდულობენ, მადრიდელებმა ვეტერანი მცველი ანტონიო რუდიგერი და 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი აურელიან ჩუამენი შეიძინეს. წუხანდელ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შემდგომი სატრანსფერო გეგმების შესახებ ილაპარაკა. „მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით,...
მანჩინი: მაინც გავხდები…
იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა. სამაგიეროდ, შარშან მოიგო მოიგო ევროპის ჩემპიონატი და „სკუადრა აძურას“ მწვრთნელზე ჯერჯერობით აუგს ვერავინ ამბობს – კონტინენტის პირველობის შემდეგ მსოფლიოს შესარჩევის ჩავარდნა, იტალიელებმა, თითქოს გაატარეს. შესაბამისად რობერტო მანჩინი ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობას ძველებურად აგრძელებს და გუნდს მომავალი ბატალიებისთვის ამზადებს. „რაც ნაკრებში დავინიშნე, მიზნად დავისახე ორივე ტიტული: ევროპის ჩემპიონობაც...
ვაისმა ბათუმი შეგვიქო…
„იმ უიღბლობის შემდეგ, რაც მე და ქართულ ფეხბურთს შეგვემთხვა, საქართველოში პირველად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია? დიახ, ვლადიმირ ვაისის, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველომ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. წააგო, სწორედ მწვრთნელის უაზრო გადაწყვეტილებები გამო და აგერ, ახლა ამბობს, რომ „უიღბლობა, რაც...
კამერა გასახდელში
სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები გუნდების გასახდელიდან დაიწყება. „ეს ამბავი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. ნოემბერში თუ მიიღებენ ძალაში, მსოფლიოზე გასახდელიდან იექნება რეპორტაჟები“, – ამბობენ ფიფას წარმომადგენლები. ცხადია, გასახდელებში ვიდეოგადაღების დაწყება-დამთავრების საკითხი მწვრთნელებთან იქნება შეთანხმებული და რა თქმა უნდა, ტაქტიკური გარჩევა-დავალების მიცემისას კამერები გაითიშება. ფიფას სურს, რომ გულშემატკივრები უფრო დააახლოვოს ფეხბურთელებთან. სიახლე იქნება ისიც, რომ თამაშგარე მდგომარეობას...









