
მადრიდის „ატლეტიკო” რამდენიმე დღეში თავისი სტადიონის ახალ სახელს გამოაცხადებს. სხვა სიტყვებით, გაირკვევა, თუ ვინ გახდება „თეთრ-წითლების” გენერალური სპონსორი. აქამდე, ხუთი წლის განმავლობაში, მადრიდული კლუბის მთავარი დამფინანსებელი იყო ჩინური მრავალპროფილიანი კორპორაცია „ვანდა”, რომელმაც „მატრასის მკერავების” „ვისენტე კალდერონიდან” „ესტადიო მეტროპოლიტანოზე” გადასვლაში ლომის წვლილი დაიდო.
„ატლეტიკომ” სტადიონი 2017-19 წლების სეზონში გამოიცვალა.
როგორც „მუნდო დეპორტივო” ამბობს, ამიერიდან სტადიონს ან „კივიტასი” დაერქმევა ან „ალიანცი”. ეს სავარაუდოდ 19 ივლისს გამოცხადდება. ამავე დღეს საზოგადოება გაიცნობს სტადიონის გარშემო, კანილეხას რაიონში სიუდად დეპორტივას ანუ სპორტული ქალაქის აშენების პროექტს.
რაც შეეხება ფორმას, „ატლეტიკომ” მისი პრეზენტაცია უკვე მოაწყო. შემდგომ სეზონში კლუბის სამოსის სპონსორი იქნება ფირმა Whale Finn.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
