კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ვინ შექმნა რაფინია?
ჩანაწერი

ვინ შექმნა რაფინია?

„ბარსელონას” ახალი შენაძენი რაფინია კატალონიურ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა. არადა, სულ რაღაც ორი სეზონის წინ ბრაზილიელის წინა კლუბმა „ლიდს იუნაიტედმა” „რენს” მის სანაცვლოდ 16 მილიონი გადაუხადა. როგორც ირკვევა, 25 წლის მარჯვენა გარემარბისთვის სწორედ ეს ორი წელიწადი იყო უმნიშვნელოვანესი. რაფაელ დიას ბელოლის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ნათამაშები. ამ შეხვედრებში მან სულ 3...

ნეიმარი გაბრაზდა
ჩანაწერი

ნეიმარი გაბრაზდა

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, იაპონურ „გამბა ოსაკასთან“ ამხანაგურ მატჩში (6:2) ისევ „მოიგონა“ თერთმეტმეტრიანი, რომელიც თავადვე შეასრულა. შედეგად, კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამან 30 წლის ბრაზილიელი აღაშფოთა და სოც.ქსელში ბრაზიანი გზავნილი გამოაცხო: „მზად ვარ ასეთი კრიტიკისთვის, მაგრამ არ ვაპირებ ისეთ ადამიანებთან კამათს, ვინც სისულელეებს ლაპარაკობს. 13 წლის შემდეგ მაკრიტიკებენ. საკმაო ხანს ვიყავი ჩუმად. რაღაცეებს მეც არ...

2:8 არავის უხსენებია
ჩანაწერი

2:8 არავის უხსენებია

რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში” გადასვლით კმაყოფილია, ჩავის როგორც მწვრთნელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ 34 წლისა თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე პირადობის მოწმობაში უწერია. — თქვენთან ერთად „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი აქვს? — აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ტიტულები მოვიგო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა თასია, მაგრამ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა კეთება. — პირველი დღეების...

ზელინსკის ფასი
ჩანაწერი

ზელინსკის ფასი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ვესტ ჰემს“ ნახევარმცველი პეტრ ზელინსკი არ მიჰყიდა. საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა იტალიელებს 25 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) შესთავაზეს. ნეაპოლელები კი 28 წლის პოლონელში 35 მილიონს (პლუს ბონუსები) ითხოვენ. „ნაპოლისთან“ ზელინსკის კონტრაქტი 2024 წლის ივნისში უმთავრდება. წინა სეზონის ყველა ტურნირში პოლონელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ სასრგებლოდ 42 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 5...

ერიკსენი წვიმაში
ჩანაწერი

ერიკსენი წვიმაში

მას შემდეგ, რაც კრისტიან ერიკსენმა `მანჩესტერ იუნაიტედთან~ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ქომაგების აზრი ორად გაიყო. ტვიტერში ბევრი პოსტებია. ზოგი ამბობს კარგად მოიქცა `ბრენტფორდიდან~ რომ წამოვიდა, იქ მისი ადგილი არ იყოო… მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც აკრიტიკებენ: ღმერთმა გადაარჩინა, მან კი ეშმაკებს მიჰყიდა სულიო. აქ იგულისხმება მისი შარშანდელი გულის ოპერაცია და მანჩესტრელთა მეტსახელი – ეშმაკები. მანამდე კი...

სილესენი ყველა დროის ათეულში
ჩანაწერი

სილესენი ყველა დროის ათეულში

Sportslens.com-ის თანახმად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას” ნიდერლანდელი მეკარე ჯასპერ სილესენი 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ყველა დროის ათეულშია. სიაში, რომელშიც შედიან კრიშტიანუ რონალდუ, მირალემ პიანიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, გაბრიელ ბატისტუტა და სხვები, ის მეცხრე პოზიციაზეა. 2019 წელს „ვალენსიამ” სილესენი „ბარსელონასგან” 36 მილიონ ევროდ იყიდა. უფრო სწორად, მაშინ კლუბებმა მეკარეები ნეტო და სილესენი გაცვალეს და შეთანხმდნენ, რომ...

ლევანდოვსკი ბაიერნისთვის სხვა იყო…
ჩანაწერი

ლევანდოვსკი ბაიერნისთვის სხვა იყო…

„ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, ვისმა ამჟამინდელმა კლუბმა „მან.სიტიმ“ წუხელ ამხანაგური მატჩი გერმანელებს 1:0 მოუგო, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. პოლონელი ფორვარდი, რა შეხსენება გჭირდებათ, ორიოდ დღის წინ მიუნხენური გრანდიდადან „ბარსელონაში“ გადაბარგდა. „ლევანდოვსკი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, თუმც არა ისეთი, როგორიც მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი და ტომას მიულერი. გერმანელებმა ბრწყინვალე ტრანსფერები განახორციელეს. როცა „რეალიდან“, „ბარსელონადან“, „ბაიერნიდან“  და...

ნებით არ წავალ…
ჩანაწერი

ნებით არ წავალ…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კარიერის ბოლომდე კლუბში დარჩეს და ინატრა, რომ ამ დროის განმავლობაში, ტიტულსაც მოიგებს… „მსურს, რომ კარიერა მანჩესტერში დავასრულო, ცხადია, კლუბს თუ საწინააღმდეგო არაფერი ექნება… აქ თამაშით ბედნიერი ვარ და კარსაც იმდენ ხანს დავიცავ, ვიდრე კლუბს დავჭირდები. იმედია, წასვლამდე რამე ტიტულს მოვიგებთ“, – თქვა დე ხეამ და განაგრძო,...

პსჟ კიმანოში
ჩანაწერი

პსჟ კიმანოში

პსჟ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იაპონიაშია. მოგეხსენებათ, იაპონია ძიუდოს სამშობლოა და პარიზელებიც გასართობად უკეთეს ადგილს რას მოძებნიდნენ, მით უმეტეს, როცა გუნდს თან ახლავს ტედი რინერი, ლეგენადრული ფრანგი ძიუდოისტი.  პსჟ კი რინერთან ერთად ერთ-ერთ ადგოლობრივ, ძიუდოისტთა სკოლას ესტუმრა. პსჟ-ს ფეხბურთელები ძიუდოისტების მასტერკლასს დაესწრნენ, ზოგმა კი უშუალოდაც კი მიიღო მონაწილეობა. მოხალისეებს შორის იყო კილიან მბაპეც. ფრანგი თავდამსხმელი ორგზის...

იკარდიმ რომა იუარა
ჩანაწერი

იკარდიმ რომა იუარა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. არგენტინელს პარიზულ კლუბში დარჩენა სურს. „ინტერისა“ და „სამპდორიას“ 29 წლის ყოფილი შემტევი იმ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთა გაყიდვაც პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. მისით „იუვენტუსი“ და ელიტაში აღზევებული სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ დაინტერესდნენ, მაგრამ მომხიბლავი ვანდა ნარას მეუღლემ წასვლა იუარა. პარიზელებთან მას კიდევ ორ წელიწადს აკავშირებს...