ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა...
Author: სოლომონ გულისაშვილი
მესი შემოსავალშიც პირველია
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავი ლიონელ მესია. 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ლეომ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 75 მილიონი ჯამაგირია, დანარჩენი კი სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები. მეორე ადგილზე „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა – 121,2 მილიონი დოლარით. მესამეზე...
რომში ბედნიერი
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიძნელეების მიუხედავად, კლუბში მუშაობას გაისადაც გააგრძელებს. „მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვეცდებით. როცა ხედავ როგორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებენ „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი,“ ხვდები, რომ ცხრილში პირველი სამი ადგილი უკვე დაკავებულია. რჩება ერთი – მეოთხე ადგილი. წლეულს ის „ნაპოლიმ“ დაიკავა, გაისად კი შევეცდებით ისინი ჩვენ ჩავანაცვლოთ. ზოგიერთი მწვრთნელის...
ხალხი სტადიონზე, გოლები – წვიმაში
ბოლო დღეებში საქართველოში გვარიანად წვიმდა და ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებმაც ამინდს სოლიდარობა გამოუცხადეს – გოლების წვიმა მოაწყვეს. ჯამში მე -12 ტურში 25 ბურთი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია. ღია კარის დღე ბოლნისში ტური წლეულს ყველაზე უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. „დინამო“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა. მეტოქეებმა ერთმანეთს 10 ბურთი გაუტანეს. ჩასულებმა 3:7 გაიმარჯვეს. დინამოელებს დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე დაუბრუნდა,...
მემფისი გაიყიდება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ თავდამსხმელ მემფის დეპაის გაყიდის. კლუბმა ნიდერლანდელი უკვე დააყენა ტრანსფერზე. 28 წლის ფეხბურთელის გასხვისებას კატალონიური კლუბი ფინანსური სირთულეების გამო ეშურება. გუნდის გაძლიერება სურს, თანხები კი არ ჰყოფნის. არსებული კონტრაქტის ვადა დეპაის გაისად, 30 ივნისს ეწურება. ნიდერლანდელი „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „ლიონიდან,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი გადაბირებით „ბარსას“ მაშინდელი თავკაცი, რონალდ კუმანი,...
20 ათასი და უმწვრთნელო ტორპედო
კვარაობა „დინამომ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ვერც ამჯერად მოუგო. უკვე მეექვსე დაპირისპირებაა თბილისელები ზღვისპირელების დამარცხებას ვერ ახერხებენ. არ იყო ცუდი თამაში. ორივე კართან შეიქმნა მომენტები. სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ცოტ-ცოტა ხვიჩა კვარაცხელიამაც ჩაატარა თავისებურები. მაგრამ გოლები არ გასულა. „დინამო არენაზე“ დაახლოებით 20 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. ასეთი რამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ამ სტადიონზე კარგა ხანია აღარ ყოფილა....
მესი ბარსელონაში
პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ლეო მესი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მეუღლე ანტონელასთან ერთად ბარსელონაში ჩავიდა და საუკეთესო მეგობრის, ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ლუის სუარესის რესტორან ჩალიტოში დრო გაატარა. მესებთან ერთად სადილზე ლეოს ოდინდელი ბარსელონელი პარტნიორი სერხიო ბუსკეტსიც ბრძანდებოდა. ბედნიერმა ანტონელამ რამდენიმე ფოტო გააზიარა ინსტაგრამში და დაწერა: „რა ძლიერ გვინდოდა ჩალიტოში ჩამოსვლა. ფანტასტიკურია. მიყვარხართ!“
ზლატანი მილანზე
„მილანის“ 40 წლის შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებთან გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. „გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს. საკმაო მსხვერპლის გაღება მოგვიხდა, ამ დონის მისაღწევად. სეზონის დასაწყისში ჩემპიონობა დავისახეთ მიზნად, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. აქამდე ყველაფერი კარგად იყო. ცხადია, გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ სიძნელეები გადავლახეთ. ახლა ტრიუმფამდე ცოტაღა დაგვრჩა და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ერთ კვირაში სიტუაცია შეიძლება...
გულში გერბი
თომას მიულერმა „ბაიერნთან“ კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ის ბავარიელთა რიგებში 2024 წლამდე დარჩება. მიულერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კლუბის მმართველთა თავკაცმა, ოლივერ კანმა: „თომას მიულერი ის კაცია, რომელიც „ბაიერნის“ გერბს გულში ატარებს. ის აბსოლუტური მისაბაძი მაგალითია. მემკვიდრეობითობა ყოველთვის ახასიათებდა „ბაიერნს“ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან ურთიერთობა გავიხანგრძლივეთ. ის არის ადამიანი, რომელიც...
ატლეტიკომ საჩემპიონო პატივისცემა დაივიწყა
ესპანური პრიმერას 35-ე ტურში, 8 მაისს, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრის წინ კი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები პრინციპული მეტოქისთვის ბოლო დროს მიღებული საჩემპიონო დერეფნის მოწყობას არ აპიერებენ. ეს გადაწყვეტილება მათ ერთხმად მიუღიათ. ახლა ვითარებას კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნა თუ შეცვლის. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოსები თავს დიდად არ გამოიდებენ, რადგან, დერეფნის მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან გულშემატკივრები. შეგახსენებთ,...









