იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა. სამაგიეროდ, შარშან მოიგო მოიგო ევროპის ჩემპიონატი და „სკუადრა აძურას“ მწვრთნელზე ჯერჯერობით აუგს ვერავინ ამბობს – კონტინენტის პირველობის შემდეგ მსოფლიოს შესარჩევის ჩავარდნა, იტალიელებმა, თითქოს გაატარეს. შესაბამისად რობერტო მანჩინი ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობას ძველებურად აგრძელებს და გუნდს მომავალი ბატალიებისთვის ამზადებს.
„რაც ნაკრებში დავინიშნე, მიზნად დავისახე ორივე ტიტული: ევროპის ჩემპიონობაც მინდა და მსოფლიოსიც. ერთს მივაღწიე და ჩემს თავს მაშინვე ვუთხარი: მსოფლიოსაც მოვიგებ! წლეულს ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როცა მონდიალზე გავიმარჯვებ“.
მანჩინიმ შარშანდელი ამბავის გაიხსენა:
„დიახ, ჩვენ საოცრება ჩავიდინეთ, მაგრამ ეს იყო 3,5 წლიანი პერიოდის ლოგიკური დასასრული. არის შემთხვევები, როცა ერთ თვეში ყველაფერს ახერხებ და გამოგდის, ჩვენ კი ასე არ ვიყავით, ამ წარმატებისთვის წლების განმავლობაში ვიშრომეთ“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
