Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
სუფთა ფურცელი
ჩანაწერი

სუფთა ფურცელი

ერთა ლიგის მესამე გათამაშება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო – ახალი ფორმა, ახალი სლოგანი – „მე ვარ საქართველო“, ახალი ჰიმნი. ფილოსოფიის მიხედვით, ახლებური აზროვნება. მოკლედ, მენტალური რევოლუციის ზღვარზე ვართ, რაც იდეაში ცუდი არ უნდა იყოს. გიბრალტართან მატჩში, ცხადია, ჩვენიანების რეალურ ძალას ვერ ვიხილავდით. ვილი სანიოლს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: მოგება, თანაც სასურველი იყო, დიდი...

პელემ პუტინს…
ჩანაწერი

პელემ პუტინს…

ლეგენდარულმა პელემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო ღია წერილი მისწერა. ფეხბურთის მეფე მოუწოდებს რუს პოლიტიკოსს შეწყვიტოს ომი და ძალადობა. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან: „შეაჩერე რაც ხდება! ამ მიმდინარე ძალადობას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს. ეს კონფლიქტი არის მანკიერი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა. მისი გაგრძელების საფუძველი არ...

უნიკალური გრძნობა
ჩანაწერი

უნიკალური გრძნობა

დღეს, ლეგენდარულ „უემბლიზე“ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება გაიმართება. იტალიის ნაკრები არგენტინისას შეხვდება. თამაში 22 საათსა 45 წუთზე დაიწყება. იტალიელთა ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი ამ მატჩში ბოლოჯერ მოირგებს „სკუადრა აძურას“ მაისურას. „ ვოცნებობდი, ვიბრძოდი და ვიმარჯვებდი. მიყვარს ყველაფერი რაც ამ მაისურასთანაა დაკავშირებული. ყოველთვის მჯეროდა ამ მაისურის. ამ ფორმით მოთამაშემ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მისი...

გიოტცე მილანში?
ჩანაწერი

გიოტცე მილანში?

მოულოდნელი ამბავი გავრცელდა გუშინ – მარიო გიოტცე, შესაძლოა, „მილანში“ გადავიდესო. 29 წლის გერმანელი ფლეიმეიკერით „ბენფიკა“ და „მილანი“ დაინტერესებულან. უკვე ფეხბურთელსაც დაკავშირებიან. „მილანი“ უფრო აქტიურობს. თითქოს მარიოს ამჟამინდელი გუნდი, პსვ, წინააღმდეგი არ უნდა იყოს გერმანელის გაშვებისა. სატრანსფერო ფასი დაახლოებით 4-5 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ გიოტცე ნიდერლანდულ კლუბში 2020 წელს გადავიდა „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ისკო: მადრიდს გაუმარჯოს!
ჩანაწერი

ისკო: მადრიდს გაუმარჯოს!

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, გუნდიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მადლობა ყველას. შეხვედრამდე. მადრიდს გაუმარჯოს!“ – აღნიშნავს ისკო. 30 წლის შუახაზელის „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს ვადა წლეულს 30 ივნისს ეწურება და მხარეებს ის აღარ გაუხანგრძლივებიათ. ისკო „რეალში“ 2013 წელს გადავიდა „მალაგიდან.“ მადრიდელთა რიგებში ჯამში მან 353 მატჩი ჩაატარა, 53 ბურთი გაიტანა და...

არ მივდივარ !
ჩანაწერი

არ მივდივარ !

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს. „დღემდე ჩემთვის ტრანსფერის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბში თამაში კიდევ დიდხანს მსურს“, – დასძინა 30 წლის ბრაზილიელმა. საქმე ის არის, რომ წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღირსეული წინადადების მიღების შემთხვევაში, პსჟ მზადაა ნეიმარს შეელიოს. ასევე,...

დარბაისელი მატყუარაზე…
ჩანაწერი

დარბაისელი მატყუარაზე…

ორიოდ დღის წინათ საფეხბურთო ევროპა კიდევ ერთმა უცნაურმა ამბავმა შეძრა: „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა კილიან მბაპემ, ყველას რომ მადრიდის „რეალში“ გადასული ეგონა, პარიზულ კლუბთან კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ესპანელმა კომენტატორებმა მას მოღალატე და მატყუარა უწოდეს. თავად კი თქვა, პარიზელ კაცს პარიზულად, მიყვარს ჩემი უბნებიო. მბაპემ წელიწადში 100-მილონიანი ჯამაგირი და ლამის კლუბის მმართველის უფლებები დაირტყა. ამ...

სტუმრების ტური
ჩანაწერი

სტუმრების ტური

მე-15 ტურს ელიგის გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველი სამეულის გუნდებმაც ყველამ მოიგეს და 3-3 ქულა შემატეს მარაგს. ხუთი შეხვედრიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს. სერიოზული სამგურალი   გიორგი მიქაძის „სამგურალი“ მართლაც აღარ ხუმრობს. წყალტუბოური კლუბი ისტორიას წერს. ლიდერათა მარაქაში გაერია. შაბათს მათ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და ამ ექვს შეხვედრაში ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ – 14:1....

ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს
ჩანაწერი

ლივერპული საჩემპიონო აღლუმს გამართავს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ საჩემპიონო აღლუმი დაგეგმა. ღონისძიება ლივერპულში გაიმართება 29 მაისს. ეს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეა, რომელშიც მერსისაიდელები მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან. 22-ში კი პრემიერლიგის ბოლო ტური ელით, რომლის შემდეგაც დიდი ალბათობით ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდება… მაშ რაშია საქმე? საინტერესო ის არის, რომ ლივერპულელები ინგლისის ორივე თასის (ლიგის და ასოციაციის) მოპოვებას აღნიშნავენ, ამიტომ მნიშვნელობა არ...

ბათუმური 7
ჩანაწერი

ბათუმური 7

წინა ტურის მიმოხილვისას დავწერეთ, რომ ჯამში მხოლოდ 7 გოლი გავიდა და ანტირეკორდი დამყარდა. ამჯერადაც ვერ იყო საქმე კარგად, 4 მატჩში სულ სამი ბურთი გასულიყო. მაგრამ ეწვია „ლოკომოტივი“ „ბათუმს“ და 9 გოლი გავიდა. 7 მასპინძლებმა გაიტანეს, ორიც სტუმრებმა. გოლები ყველა გემოვნებისთვის მასპინძელთაგან დუბლი მიითვალეს ჯაბა ჯიღაურმა და ზურიკო დავითაშვილმა. ზურიკოსთვის ეს სულაც „ბათუმის“ მაისურით გატანილი პირველი...